სხვა კადიროვმა განაცხადა, რომ მზად არის მსოფლიო ბირთვული ომისთვის 2023, 13 თებერვალი, 19:08 ჩეჩნეთის ხელმძღვანელმა რამზან კადიროვმა ტელეკომპანია "Россия 1"-ის გადაცემა "60 минут"-ის ინტერვიუში, უპასუხა კითხვას, ეშინოდა თუ არა მას მესამე მსოფლიო ომის დაწყების. მან თქვა, რომ მას არ ეშინია ბირთვული ომის. მაგრამ ეშინია იმის, რომ „რაც გვაქვს, იმას დავკარგავთ“. ის იხსენებს, რომ 14 შვილი ჰყავს და მათგან რვა ვაჟია. ”მე მზად ვარ ბირთვული ომისთვის ყველა დავიღუპოთ.”- თქვა მან. ამასთან, კადიროვმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთმა არ უნდა დაკარგოს ის, რაც აქვს და გამარჯვების რწმენა გამოთქვა. „ჩვენ გავიმარჯვებთ, გავანადგურებთ და ვაჩვენებთ ნატოს, ევროკავშირს და აშშ-ს, რომ მათ ამ ცხოვრებაში არაფერი უნახავთ.“ - განაცხადა მან. კადიროვის სიტყვით, რუსეთი ყოველთვის ძლიერი სახელმწიფო იყო: „რუსული საზოგადოება ნელა, ნელა, მაგრამ მაინც ერთიანდებოდა. სწორედ ამისკენ მივდივართ დღეს, პრეზიდენტი ატარებს სწორ პოლიტიკას, 100 პროცენტით, უტყუარია. ასე რომ, მე მშვიდად ვარ." ამავე ინტერვიუში კადიროვმა განაცხადა, რომ მზადაა უკრაინის პრეზიდენტთან ვლადიმირ ზელენსკისთან მოლაპარაკებისთვის. ჩეჩნეთის მეთაურის თქმით, შეხვედრის დროს ის აიძულებს სახელმწიფოს მეთაურს „გააკეთოს ის, რაც საჭიროა“. 282 შეფასება არ არის
|