x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
"ჩემთვის ცირკთან დამდგარი მეძავი ბევრად უფრო მაღლა დგას-სახეების და აზრების მონაცვლე ამ ადამიანებთან შედარებით" - თამარ ივერი

image

ოპერის მომღერლის თამარ ივერის აზრით ფეისბუქი "დალოცვილი რამეა", რადგან იმ ადამიანებს "ნიღაბს ხდის", რომლებიც ორმაგი სტანდარტით ცხოვრობენ და მათ რეალურ სახეს აჩენს.



"დაილოცოს ფეისბუკი, რამდენს ხდის ნიღაბს, ჯერ ინბოქსს გიფეთქებენ საერთო კოლეგის ლანძღვით და ცოტა ხანში კედელზე, მასთან ან ხელგადახვეულს ხედავ ან მის ნამღერზე იღვრებიან "ბრავო! მხეცი ხარ!" ეპითეტების წერით, და ან "დაბიდუბებს" ულოცავენ :გეხუტუნე-ყელში ჩაგეფუნჩხე კომენტარებით.
რაღა დაგიმალოთ და.....ჩემთვის ცირკთან დამდგარი მეძავი, ვინც თავის სარჩენად პარტნიორებს იცვლის, ბევრად უფრო მაღლა დგას-სახეების და აზრების მონაცვლე ამ ადამიანებთან შედარებით" - წერს თამარ ივერი.
შეგახსენებთ, რომ მანამდე თამარ ივერი უკმაყოფილი დარჩა "ვოისზე" ირუ ხეჩანოვის გამარჯვებით და მას "თაღლით-შოუ" უწოდა და მას მიაჩნია, რომ საქართველო ევროვიზიაზე ამ სიმღერით არ უნდა წარსდგეს.
"..ის საქართველოს სახე და ხმა არ უნდა იყოს არც ევროვიზიაზე და არც სარაიონო კონცერტზე!!"-წერდა თამარ ივერი.
ამის გარდა მან პეტიციასაც მოაწერა ხელი:

მოაწერეთ, გააზიარეთ! სამართლიანობა უნდა აღდგეს!
"ვოის"ს არაფერი ესაქმება ევროვიზიასთან!!
სამწუხაროდ, თავად ამ გვერდების ადმინები ბლოკავენ და შლიან ამ პეტიციას, მაგრამ ხალხის ნებას ვერ დაბლოკავენ!!"
0
99
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
99
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0