x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
„იმავე გალერიის “უბორნია” უნდა ახეხინო 1 თვე! თავისუფლება კი სულ სხვა რამაა“ - გიორგი ნიორაძე
image

.

"ტვ პირველის" ყოფილი ტელეწამყვანი, ჟურნალისტი გიორგი ნიორაძე სანდრო სულაბერიძის სკანდალს ეხმიანება და სოცქსელში წერს:

.



„წარწერა ვნახე და ისე ამ სანდრო სულაბერიძის ნამდვილ ნახატებს სად ვნახავ, რომ ამჯერად როგორც მხატვარი გავიცნო?


.
გუგლის საძიებო ველში მისი სახელისა და გვარის ქვეშ, მხოლოდ უნიჭოდ გადაღებული ფოტოები იძებნება



ნატა ფერაძემ იცის ნეტა? - ვკითხო თუ არ ეცლება?!



ისე რა მაგარია, სადმე პარიზში რომელიმე გალერეაში, რომ ეს გაეკეთებინა ვინმეს როგორი იქნებოდა ფრანგი სამართალდამცავების ქმედება, ან იტალიაში როგორ იმუშავებდა კანონი… ეს ამბავი დასჯის გარეშე არ ჩაივლიდა.
ობიექტურიბა მოითხოვს ითქვას, რომ ესაა იაფფასიანი შემოქმედება და პოპულარობის მოპოვების მარტივი ხერხი, სამწუხაროდ ამ ტრენდზე ზის ბევრი “შემოქმედი” საქართველოში, გამოდიან ეთერებში, ყელის ძარღვებს იბერავენ, თავადვე იტყვიან რომ მაგარი რამე შექმნეს და ხალხსაც არწმუნებენ, მერე ეს დარწმუნებული ხალხი ამ უნიჭოებთან სიახლოვეს ცდილობს და გურუ სასტავს ქმნის

.


არც მეფე თამარის სექსით, არც საიდუმლო სირობებით და არც გოიმურად გაოცებული ავტორის, ამერიკული ზღაპრებითა და კატმანდუებით, და რათქმაუნდა არც საღებავების შესხმით ჭეშმარიტი შემოქმედება ვერ დაიდება, მხოლოდ ერთი დღის გმირები იბადებიან და მერე დრო ყველას თავის ადგილს მიუჩენს მაინც ისე, ამ პერიოდში, ბევრ თანამედროვე ქართველ ავტორს გავეცანი და ტექსტით სასიამოვნოდ იმედგაცრუებული დავრჩი - რეალობა ისაა რომ სრულ ყ*ეობებს ქმნიან... მაგრამ ესაა აზრის გამოხატვის თავისუფლება, ვიღაცას მგლის ბილიკი მოწონს, ვიღაცას წიგნი მონანიება და ვიღაც ისევ ჩარჩენილია ფალიაშვილის ქუჩის ძაღლებისა და სველი იასამნის შთაგონებებში

.


რა თქმა უნდა, არ უნდა დაიჭირო მსგავსი ქმედებისთვის ადამიანი, უნდა მოხდეს მიყენებული ზარალის მონეტარიზაცია და საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომაში ჩართვა. მაგ. იმავე გალერიის “უბორნია” ახეხინო 1 თვე.
თავისუფლება კი სულ სხვა რამაა“ - წერს ნიორაძე.

.


შეგახსენებთ, ეროვნულ გალერეაში 2023 წლის 4 თებერვალს გახსნილი გამოფენის „ავტოპორტრეტი სარკესთან“ მონაწილე სანდრო სულაბერიძემ საკუთარი ნამუშევარი ჩამოხსნა და მის ადგილას საღებავით კედელზე დაწერა ფრაზა - „ხელოვნება ცოცხალი და დამოუკიდებელია!“.



მომხდარი ფაქტის გამო, იმავე დღეს, საქმის წარმოება დაიწყო ქურდობის მუხლით - სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც ისჯება შინაპატიმრობით ერთიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით სამიდან ხუთ წლამდე.

.


ეროვნული გალერეის დირექტორი ამბობს, რომ ადმინისტრაციული ჯარიმა, რომელიც კანონდარღვევის გამო გამოიწერა, გამოფენის სპონსორმა უკვე გადაიხადა. სანდრო სულაბერიძის დაკავება კი არ იგეგმება:

,


საქართველოს ეროვნული გალერეა გახლავთ სახელმწიფო დაწესებულება, საიდანაც სურვილისებრ ნამუშევრის ჩამოხსნა და გატანა მარტივად არ ხდება. გალერეა ემორჩილება გარკვეულ წესებს და არის პასუხისმგებელი.



მინდა გაგიზიაროთ ჩემი აზრი, იმის შესახებ, რომ მას არავინ დაიჭერს, თუმცა ადმინისტრაციულ ჯარიმას აუცილებლად დაუწესებენ, რაც აბსოლუტურად გამართლებული იქნება ისევ და ისევ კანონიდან გამომდინარე. ისიც მინდა გაცნობოთ, რომ ეს ჯარიმაც უკვე გადახდილია გამოფენის სპონსორის მიერ. უბრალოდ საზოგადოებამ უნდა აცალოს კანონს, გაიაროს ყველა აუცილებელი ეტაპი და ისე დასრულდეს. ასე, რომ, სამომავლოდ, „პერფორმანსები“ ჯობს ისე დაგეგმოთ, რომ არ შეხვიდეთ კანონთან კონფლიქტში და თუ მანც შეხვალთ, სასჯელისთვისაც იყოთ მზად. არავის ავნოთ და მხატვრის ნამუშევარზე პასუხისმგებელ ადამიანებს არ შეუქმნათ მძიმე პრობლემები იმისთვის, რომ თქვენი გზავნილი და ქმედება მართლაც იყოს მნიშვნელობის მატარებელი ხელოვნება და არა ინფანტილური მავნებლობა“. - აღნიშნავს გაბუნია.

0
131
1-ს მოსწონს
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
131
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0