x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
თედო ბექაური ,,ცეკვავენ ვარსკვლავებშიც’’ ისევე ემოციურად ცეკვავს, როგორც ფილმში - ვიდეო

image

.

"იმედის" ტელეწამყვანი გოდერძი შარაშია პროექტ "ცეკვავენ ვარსკვლავების" ახალი სეზონის ერთერთ მონაწილეზე საუბრობს და საზოგადოებას მხარდაჭერისკენ მოუწოდებს. გუშინ ცნობილი გახდა, რომ მეგა პროექტში ყველასგან მივიწყებული ქართველი მსახიობი თედო ბექაური ცეკვავს. მან მაყურებელს თავი კინოფილმიდან "გაღმა ნაპირი" დაამახსოვრა, სადაც ის გამორჩეულად ემოციურად ცეკვავდა.'

.

"კონკურსის რომელიმე მონაწილესთვის მხარდაჭერა არასდროს ღიად არ გამომიხატავს. ისე კი იცოცხლე ბევრისთვის გამიგზავნია სმს-ი. მეც ვყოფილვარ სატელევიზიო კონკურსის მონაწილე და ვიცი რას ნიშნავს ღია მხარდაჭერა.
პირველი შემთხვევაა, როცა კონკურსანტს ღიად ვუჭერ მხარს და ეს უნიჭირესი ბიჭი თედო ბექაურია, რომელიც ახლა "ცეკვავენ ვარკვლავებში" მონაწილეა. მე მისი ცეკვა ფილმიდან "გაღმა ნაპირი" არ ამომდის თვალებიდან. წუხელ, მისი პირველი ცეკვა ძალიან სევდიანი იყო, მაგრამ ძალიან ნიჭიერია ამაშიც. ჩემი მხარდაჭერა თედო ბექაურს. ჩემს მეგობრებს, ვისაც არ დაგეზარებათ მომდევნო ორშაბათს ერთი სმს არ დაიშუროთ. მადლობა წინასწარ. მე თედოს არ ვიცნობ, ფილმიდან მახსოვს. ბოლოს მასზე სიუჟეტი ვნახე და მას ეს გამარჯვება ძალიან სჭირდება", - წერს გოდერძი შარაშია.
.
,
0
307
2-ს მოსწონს
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
307
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0