საზოგადოება „ქვეყანა დიდხანს ვერ დამშვიდდება, მაგრამ რას მოიტანს მღელვარება?“ – ნათია ფანჯიკიძე 2024, 3 ივნისი, 17:55 ![]() მთავრობისგან რა იყო მოულოდნელი? – არაფერი. ტრადიციულად იქცევიან, როგორც სხვა პოსტსაბჭოთა მთავრობები იქცეოდნენ ხელისუფლებაში დიდხანს შემორჩენის შემდეგ – უამრავი მოქალაქის იგნორირება, “სხვების” მთავრობად ყოფნაზე უარის თქმა, ერის გახლეჩა და ასობით ათასი ადამიანის მტრად გამოცხადება, ხალხთან დიალოგის უუნარობა და ძალადობით “მოგვარება”. რა მოხდა ცუდი – ჯერ არაფერი. ცუდი მოხდება, თუ ევროკავშირი გადაწყვეტს დემონსტრირებას, რამდენად დიდი როლი აქვს ქვეყნის მდგრადობაში და ეკონომიკურ თუ დარგობრივ წინსვლაში, გაგვიუქმებს უვიზო რეჟიმს, შეწყვეტს სხვადასხვა სფეროს განვითარებაში დახმარებას. რა ელის ჩვენს ყოველდღიურობას – ქვეყანა დიდხანს ვერ დამშვიდდება. სიმშვიდე არცაა იდეალი, სიმშვიდე თანატოსის, სიკვდილის ენერგიაა, მაგრამ მნიშვნელოვანია, რას მოიტანს მღელვარება. 52 1-ს არ მოსწონს
|