საზოგადოება „კარგა ხანს ველაპარაკე ქალბატონობით ციცის, რომელმაც მითხრა, ქალბატონი არ ვარ, ბატონი ვარ, მაგრამ რა გაეწყობაო“ - თამარ ჩერგოლეიშვილი 13 აგვისტო, 15:07
.
პარტია ევროპული საქართველოდან წასული თამარ ჩერგოლეიშვილი სოცქსელში წერს:
.
“ჩვენს ახალ პარტიას 1000 დელეგატი ყავს. (ამერიკის რესპუბლიკურ პარტიას ყავს 2300, დემოკრატებს - 4100). დელეგატი ნიშნავს ჩვენი იდეების აქტიურ მხარდამჭერს, რომელიც მონაწილეობას იღებს შიდაპარტიულ ცხოვრებაში - ირჩევს ლიდერშიფს, ქადაგებს ჩვენი იდეების მხარდაჭერას, გვეხმარება ნეტვორკის გაძლიერებაში. დელეგატებისთვის გავაკეთეთ ჩეთი. უდიდეს ნაწილს არ ვიცნობ და ვოთსაფზე მინაწერით ვცდილობ კომუნიკაციას. . ასე ველაპარაკე კარგა ხანს ქალბატონობით ციცის, რომელმაც მითხრა რომ ქალბატონი არ ვარ, ბატონი ვარ, მაგრამ რა გაეწყობაო... . ციცი სინამდვილეში აღმოჩნდა ბრგე, წვერიანი მამაკაცი, მეტსახელად წიწი - გუშინ უკვე ჩემი თვალით ვნახე. ასე გავიცნობ ყველას სათითაოდ და დედა დედად დარჩება, მამა მამად , ~ -- აღნიშნავს თამარა ჩერგოლეიშვილი. . ბოკერიამ და ჩერგოლეიშვილმა პარტიის წევრებთან ერთად საკუთარი პარტია მას შემდეგ დატოვეს, რაც აკაკი ბობოხიძეს დაუპირისპირდნენ. პრაიმერიზის ჩატარების შემდეგ მათ წინასაარჩევნო კამპანიის ერთად გაგრძელება ვეღარ შეძლეს და ახალი პარტიის დაფუძნება გადაწყვიტეს. 298 შეფასება არ არის
|