საზოგადოება „ამსტერდამის აეროპორტში ხელების აწევას მთხოვენ, უკვე თვალწინ მიდგას ნიდერლანდების ციხეში გატარებული წლები...” – დათო გორგილაძე 13 აგვისტო, 17:58
.
ჟურნალისტი, მწერალი დათო გორგილაძე სოც ქსელში საინტერესო საზაფხულო თავგადასავალს აზიარებს;
.
“ამსტერდამის აეროპორტში ვარ.პასპორტის კონტროლზე ნამძინარევი მივედი.ჩემი ინგლისური ისედაც საყველპუროა და ძილიანობა თუ მიტევს, პულსი არ ესინჯება.მესაზღრე რაღაცას მეუბნება, ექოდ ჩამესმის. უცებ ორივე ხელს მაღლა წევს. . ვფხიზლდები.ვფიქრობ, რომ რაღაც დავაშავე. ან იქნებ ვინმეში ვეშლები? ფაქტია, ხელების მაღლა აწევას მთხოვს.უკვე ცხადად მიდგას თვალწინ ნიდერლანდების ციხეში გატარებული წლები. . შემდგომში ირკვევა, რომ ტალახაძითაა აღფრთოვანებული მესაზღვრე და რადგან სიტყვებით ვერას გახდა, სხეულის ენას მიმართა.ეს დღეები მოგზაურობის ჩანაწერებით შეგაბეზრებთ თავს, Cellfie-იმ გამომიწვია (ულიმიტო ინტერნეტით შემაიარაღა) და ვიფიქრე ძველ, გულუხვად გაზიარების დროს გავიხსენებ-მეთქი. როუმინგი გადავტენე, მოემზადეთ, ამიტანეთ. “ - წერს გორგილაძე. . შეგახსენებთ, უკვე რამდენიმე თვეა მას შემდეგ რაც გოგრილაძის პოპულარული გადაცემა საზოგადოებრივ მაუწყებელზე შემცირებული საბიუჯეტო დაფინანსების გამო დაიხურა, მან ინტერნეტ სიბვრცეში გადაინაცვლა და მისი გადაცემები ამჯერად იუთუბ არხზე გადის. 618 შეფასება არ არის
|