საზოგადოება ბათუმში სანაპიროზე ხელოვნური კუნძულის მშენებლობის ნებართვა შეჩერდა 13 აგვისტო, 11:05 , გარემოს ეროვნულმა სააგენტომ ბათუმში ხელოვნური კუნძულის მშენებლობისთვის საჭირო ნებართვის გაცემის პროცესი შეაჩერა. 2 აგვისტოს მიღებულ გადაწყვეტილებას თან ერთვის ბათუმის ნავთობტერმინალის მმართველი კომპანიის, „ტერმინალ 1-ის" დაკვეთით ჩატარებული კვლევის წინასწარი შედეგი და კომპანიის დირექტორის წერილი, რომლის მიხედვითაც, „ქაოტური მშენებლობით“ საფრთხე შეიძლება შეექმნას ტერმინალში შემავალ გემებს. . „დაუშვებლად მიგვაჩნია კუნძულის მშენებლობა/მოწყობა წარმოდგენილი პროექტის ფარგლებში, რამდენადაც კუნძულის განსახილველი საპროექტო ტერიტორია ფარავს „ტერმინალ 1-ის" ნავმისადგომზე მომავალი საზღვაო ნავთობტანკერების შემოსვლა-მანევრის და დგომის არეალს... . „ამბასადორი ბათუმი აილენდისგან“ ინტენსიურად და ქაოტურად მიმდინარეობს ინტენსიური მასალების ჩაყრა შპს „ტერმინალ 1-ის" ნავმისადგომის და ხომალდების შემოსვლის მარშრუტის მიმართულებით, გადაადგილდება მძიმე ტექნიკა, ადამიანები, უახლოვდებიან გადატვირთვის ადგილს, სადაც ტელეფონის უბრალოდ შეტანაც კი ფეთქებადსაშიშია, რომ აღარ ვისაუბროთ ღია ტერიტორიიდან საბოტაჟის შესაძლებლობაზე“, - ეს წერია გარემოს ეროვნული სააგენტოსთვის კომპანია „ტერმინალ 1-დან" გაგზავნილ წერილში. . „ამბასადორი ბათუმი აილენდი“ რეგიონის უმსხვილესი საინვესტიციო პროექტია, რომელიც ბათუმის ზღვისპირის სივრცეში, “ბარცხანასა” და „თამარის“ დასახლების სანაპიროს აკვატორიაში ულტრათანამედროვე გასართობ-გამაჯანსაღებელი რეზორტული ტიპის ორი ხელოვნური ნახევარკუნძულის და ერთი კუნძულის შექმნასა და მათზე ინფრასტრუქტურის მოწყობას მოიცავს. პროექტის პრეზენტაციის დღიდან კომპანიის მიერ განხორციელებული პირდაპირი დანახარჯი შეადგდგენს 22 მილიონ ლარს, რის შესახებაც აუდიტის ოფიციალური დასკვნა უკვე წარედგინა სახელმწიფო ქონების მართვის ეროვნულ სააგენტოს. , კუნძულის ტექნიკურ პროექტირებასა და განხორციელებადობაზე იმუშავა თურქულმა საერთაშორისო კომპანია YUKSEL PROJE-მ, რომელსაც განხორციელებული აქვს უმსხვილესი ინფრასტრუქტურული პროექტები მსოფლიოს 60-მდე ქვეყანაში და რაც მთავარია, მათი დაპროექტებულია სხვადასხვა რთული საინჟინრო ნაგებობა შავ ზღვაში, მაგალითად ორდუ გირესუნის საერთაშორისო აეროპორტი, რომელიც სრულად წყალზეა აშენებული. / უშუალოდ კუნძულზე გათვალისწინებულია 7 ჰექტარამდე ფართობის საჯარო წვდომის სასეირნო ტყე-პარკის მოწყობა. ეკომეგობრული გარემოს შესაქმნელად, ბათუმის კუნძულზე შეზღუდული იქნება ავტომანქანებით მოძრაობა. გადაადგილება შესაძლებელი იქნება მხოლოდ ველოსიპედებითა და ელექტროძრავიანი ორთვალებით. თავად კუნძულზე გათვალისწინებულია სასტუმროების, აპარტამენტების, ვილების, იახტკლუბის, საგანმანათლებლო და ჯანდაცვის დაწესებულებების, სავაჭრო ცენტრების, ხელოვნური პლიაჟებისა და სხვა უამრავი ინფრასტრუქტურის მოწყობა, რაც დამახასიათებელია მსოფლიოს განვითარებული ქვეყნების მომავლის ქალაქებისთვის. 80 შეფასება არ არის
|