x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
ბრაზილიაში დააკავეს დედა, რომელსაც ქალიშვილი 20 წელი დამწვდეული ჰყავდა (ვიდეო)

image

ბრაზილიის პოლიციამ შემზარავი შემთხვევა გამოავლინა:დააკავეს მოხუცი ქალი, რომელსაც 39 წლის ქალიშვილი თითქმის ორი ათწლეულის განმავლობაში ჰყავდა დამწვდეული.


შემთხვევა ქალაქ ვიანაში მოხდა. პოლიციამ პატიმარი გაათავისუფლა; ის სახლში, იმპროვიზებულ საკანში იყო დამწყვდეული. მას ხელ-ფეხი შეკრული ჰქონდა და შიმშილისგან და წყურვილისგან მისავათებული იყო, წერს გამოცემა G1. ნასვამი დედაც იმ დროს სახლში იმყოფებოდა.


დაზარალებული სასწრაფოდ გადაიყვანეს საავადმყოფოში, მასთან ერთად მუშაობენ სოციალური სამსახურის წარმომადგენლებიც და ფსიქოლოგები.



ახალგაზრდა ქალის დედა დააკავეს, დაკავებულია ამ საშინელი დანაშაულის თანამზრახველიც ; არსებული ინფორმაციით, ის ქალის პარტნიორია, რომელმაც იცოდა რაც ხდებოდა.


პოლიცია არ გამორიცხავს, რომ ამ საქმეზე სხვებიც დააკავონ, ​​რადგან, როგორც ირკვევა, ბევრმა მეზობელმა იცოდა, რა პირობებში ამყოფებდა დედა ქალიშვილს მრავალი წლის განმავლობაში.


ამასობაში ვიანას მაცხოვრებლები ამბობენ, რომ ქალს ახალგაზრდობაში ორი შვილი დაეღუპა და ამის შემდეგ მას ფსიქიკური აშლილობა განუვითარდა. ისინი ასევე აღნიშნავენ, რომ ამ ქალის მხრიდან ხშირად იყო აგრესიის შემთხვევები.


0
386
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
386
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0