x
image
თუთიკო ბერძენა
ზუსტად 100 წლის წინ დაწყებული საბჭოთა ინტერვენცია და ლორეს ოლქში დამარცხების მიზეზები
image
100 წლის წინ, 11 თებერვლის ღამის 12 საათზე დაიწყო საბჭოთა ინტერვენცია ლორეს ოლქში. მთავარ ამოცანას შაგალის დანაღმული ხიდის გადარჩენა, შაგალის, დისიხის და ვართანლურ-კურტანის ქართული გარნიზონების განადგურება წარმოადგენდა.
მეორე ამოცანა ლორეს ხეობის რაც შეიძლება სწრაფად დაკავება და სოფელ სადახლოსკენ გაჭრა იყო.
სამხრეთის სექტორს არმიის V ქვეითი ბატალიონი და მესაზღვრეები იცავდნენ (დაახლ. 500 მებრძოლი). ჩრდილოეთით იდგა V ბატალიონის დარჩენილი ნაწილი (უზუნლარ-ალავერდის რაიონი), VIII (აირუმ-შნიხის რაიონი) და VII ბატალიონები (სოფელი სადახლო), ანუ რეგულარული ჯარის თბილისის II ბრიგადა სრულად. თუმცა ჯარის ერთდროული დემობილიზაცია-მობილიზაციის გამო დანაყოფებში დისციპლინა სრულად იყო მოშლილი და ისედაც დანაწევრებულად იდგნენ სოფლებში, ერთმანეთთან კავშირის გარეშე.
ბოლშევიკთა სომხური ფორმირებები (დივერსანტები და ოსმალეთიდან დევნილთა ბატალიონი. ჯამში: 1.200 კაცი) 10 -ში ფარულად, მთებით, ქარბუქში დაიძრნენ წითლად მონიშნული სექტორებისკენ. საბჭოთა რუსეთის (1 ბრიგადა, 2 პოლკი) და სომხეთის წითელი არმიის (1 ცხ. ბრიგადა და 2 ქვეითი პოლკი) ასევე გადმოვიდნენ შეტევაზე 12-ში ღამით.
სამწუხაროდ, მოწინააღმდეგემ ამოცანას ძალიან კარგად გაართვა თავი და 12 თებერვალს II ბრიგადის ორი ბატალიონი (V და VIII) თითქმის მთლიანად განადგურდა. ტყვეობას მცირე ჯგუფებმა ძლივს დააღწიეს თავი.
სამხრეთ-აღმოსავლეთის ფრონტის (მეთაური გენერალი ს. გედევანიშვილი) სწრაფი ჩამოშლის გამო 14-15 თებერვალს მოკოვში მიიღეს გადაწყვეტილება აეღოთ თბილისი და სხვა მიმართულებებიდანაც დაეწყოთ სრული ძალით შეტევა"
image
ომში დამარცხების მიზეზები

N1 საერთაშორისო “სამხედრო ფარის” და სამხედრო დახმარების არქონა

N2 ჯარების მატერიალური მდგომარეობა

N3 ჯარების დემობილიზაცია და გაწვევის დაწყება

N4 არასწორად შერჩეული სარდლები

N5 გენშტაბის, სამხედრო დაზვერვის ცუდი მუშაობა და ჯარის არასწორი განლაგება ლორეში

გ. კვინიტაძის მიერ საბრძოლო მოქმედებათა პირველი ფაზის (12-15 თებერვალი) შეჯამება, სადაც 8 შეცდომა გამოკვეთა:

1). არ არსებობდა საომარი გეგმა, მოქმედებდნენ სიტუაციის მიხედვით, რაც დამარცხებას იწვევდა
2). დანაყოფები არასწორად იყო დისლოცირებული და თბილისში არსებული რეზერვი მცირერიცხოვანი იყო
3). არ იყო განსაზღვრული საკუთარი და მოწინააღმდეგის მოსალოდნელი მოქმედება
4). გააერთიანეს სხვადასხვა საოპერაციო მიმართულებათა მეთაურები ერთი მიზნის ქვეშ, მაშინ როცა ოთხივე მიმართულებას საკუთარი სამოქმედო გეგმა უნდა ჰქონოდა საერთო ჩანაფიქრის ფარგლებში
5). მთავარსარდალმა ოდიშელიძემ არ უხელმძღვანელა საბრძოლო მოქმედებებს პირადად. ოდიშელიძე, გენშტაბი პარალიზდა და არაფერი არ გაუკეთებიათ! 15 თებერვალსაც კი არ იცოდნენ კონკრეტულად რა ხდებოდა ფრონტზე
6). არ გამოიძახეს სხვა რეგიონებში მყოფი თავისუფალი ბატალიონები
7). მეორე ეშელონში მდგარი სახალხო გვარდიის ბატალიონები კონტრშეტევაზე გადაიყვანეს ნაწილ ნაწილ, რამაც მათი დამარცხება და უკანდახევა გამოიწვია
8). გედევანიშვილის მიერ შეტევაზე გადასვლის ბრძანება, რაც ვითარებიდან გამომდინარე შეცდომა იყო

2
206
3-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:თუთიკო ბერძენა
თუთიკო ბერძენა
206
  
2023, 13 თებერვალი, 5:37
ზუსტად 100 წლის წინ ქართველმა მარქსისტმა ბოლშევიკებმა განდევნეს ქართველი მარქსისტი მენშევიკები. რითაც გადარჩინეს საქართველო რუკიდან გაქრობას, გახდებოდა ნაწილი თურქეთი ნაწილი ირანი. ქართველმა მარქსისტმა მენშევიკებმა გაიტაცეს ქართული განძი და უდიდესი ნაწილი სწორ ნაწლავში გაატარეს, რაც ვერ მოასწრეს უდუდესმა ბუმბერაზმა ქართველმა სტალინმა საქართველოს დაუბრუნა. ერთი კითვა მაქვს ამ "ოკუპაციის" პერიოდში ქართველ ქალს უბატონოდ ხმას რომ ვერავინ ცემდა. ეხლაკი 10 ლარად თურქებს ღლეს რომ უწოვენ ამაზე რას იტყვი?
2023, 12 თებერვალი, 23:41
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2