კონფლიქტები ტერმინატორის აღსასრული: უკრაინელებმა იშვიათი რუსული ტანკი გაანადგურეს 2023, 10 თებერვალი, 21:47 უკრაინის არმიის ჯარისკაცებმა ლუგანსკის ოლქში, ქალაქ კრემინასთან რუსული ტანკი BMPT-72 ტერმინატორი გაანადგურეს.
BMPT-72 რუსული სამხედრო მრეწველობის ნამდვილი სიამაყეა. რუსული არმიის ხელმძღვანელობამ ის ბრძოლის ველზე გასულ კვირას გამოიყვანა, თუმცა მისი ნეიტრალიზება ამ დრომდე ვერ ხერხდებოდა. არადა, ეს იყო საბრძოლო საშუალება, რომელიც დღემდე ყველაზე მეტ ზიანს აყენებდა უკრაინის თავდაცვის ძალებს. BMPT-72 ტერმინატორს ძალიან სქელი ჯავშანი აქვს და მისი დაზიანება მსუბუქი ტანკსაწინააღმდეგო საშუალებებით შესაძლებელი არ არის. ამ საბრძოლო მანქანის მოვალეობა მოწინააღმდეგის ცეცხლისგან შედარებით უფრო მსუბუქად შეჯავშნილი ტანკების და ჯავშანმანქანათა ეკიპაჟების დაცვაა. ის ძველი საბჭოთა T-72-ის მოდერნიზებულ ვარიანტს წარმოადგენს. ტანკი ორ AGS-17 ყუმბარმტყორცნს, ასევე ორ ცალ 30-მილიმეტრიან 2A42 ქვემეხს, ლაზერულად მართულ ოთხ 9K120 ჯავშანგამტან რაკეტას და PKM-ის 7, 62-მილიმეტრიან ტყვიამფრქვევს ფლობს. ამიტომ ასეთი ტანკის გაუვნებელყოფა იოლი საქმე არ გახლავთ. საბედნიეროდ უკრაინელმა ჯარისკაცებმა ეს შეძლეს. ტანკი უსაფრთხო მანძილიდან იქნა აფეთქებული. სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალი “ჯეინსი” ჯერ კიდევ გასულ წელს იტყობინებოდა BMPT-72 ტერმინატორის არსებობის შესახებ უკრაინის ფრონტზე. მას შემდეგ ეს საბრძოლო საშუალება არაერთხელ ნახეს ლუგანსკის რეგიონში. ჰოდა, სწორედ ლუგანსკის რეგიონში დაუდგა აღსასრული ამ ტანკს, რომელიც რუსული იარაღის უძლეველობის სიმბოლო უნდა ყოფილიყო. მისი განადგურება კი იმედია რუსული არმიის სწრაფ დამარცხებას მოასწავებს. 738 1-ს მოსწონს 1-ს არა |
https://www.youtube.com/watch?v=LE5odFLJDl8&t=602s
ჰო კდე თუ განადგურებულია ეს ბმპტ-ე განადგურებულის სურათი დადაევი რომ დავრწმუნდეთ რომ არ ცრუობ.