x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
სტრესით გამოწვეული ყველაზე გავრცელებული დაავადებები

ექიმ–ნევროლოგებს შორის პოპულარულია გამოთქმა: «ადამიანი – ნერვული სისტემაა, სხვა ყველაფერი – მისი დანამატია». რა თქმა უნდა, ამ საკითხთან დაკავშირებით ბევრს კამათობენ, მაგრამ მეცნიერულად დამტკიცებულია და ფაქტი, ფაქტად რჩება: ადამიანის ცხოვრებაში, რაც უფრო მეტი სტრესული სიტუაციაა, მით უფრო ხშირად ხდება ავად და მისი გამოჯანმრთელების პროცესიც ჭიანურდება.


image


ამასთან, ბევრ დაავადებას ფსიქოსომატური საფუძველი აქვს. ბერძნულიდან, psyche — «სულს» და soma — «სხეულს» – ნიშნავს და ჩვეულებრივ, ავადმყოფობა მაშინ იჩენს თავს, როდესაც სული ტანჯვას მალავს. როდესაც ადამიანი ემოციებს გარეთ გამოსვლის უფლებას არ აძლევს, ხატოვნად რომ ვთქვათ, სულის საცავი ივსება და დგება მომენტი, როდესაც დაგროვილი ემოცია სხეულში გადადის და ფიზიკურ დაავადებებში ვლინდება.

ამერიკელმა ფსიქოლოგმა და ფსიქოსომატური დაავადებების აკადემიკოსმა ლესლი ლეკრონმა, ხანგრძლივი დაკვირვების შემდეგ, ფსიქოსომატური აშლილობის 7 ყველაზე გავრცელებული მიზეზი დაასახელა:


1. შინაგანი დისკომფორტი


სიტუაცია, როდესაც ადამიანს რაღაცის გაკეთების სურვილი აქვს, მაგრამ საზოგადოების აზრის, თუ დამკვიდრებული სტერეოტიპების გამო, შინაგან წინააღმდეგობას განიცდის. გარდა ამისა, სურვილის შესრულებაში ხელს, შეიძლება, გარკვეული კომპლექსებიც უშლიდეს. და მაშინ, ეს შინაგანი ბრძოლა, რომელიმე დაავადების სახით იჩენს თავს.


2. სხეულის ენა


ეს ის შემთხვევაა, როდესაც სხეული ენის ფუნქციას ასრულებს და ფიზიკურად ასახავს ადამიანის სათქმელს. მაგ., «ყელში ამომივიდა!» – ყელის არეში ხელის გასმით, «ჩემი გული ამას ვეღარ გაუძლებს!» – გულზე ხელის მიდებით და ა. შ. თუ ასეთი სიტუაცია ხშირად მეორდება, დაგროვილი, გამოუთქმელი ემოციები, ფსიქოსომატური აშლილობის მიზეზი ხდება.


3. პირადი გამორჩენის სურვილი


ამ კატეგორიას ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები განეკუთვნება. როდესაც ადამიანი, რაიმე სურვილის ასრულების მიზნით, ავად ხდება და ეს მოჩვენებითი ავადმყოფობა არ არის. შესაძლებელია, ადამიანს რამე პრივილეგიის მოპოვება ან ყურადღების ცენტრში ყოფნა უნდა და ამის მიღება, მხოლოდ ავად გახდომით შეუძლია და ის რეალურად ხდება ავად!



4. წარსულის გამოცდილება


ფსიქოსომატური აშლილობის მიზეზი, შეიძლება, წარსულში გადატანილი ფსიქოლოგიური ტრავმა იყოს — მაგ., რთული ბავშვობა. ეს შეიძლება, ეპიზოდური მოვლენა ყოფილიყო, ან ხანგრძლივი პროცესი, რომელიც მასზე აწმყოში ახდენს გავლენას.


5. იდენტიფიკაცია


ამ შემთხვევაში, დაავადების მიზეზი, შეიძლება ერთი ადამიანის მეორეზე ემოციური მიჯაჭვულობა, ამ ადამიანის დაკარგვის შიში იყოს. იმ შემთხვევაში, თუ ეს ადამიანი რამით არის დაავადებული, იგივე დაავადება, თუნდაც გადამდები არ იყოს, მეორე ადამიანსაც ემართება.


6. შთაგონება


თუ ადამიანი დარწმუნებულია, რომ რაღაც აწუხებს (რეალურად დაავადების არარსებობის პირობებშიც კი) და გამუდმებით ცდილობს საკუთარი ავადმყოფობის მტკიცებულების მოძებნას, ქვეცნობიერად, ის უკვე მზად არის ავადმყოფობისთვის, რაც ავად გახდომის რისკს მნიშვნელოვნად ზრდის.


7. თვითდასჯა


ეს დასჯა დაკავშირებულია რეალურ და ხშირ შემთხვევაში, წარმოსახვით დანაშაულთან, რომლითაც ადამიანი იტანჯება. თვითდასჯა ამსუბუქებს სინდისის ქენჯნას, თითქოს, გამოისყიდის მას. ადამიანის ასეთი ემოციური მდგომარეობის ფონზე, შესაძლებელია ნებისმიერი დაავადება განვითარდეს, როგორც ფსიქოსომატური, ისე ფიზიკური.


ფსიქოსომატური პრობლემები სრულიად რეალურად არსებობს და სტრესული სიტუაციების, ან ადამიანზე ფსიქოლოგიური ზემოქმედების და შევიწროების გამო ჩნდება. რაც შემდეგ, სხვადასხვა დაავადების სახით ვლინდება. მათ შორის არის:


1. ჰიპერტონია

2. წყლულოვანი დაავადებები

3. ბრონქიალური ასთმა

4. ნეიროდერმატიტი

5. ჰიპერთირეოზი

6. წყლულოვანი კოლიტი

7. რევმატოიდული ართრიტი

8. პანიკური აშლილობა და ძილის დარღვევა

9. ონკოლოგია

10. ინფარქტი 11. გაღიზიანებული ნაწლავების სინდრომი

11. სექსუალური აშლილობა

12. ჭარბი წონა

13. ანორექსია

14. ბულიმია და სხვა...


სტრესი შეიძლება, უფრო რთული გადასატანი იყოს ორგანიზმისთვის, ვიდრე მძიმე ფიზიკური შრომა. თუ გეშინიათ, სტრესით გამოწვეული, ჩამოთვლილი დაავადებიდან, რომელიმეთი დაავადების, ცოტაოდენი დრო დახარჯეთ, იმ ფაქტორების გასარკვევად, რომელსაც შეუძლია თქვენს ცხოვრებაში შფოთის გაზრდა.

თუ ამა თუ იმ დაავადების სიმპტომები გამოგივლინდათ, ექიმთან სრული კვლევა გაიარეთ. არ მისცეთ სტრესულ სიტუაციას, რომ ზემოქმედება გააგრძელოს თქვენს იმუნურ სისტემაზე და იმის შესაძლებლობა, რომ სტრესთან დაკავშირებული რომელიმე დაავადება გამოიწვიოს. გაარკვიეთ, რა ნაბიჯების გადადგმაა საჭირო, სტრესის ფაქტორის მართვისთვის, მანამდე, ვიდრე სტრესი დაამყარებს კონტროლს თქვენზე.


image

არხის სხვა სიახლეები:


* უფრო მეტი, ვიდრე კომპანია – სასარგებლო რჩევა Toyota–ს დამაარსებლისგან

* ადამიანები, მოვლენები, ფაქტები – ისტორიული ფოტოები, რომლებიც ნამდვილად გაგაოცებთ

* "სიკვდილის ანგელოზი" და მეცნიერები, რომლებმაც თავი ღმერთებად წარმოიდგინეს

* ჰიტლერის არაკომპეტენტურობა, თუ ტალახი და ყინვა? – რატომ დამარცხდა გერმანია?

* როგორ აპირებდა ნაცისტური გერმანია თავის მართლებას, ჩადენილი დანაშაულების გამო

* თანამედროვე ჯარის ეკიპირება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

* ახლო აღმოსავლეთი და ევროპა XVIII საუკუნეში – ის რამაც ჩვენამდე ვერ მოაღწია



1
145
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
145
  
2023, 11 თებერვალი, 23:00
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1