x
მეტი
  • 21.04.2024
  • სტატია:134429
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508505
ადამიანები, მოვლენები, ფაქტები – ისტორიული ფოტოები, რომლებიც ნამდვილად გაგაოცებთ
image


კაცობრიობის ისტორიაში, ნებისმიერ ეპოქაში, ყოველთვის ბევრი საინტერესო მოვლენა ხდებოდა, ხდება და მომავალშიც მოხდება. ხოლო, ფოტოგრაფიის წყალობით, შთამომავლებისთვის, უამრავი უნიკალური მომენტი იქნა აღბეჭდილი. აქ სწორედ, საოცარი ისტორიული ფაქტების და ფოტოების ნაკრებს გთავაზობთ:


არალეგალურ სპირტს ღვრიან «მშრალი კანონის» დროს. დეტროიტი, აშშ, 1929 წ.image


ბალის (მეჯლისის) კაბის ჩაცმის პროცესი. 1850-1860 წწ.
image

ყველაზე «ლამაზი» თვითმკვლელობა – 1947 წლის 1 მაისს, 23 წლის ეველინ მაკჰეილი ემპაირ სტეიტ ბილდინგის 86 სართულიდან გადმოხტა და ცათამბჯენის მახლობლად მდგარ, გაეროს ლიმუზინს დაეცა. ფოტოგრაფმა რობერტ უაილისმა გოგონას უსულო სხეული გადაიღო... და ფოტო მაშინვე ცნობადი გახდა.image


აშშ–ს საფოსტო განყოფილება 1913 – 1915 წწ. «საბავშვო ფოსტით» იყო დაკავებული – ბავშვები და ჩვილებიც კი, ფოსტით ისე იგზავნებოდნენ, როგორც ამანათები.image


ელინ ვაგნერი, ქალებისთვის ხმის უფლების მიცემის მოთხოვნის, 351 454 ხელმოწერის გვერდით დგას. შვედეთი, 1914 წ.image


მაღაროელები ლიფტში. ბელგია, 1904 წ.image


ტელეგრაფის, ელექტრო და სატელეფონო სადენები ქუჩაში. ნიუ-იორკი, 1888 წ.image


ოქროს კარიბჭეს ხიდის 50 წლისთავი – საზეიმო მსვლელობა. სან-ფრანცისკო, კალიფორნიის შტატი, 1987 წ. 24 მაისიimage

გასული საუკუნის დასაწყისში, ამერიკაში პოპულარული იყო, ე. წ. ცოცხალი სურათები. კონკრეტულად, ამ გამოსახულების შექმნაში 650 ოფიცერმა და ჯარისკაცმა მიიღო მონაწილეობა. ნიუ-მექსიკო, აშშ, 1915 წ.image

ცნობილი ამერიკელი მძარცველების – ბონის და კლაიდის ავტომობილი. ტეხასელმა რეინჯერებმა კრიმინალები ავტომობილში ჩაცხრილეს. ზედაპირის ნატყვიარების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, მანქანას 167 ტყვია მოხვდა და მის მგზავრებს, გადარჩენის შანსი ნამდვილად არ ჰქონდათ. ბიენვილი, აშშ, 1934 წ. 23 მაისი. image


სტომატოლოგია ძველ ეგვიპტეში
image


აღდგომის კუნძულის ქანდაკებები, მას შემდეგ, რაც მეცნიერებს სურვილი გაუჩნდათ, გაეგოთ, თუ რამდენად ღრმად არიან დამარხულნი.image

ექიმის კოსტიუმი შავი ჭირის ეპიდემიის დროს. 17-18 სს. (ნისკარტი ან მისი წვერი სავსე იყო მძაფრი სუნიანი სამკურნალო ბალახით, რომელიც სახიფათო გარემოში, სუნთქვას აიოლებდა).image


საიდუმლო ოთახები, მიტოვებულ საკანალიზაციო ჭებში. მილანი, იტალია.image


აღმოსავლეთ ბერლინელები მიემგზავრებიან დასავლეთ ბერლინისკენ, ბერლინის კედლის დანგრევის შემდეგ. 1989 წ.image


ომიდან დაბრუნებული მეომრები, «Queen Elizabeth»–ის გემბანი. ნიუ–იორკის ნავსადგური, 1945 წ.image


ოპერაცია – babylift. ვიეტნამში, ომის გამო, დაობლებული ბავშვების გადაყვანა აშშ–ში. 1975 წ.image


A VENDRE (იტ. იყიდება) – სიღარიბისა და შიმშილის გამო, არასასურველ ბავშვებს ყიდდნენ. იტალია 1940 წ.image

თავისუფლების ქანდაკების თავი, მარსის ველზე. პარიზი, 1878 წ.image

II მსოფლიო ომის დასრულებასთან დაკავშირებული ზეიმის შემდეგ. ნიუ-იორკი, 1945 წ. 14 აგვისტოimage

რომის პაპის პიუს XII შეხვედრა ჰიტლერთან. რომი, გასული საუკუნის 40–იანი წლების დასაწყისი. image



image

არხის სხვა სიახლეები:


* "სიკვდილის ანგელოზი" და მეცნიერები, რომლებმაც თავი ღმერთებად წარმოიდგინეს

* ჰიტლერის არაკომპეტენტურობა, თუ ტალახი და ყინვა? – რატომ დამარცხდა გერმანია?

* როგორ აპირებდა ნაცისტური გერმანია თავის მართლებას, ჩადენილი დანაშაულების გამო

* თანამედროვე ჯარის ეკიპირება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

* ძველი სამყაროს ოქროს ხანა და «ზღვის ხალხები». რატომ დაიღუპა უძველესი ცივილიზაცია?

* ყველაზე საინტერესო, ჩაის შესახებ და დაყენების ოფიციალური რეცეპტი

* იანვრის თვის საუკეთესო ფოტოები

* "მის სამყაროს" 71–ე კონკურსზე წარმოდგენილი, ყველაზე შთამბეჭდავი კოსტიუმები



1
1038
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
1038
  
2023, 4 თებერვალი, 23:32
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1