ფოტოგრაფია რატომ გაშიშვლდა ბელჰაუსში ნიცა ნიკიჩენკო 2019, 11 მარტი, 14:18 ![]() სუპერ სანახაობრივი იყო ავეჯის სახლ BELHOUSE-ის შოურუმები 2 კვირის განმავლობაში. კომპანიის მიერ გამოცხადებულმა ფოტოკონკურსმა, ყველა მოლოდინს გადააჭარბა. ათეულობით ფოტოსესიას შორის განსხვავებული ნიცას და გიორგის ფოტოები იყო. გოგონამ კონკურსის მოგება შიშველი სხეულის დახმარებით გადაწყვიტა და გამარჯვებამდე სულ ცოტა დააკლდა. ![]() კონკურსის გამარჯვებული კი საოჯახო ფოტო გახდა. ცნობილი ბლოგერი წყვილი გათამაშებაში თავიდანვე ფავორიტად მოიაზრებოდა. სალი წვერავას და გიორგი ჯობავას ოჯახურმა ფოტომ ათასობით მოწონება დაიმსახურა და კომპანიისგან სუპერსაჩუქარიც დამსახურებულად მიიღო. ![]() BELHOUSE-ის გადაწყვეტილებით კონკურსის მონაწილე მესამე ადგილოსანიც არ დარჩა უსაჩუქროდ. სამოქალაქო აქტივისტი გიგა მაქარაშვილი ფოტოზე მეწყვილეს გარეშე იყო და საკმაოდ დიდი კონკურენციაც გაუწია ლიდერებს, თუმცა საბოლოოდ მესამე ადგილს დასჯერდა და ახლა BELHOUSE-ის ახალ საწოლში სძინავს ![]() BELHOUSE-ის მარკეტინგის დეპარტამენტში უკვე აანონსებენ კიდევ ერთ მსხვილ კონკურსს, სადაც მონაწილეობას პროფესიონალი ფოტოგრაფები მიიღებენ. 3423 2-ს მოსწონს
|