x
მეტი
  • 16.04.2024
  • სტატია:134330
  • ვიდეო:352492
  • სურათი:508412
ჰიტლერის არაკომპეტენტურობა, თუ ტალახი და ყინვა? – რატომ დამარცხდა გერმანია?

გერმანული გაზეთის Die Welt–ის წამყვანმა ჟურნალისტმა იოჰან ალტჰაუსმა (Johann Althaus) II მსოფლიო ომში, გერმანიის სსრ კავშირთან მარცხის მთავარი მიზეზი განსაზღვრა. მისი აზრით, ნაცისტური გერმანია თვითსიცრუის მდგომარეობაში იმყოფებოდა და საკუთარი ძალების შეფასებაში შეცდომა დაუშვა.

ჟურნალისტი თვლის, რომ ევროპაში ვერმახტის სწრაფი გამარჯვება, რაიხის ხელმძღვანელობის მიერ, არასწორედ იყო ინტერპრეტირებული. რეალურად, გერმანიის ევროპაში გამარჯვება, კარგად გააზრებული გეგმის კი არა, «წარმოუდგენელი შემთხვევითობის და მოწინააღმდეგეების შეცდომების» შედეგი იყო. ამასთან, გერმანიის ეკონომიკამ, სსრ კავშირის «შეუზღუდავ რესურსებს», უბრალოდ ვერ გაუძლო.


image


აქვე გთავაზობთ გერმანის, სსრ კავშირთან მარცხის მთავარ მიზეზებს, რომელიც გერმანელმა ისტორიკოსებმა და სამხედრო ექსპერტებმა დაასახელეს:


ჰიტლერის არაკომპეტენტურობა


გერმანელი ისტორიკოსების უმეტესობა აცხადებს, რომ გერმანიის დამარცხების მიზეზი, ცალკეული შეცდომები კი არა, პოლიტიკური და სამხედრო გეგმების ავანტიურული ხასიათი იყო. მათი აზრით, «ჰიტლერის მიერ დასახული მიზანი, მის ხელთ არსებული, სამხედრო და ეკონომიკურ საშუალებებს ბევრად აღემატებოდა».
საკუთარ მემუარებში, ომში დამარცხების მთავარ დამნაშავედ, ჰიტლერს მიიჩნევენ გერმანული არმიის ყოფილი მთავარსარდლებიც. ასე, მაგ., ვერმახტის გენერალ–ლეიტენანტის, გერმანული ჯვრის კავალერის ვალტერ შარლ დე ბოლიეს აზრით, «ომის დასაწყისში, გარკვეული სტრატეგიული მიზნის არ არსებობამ» და «ფიურერის მერყეობამ, არჩევანის გაკეთებისას, მოსკოვსა და ლენინგრადს შორის», გერმანელებს, პირველ თვეებში, წარმატების მოპოვების შესაძლებლობა ხელიდან გააშვებინა.

ერთის მხრივ, გასაგებია, გერმანელი გენერლების, წაგებული ომის გამო პასუხისმგებლობის თავიდან არიდების სურვილი. თუმცა, მეორეს მხრივ, არ შეიძლება იმ როლის უგულებელყოფა, რაც ჰიტლერმა, სსრ კავშირის წინააღმდეგ, ომის მომზადების და მსვლელობის დროს შეასრულა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მოსკოვის მისადგომებთან, გერმანული არმიის მარცხის შემდეგ, ფიურერმა ვერმახტის ხელმძღვანელობა საკუთარ თავზე აიღო.


ტალახი და ყინვა


სამხედრო ისტორიკოსი და გენერალ–მაიორი ალფრედ ფილიპი აღნიშნავდა, რომ გერმანელ გენერლებს გათვალისწინებული ჰქონდათ იმის შესაძლებლობა, რომ მათ ბრძოლა უგზოობის პირობებში მოუხდებოდათ: მაგ., პირველი ტალღის ქვეით დივიზიაში, ძირითადი გამწევი ძალა ცხენი იყო. გერმანულ წყაროებს თუ დავუჯერებთ, მათი რიცხვი, 5 ათასამდე იყო. ამასთან, მაღალი იყო მოტორიზაციის დონეც – არსენალში, ცხენების გარდა, იყო – 394 მსუბუქი და 615 სატვირთო ავტომობილი, 3 ჯავშანტრანსპორტიორი და 527 მოტოციკლეტი.
თუმცა, გერმანელების გეგმა, სსრ კავშირის დაპყრობასთან დაკავშირებით, თავიდანვე ჩავარდა. გერმანელი გენერლები, კიევის აღების შემდეგ, მზად იყვნენ გეზი მოსკოვისკენ აეღოთ, მაგრამ ბევრი შენაერთი ჭაობში ჩაეფლო, რამაც წითელ არმიას მოსკოვის დაცვის გაძლიერების საშუალება მისცა.

ვერმახტის წინსვლის შენელების კიდევ ერთი მიზეზი, გერმანელებისთვის უჩვეულო ყინვები იყო, რომელიც 1941 წლის ნოემბერში დაიწყო. სიცივე მხოლოდ ჯარისკაცებზე კი არა, ტექნიკაზეც მოქმედებდა: თოფებში, ავტომატებში და ტყვიამფრქვევებში საცხი იყინებოდა, ხოლო ზარბაზნებში ჰიდრო სითხე დედდებოდა. გარდა ამისა, ყინვაში, ავტომობილების სამუხრუჭე სისტემებიც არ ფუნქციონირებდა.


ადამიანური რესურსი


უკვე 1941 წლის აგვისტოში, გენერალი ფრანც გალდერი წერდა, რომ გერმანიამ სსრ კავშირის ძალები სწორედ ვერ შეაფასა... და აქ საუბარი ცოცხალ ძალაზე კი არ იყო (ომის დასაწყისში, ის არც ყოფილა), არამედ იმ სულისკვეთებაში, რომელსაც წითელი არმიის მეომრები იჩენდნენ.

არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო ისიც, რომ სსრ კავშირმა მთელი თავისი რესურსი მტრის წინააღმდეგ მიმართა, რისი გაკეთების საშუალებაც გერმანიას არ ჰქონდა. გარდა ამისა, უნდა აღინიშნოს, რომ მესამე რაიხის ხელმძღვანელობამ დიდი შეცდომა დაუშვა, როდესაც სსრ კავშირთან ომის დაწყების წინ, აღმოსავლეთის ფრონტზე, 205 გერმანული დივიზიიდან, მხოლოდ 145 გაგზავნა, ხოლო დანარჩენი – დასავლეთით: პირველ რიგში, ისინი ნორვეგიაში, დანიაში და ბალკანეთში გადაისროლა, სადაც 38 დივიზია ზედმეტი აღმოჩნდა.

ომის მსვლელობაში, ძალთა გადანაწილების ასპექტში, გერმანული სარდლობის კიდევ ერთი შეცდომა გამოვლინდა. სამხედრო–საჰაერო ძალების რაოდენობა, მეომრების საერთო რაოდენობის, დაახლოებით, 20% შეადგენდა. გარდა ამისა, 1 მლნ. 700 ათასი სამხედრო პირიდან, რომელიც ამ განყოფილებაში ირიცხებოდა, ავიაციასთან უშუალო შეხება მხოლოდ 1 მლნ. 100 ათას ადამიანს ჰქონდა –დანარჩენი, დამხმარე პერსონალი იყო.



ომის მასშტაბი


გერმანიას და სსრ კავშირს შორის კონფლიქტის გამორჩეული ნიშანი, მისი უდიდესი მასშტაბი იყო. 1941 წლის შემოდგომიდან – 1943 წლის შემოდგომამდე, საბჭოთა–გერმანული ფრონტის ხაზი 3800 კმ–ზე ნაკლები არასდროს ყოფილა. ამასთან, გერმანულ არმიას, სსრ კავშირის ტერიტორიაზე, 2000 კმ–ზე მეტი მანძილის გავლა მოუწია.
როგორც გენერალ-ფელდმარშალმა ევალდ ფონ კლაისტმა აღიარა, გერმანია ხანგრძლივი ომისთვის მზად არ იყო. მისი აზრით, ყველაფერი შემოდგომის დაწყებამდე უნდა დასრულებულიყო. ხოლო, აღმოსავლეთის ფრონტზე წარუმატებლობის მთავარი მიზეზი ის იყო, რომ «გერმანელი მეომრები იძულებულები გახდენენ, უზარმაზარი სივრცეები, ხელმძღვანელობის მოქნილი გეგმის გარეშე გადაელახათ».


გერმანული გენერალიტეტის შეცდომები


თუ მასშტაბურ შეცდომებზე ვისაუბრებთ, გერმანელი ისტორიკოსების და სამხედრო ექსპერტების აზრით, ასეთი 3 იყო:

I. 1941 წლის ზაფხულის კომპანია მკაფიოდ განსაზღვრული მიზნის და შეტევის სტრატეგიის ერთიანი ხედვის გარეშე დაიწყო. გენერალურ შტაბს მთავარი დარტყმის მიმართულება წინასწარ განსაზღვრული არ ჰქონდა, რის გამოც, «ჩრდილოეთის» არმიის ჯგუფმა ლენინგრადთან «დაამუხრუჭა», ხოლო «სამხრეთის» არმიამ როსტოვთან, «ცენტრი» კი, საერთოდ, მოსკოვის მიმართულებით გადაისროლეს.

II. კატასტროფული შეცდომები იყო დაშვებული მოსკოვზე შეტევის დროს – იმის ნაცვლად, რომ 1941 წლის ნოემბერში, მიღწეული პოზიციების დროებით დაცვაზე გადასულიყვნენ და დამატებით ძალებს დალოდებოდნენ, ვერმახტმა ძირითადი ძალები დედაქალაქის აღებაზე მიმართა. შედეგად, გერმანულმა არმიამ, ზამთრის პერიოდში, 350 ათას მეომარზე მეტი დაკარგა. წითელმა არმიამ გერმანელების შეტევები მოიგერია, ხოლო გერმანელები არმის ბრძოლისუნარიანობის ხარისხი მნიშვნელოვნად შემცირდა.

III. 1942 წლის ზაფხულში, გერმანულმა სარდლობამ საკუთარი არმიის მთავარი ძალები კავკასიაში გადაისროლა, რითაც სტალინგრადთან საბჭოთა ჯარების წინააღმდეგობის დონე ვერ შეაფასა. არა და, სტალინგრადი სტრატეგიული მიზანი იყო, მისი აღების შემთხვევაში, გერმანია კავკასიას, დანარჩენი ქვეყნისგან იზოლაციაში მოაქცევდა, რითაც სსრ კავშირის მრეწველობას ბაქოს ნავთობზე წვდომას შეუზღუდავდა.

როგორც გენერალ–მაიორმა ჰანს დოერმა აღნიშნა, «სტალინგრადი, ომების ისტორიაში, სამხედრო სარდლობის და ქვეყნის ხელმძღვანელობის მიერ, ოდესმე დაშვებულ, ყველაზე დიდ შეცდომად უნდა შევიდეს, რომელმაც არმიის ცოცხალ ორგანიზმს უდიდესი დარტყმა მიაყენა».


P. S. აქ ჩამოთვლილი მიზეზების გარდა, იყო კიდევ ერთი, რომელმაც მნიშვნელოვანი გავლენა იქონია II მსოფლიო ომის შედეგზე – ეს ნარკოტიკები იყო.

ადოლფ ჰიტლერი ისტორიაში ფანატიკოს დიქტატორად შევიდა, რომელიც ხშირად დაუფიქრებელ, სპონტანურ გადაწყვეტილებებს იღებდა. მაგრამ, ცოტამ თუ იცის, რომ ის ნარკომანი და მთელ რიგ პრეპარატებზე (კოკაინი, მორფინი, ამფეტამინი...) წამალდამოკიდებული იყო.

ის რომ ჰიტლერს პრობლემა ჰქონდა ნარკოტიკებთან დაკავშირებით, ცნობილი მას შემდეგ გახდა, რაც გერმანიაში ნორმან ოლერის (Norman Ohler) წიგნი «ნარკოტიკების გამოყენება ნაცისტურ გერმანიაში» გამოიცა. უნდა აღინიშნოს, რომ მხოლოდ ფიურერს კი არა, მთელი III რაიხი და ვერმახი ნარკოტიკებზე «იჯდა». გერმანიის ხელისუფლების უმაღლეს ეშელონებში გამუდმებით მოიხმარდნენ ნარკოტიკებს, განსაკუთრებით II მსოფლიო ომის წლებში. გაგრძელება >>>


image

არხის სხვა სიახლეები:


* ჰიტლერს ტყუილად ლანძღავენ?! ის დამნაშავე არ ყოფილა!

* როგორ აპირებდა ნაცისტური გერმანია თავის მართლებას, ჩადენილი დანაშაულების გამო

* თანამედროვე ჯარის ეკიპირება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

* მეტად უცნაური ფაქტები ძველი რომის შესახებ

* რუსეთ–უკრაინის ომის დასრულების სავარაუდო თარიღი უკვე ცნობილია

* ძველი სამყაროს ოქროს ხანა და «ზღვის ხალხები». რატომ დაიღუპა უძველესი ცივილიზაცია?

* ყველაზე საინტერესო, ჩაის შესახებ და დაყენების ოფიციალური რეცეპტი

* იანვრის თვის საუკეთესო ფოტოები



1
856
1-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
856
  
2023, 3 თებერვალი, 23:00
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სექსის გაცნობის საუკეთესო საიტზე --- www.Top24.pw
0 1 1