x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
მარმარილოს კენკრა – ყველაზე საოცარი მცენარე მსოფლიოში

აფრიკის ტყეებში საოცარი კენკრა (Pollia condensata) იზრდება, რომელსაც ყველაზე კაშკაშა ლურჯი ფერი აქვს ბუნებაში. საკვირველი კი ის არის, რომ მცენარე არ შეიცავს ლურჯ პიგმენტს! მაშინ, რაში მდგომარეობს ასეთი ფერის საიდუმლო?

Pollia condensata-ს ნაყოფი, რომელიც პატარა საშობაო დეკორაციებს მოგვაგონებს, მრავალწლიანი მცენარე და ასევე ცნობილი მარმარილოს კენკრის სახელით. მისი სიმაღლე 1 მ–ს არ აღემატება. ნაყოფს მტევნის სახე აქვს და თითოეული 40–მდე მარცვალს შეიცავს.


imageმარმარილოს კენკრა (Pollia condensata)


2012 წელს დიდი ბრიტანეთის მეცნიერებმა გამოაქვეყნეს კვლევა, რომელიც ახსნილი იყო ამ მცენარის ბრწყინვალების და ფერის საიდუმლო: მცენარეების უმრავლესობის ფერს, როგორც ცნობილია, პიგმენტები განსაზღვრავს. მაგრამ, მარმარილოს კენკრას შემთხვევაში, ასე არ არის.

გარდა ამისა, პიგმენტები, დროთა განმავლობაში, იშლება... შედეგად, ფერიც ხუნდება. მარმარილოს კენკრას კი, ფერის შენარჩუნება, ათწლეულების მანძილზე შეუძლია, რადგან მისი პიქსელური ფერი სტრუქტურული არის. მტკიცებულებად, კვლევის ავტორებმა 1974 წ. განაში მოკრეფილი ნაყოფი წარმოადგინეს, რომელიც ახალმოკრეფილისგან, არაფრით განსხვავდებოდა.


image


კვლევის თანახმად, კენკრის გლუვი ზედაპირი სარკესავით ირეკლავს. ხოლო, ზედაპირის ქვემოთ, სპეციალური უჯრედების რამდენიმე ფენა, რომელიც ცელულოზის ბოჭკოებისგან შედგება. ეს ფენები აირეკლავენ სინათლის გრძელ ტალღებს. ამასთან, თითოეული ფენა ოდნავ შებრუნებულია და სპირალისებურ სტრუქტურას ქმნის. როდესაც სინათლე ზედა ფენას ეცემა, მისი ნაწილი აირეკლება, ხოლო დანარჩენი, მასში გადის. ამის შემდეგ, ეს სინათლე დანარჩენ ფენებში იფილტრება. ყოველ ფენაში არეკლილი სინათლე, განსაკუთრებულად კაშკაშაა და გაჯერებულ ფერს ქმნის, ეფექტის წყალობით, რომელიც ბრაგის ანარეკლის სახელით არის ცნობილი.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ეს მბზინავი კენკრა არ იჭმევა. მის კანქვეშ მხოლოდ კურკებია. სწორედ ეს არის მიზეზი, რომ ნაყოფი წლების მანძილზე არ ფუჭდება. რაც შეეხება გამრავლებას, კენკრას ფრინველები ჭამენ და მის თესლს ავრცელებენ.


image

არხის სხვა სიახლეები:


* ადამიანები, მოვლენები, ფაქტები – ისტორიული ფოტოები, რომლებიც ნამდვილად გაგაოცებთ

* "სიკვდილის ანგელოზი" და მეცნიერები, რომლებმაც თავი ღმერთებად წარმოიდგინეს

* ჰიტლერის არაკომპეტენტურობა, თუ ტალახი და ყინვა? – რატომ დამარცხდა გერმანია?

* როგორ აპირებდა ნაცისტური გერმანია თავის მართლებას, ჩადენილი დანაშაულების გამო

* თანამედროვე ჯარის ეკიპირება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

* ძველი სამყაროს ოქროს ხანა და «ზღვის ხალხები». რატომ დაიღუპა უძველესი ცივილიზაცია?

* ახლო აღმოსავლეთი და ევროპა XVIII საუკუნეში – ის რამაც ჩვენამდე ვერ მოაღწია



0
121
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
121
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0