საზოგადოება კიბოს გამო დაკარგული თვალის ნაცვლად ნათურა! 2023, 31 იანვარი, 8:34 ბრაიამ სტენლიმ, სამხრეთ კალიფორნიიდან, კიბოს გამო თვალი დაკარგა. ინჟინერმა გადაწყვიტა თავისი უბედურება გასართობად, აგრეთვე ანგარებისა და პოპულარობისთვის გამოეყენებინა - მან თვალის ბუდეში ნათურა მოითავსა. დიახ ნამდვილი ნათურა და ახლა ბრაიანს ათი ათასობით ლაიქი და გამომწერი ჰყავს სხვადასხვა სოცქსელებში, სადაც მომხმარებლები მას ტერმინატორს და კანოს პერსონაჟს ადარებენ ფრანშიზიდან "Mortal Kombat". გაიცანით, ბრაიან სტენლი. მან შეიმუშავა ტიტანის პროთეზი, რომელშიც ჩვეულებრივი ნათურა მოათავსა. თავის კიბერ-პროთეზს ბრაიანმა Titanium Skull Lamp უწოდა, რომელიც ითარგმნება, როგორც "თავის ქალის ტიტანის ნათურა". ასე გამოიყურება ავტორი ჩართული ნათურით. იგი ამბობს, რომ თავისი მოწყობილობა დამუხტვის შემდეგ 20 საათი მუშაობს, ამასთან საერთოდ არ ცხელდება. სინათლე იქ ეცემა, სადაც ბრაიანი იყურება, ამიტომ ნათურა საკმაოდ მოხერხებულია. სინათლე სენსორების საშუალებით ირთვება. მის ჩასართავად სენსორთან ერთხელ მიახლოებაა საჭირო, გამოსართავად ორჯერ. ბრაიანის თქმით, მოწყობილობის გამოყენებით ძალიან მოხერხებულია სიბნელეში წიგნის კითხვა. ჩვეულებრივი განათების გარდა სტენლი სხვადასხვა გასართობ დიზაინებს იგონებს. მაგალითად, გასულ წელს ჰელოუინზე მან ასეთი პროთეზები გააკეთა. იყო ასევე, ჯეკ სკელინგტონის დიზაინიც მულტფილმიდან "კოშმარი შობის წინ" (1993). პოკებოლის სტილში. ნარუტო "შარინგანის" სტილი. პოპ-კულტურის გარდა, ბრაიანი ამზადებს უნიკალური დიზაინების პროთეზებსაც, თუმცა ასეთი ეგზემპლარები არ ანათებს. გადახედეთ სხვა სტატიებს:ადამიანები, რომლებსაც ჯობდა, კარგად გაეაზრებინათ, უღირდათ ასეთი ტატუს გაკეთება? ბავშვების ფოტოები, რომლებიც ისევ ამტკიცებს, რომ მათი მარტო დატოვება 5 წუთითაც არ შეიძლება ტატუს წარუმატებელი "ხელოვნების ნიმუშები" ბოდიბილდერი ქალბატონები სცენაზე და ცხოვრებაში "მშობელს რკინის ნერვები უნდა ჰქონდეს" - ფოტოები ამ ადამიანებმა თავის თავზე საშიში ექსპერიმენტები ჩაატარეს, მაგრამ მნიშვნელოვანი რამ დაამტკიცეს მსოფლიოს საინტერესო ადგილები, რომელიც ღირს, ფოტოებზე მაინც აუცილებლად რომ ნახოთ ტუალეტისა და სააბაზანოს დეკორის ძალიან "მაგარი" (და სასაცილო) იდეები 132 1-ს მოსწონს |