x
image
თუთიკო ბერძენა
იაგო კაჭკაჭიშვილი: "მოწოდება „მე ვარ ქართველი და არავითარი მაშასადამე“ უბრალოდ იზოლაციონიზმი კი არ არის, არამედ, ევრაზიულ კავშირში გამწესება, რაც რუსეთის კოლონიურ სივრცეში დაბრუნების ტოლფასია"
image

სოციოლოგიის პროფესორი, სოციოლოგიისა და სოციალური მუშაობის მიმართულების ხელმძღვანელი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე, სოციალურ ქსელ ფეისბუკში ქართული საზოგადოების ორიენტაციის ორ ალტერნატივაზე საუბრობს.


„მე ვარ ქართველი და, მაშასადამე, ევროპელი“ ეს იყო თანამედროვე საქართველოს პოლიტიკური (გნებავთ, კულტურული) დისკურსის სლოგანური გამოხატულება, რომელიც აქამდე არ გადასინჯულა.


დღეს ამ სლოგანს გაუჩნდა ალტერნატივები: „მე ვარ ქართველი და არავითარი მაშასადამე“, ან „მე ვარ ქართველი და, მაშასადამე, მხოლოდ ქართველი“ და ა.შ.



ვინმე იტყვის, რომ ეს დემოკრატიის, კერძოდ, სიტყვის თავისუფლების გამოხატვაში ჯდება. რომ ჯდება, სწორედ ამაშია საქმე: საზოგადოებაში თანდათან ამკვიდრებენ აზრს, რომ საქართველოს ევროპის (ზოგადად, დასავლეთის) მოკავშირეობა არ სჭირდება. ამაზე მუშაობს დღეს ხელისუფლების პროპაგანდა, თავისი მედიითა და კონფორმისტი ექსპერტებით. ზოგჯერ ეს ანტიევროპული პროპაგანდა შენიღბულია.


მაგალითად, ამბობენ, რომ საქართველოს არა ასეთი, არამედ ნამდვილი ევროპა სჭირდება (თითქოს ეს „ნამდვილი“ ევროპა სადღაც არსებობს, როგორც დაჩაგრული და უნდა გამოიხსნას ვინმემ), ან იშველიებენ ილიას ფრაზას „ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნეს“ (თითქოს ეს ფრაზა იზოლაციისკენ მოწოდებას ნიშნავს) და ა.შ.



საბოლოო ჯამში, მოწოდება „მე ვარ ქართველი და არავითარი მაშასადამე“ უბრალოდ იზოლაციონიზმი კი არ არის (იზოლაციაში დღეს მეგა სახელმწიფოებიც კი არ/ვერ არსებობენ), არამედ, მაგალითად, ევრაზიულ კავშირში გამწესება, რაც რუსეთის კოლონიურ სივრცეში დაბრუნების ტოლფასია", - წერს თანამედროვე საქართველოს დიდი მეცნიერი იაგო კაჭკაჭიშვილი საკუთარ ფბ კედელზე.



მართლაც დასაფიქრებელია, თუმცა ადამიანებს ღრმად დაფიქრებისა და გაანალიზებისთვის აღარ სცალიათ იმდენად მოიცვა მათი დრო ლუკმა-პურის შოვნახე დამარქაფებამ. მეორეც, კოგნიტური სიზუნწე სჭირთ ადამიანთა დიდ ნაწილს - გონების სიზარმაცე, რომელიც უპირობოდ და გაუაზრებლად იღებს იმას, რასაც უმრავლესობა ჩასძახებს და ეს მეორე მიზეზი ასევე აიხსნება იმითაც, რომ ადამიანთა დიდი ნაწილი დაღლილობისგან გაკონფორმისტდა.



4
169
1-ს მოსწონს
2-ს არა
ავტორი:თუთიკო ბერძენა
თუთიკო ბერძენა
169
  
2023, 26 იანვარი, 8:58
საქართველო არის ევროპა თავისი ისტორიით და ღირებულებებით,ხოლო თავად "თქვენი ევროპა" დეგრადირებული ხალხის მასა,სადაც ნეოფაშიზმი იკიდებ ფეხს. ფაშიზმის და ნაციზმის ადგილი არ არის საქართველოში,არც არასოდეს ყოფილა და არც იქნება. აქვე განმარტება,ადამიანის მიმართ გამოხატული ზიზღი მისი ევროვების გამო არის ნაციზმი და ეს არის ის,რაც ამოძარვებს ე.წ. ცივილიზებულ სამყაროს. მნიშვნელობა არ აქვს ეს ვის მიმართ ხორცილედება,რახან რუსი მტერია,არ ნიშნავს რო ნაციზმის მოტრფიალენი უნდა ვიყოთ. ქართველს ჯერ ღირსება გააჩნდა და მერე დანარჩენი,ქართველთა კოლექტიური მეხსიერება უარყოფს ნაციზმს,როგორც კომუნიზმს,როგორც ჯვაროსანთა ბრძოლებს და როგორც ინდულიგენციას. კი ბატონო,"ევროპას"აქვს ფული და ჩვენ არა,მარა იუდასაც ქონდა ფული დანარჩენ 11 შედარებით,ის მოღალატედ იქცა და სხვები არა. ფული კარგია,მარა ყველაფერი არ უნდა იკადრო ამისათვის,ნუ ვიქნებით იუდა და ნუ გავყიდით ქვეყანას 30 ვერცხლად. ეს ყველას გეხებათ,ევროპის მოტრფიალეებსაც და რუსეთუმეებსაც.
2023, 26 იანვარი, 8:48
და მაინც,რას გვიქადის "ევროპა" და რა მივიღეთ,2008 წელი და წამგებიანი ხელშეკრულება გაიხსენეთ,როგორ გაგვიჩალიჩა სარკოზიმ და როგორ მოხდა რო რუსეთი არ ასრულებს ამ ხელშეკრულებას. საერთაშორისო წესების და კანონების დამრღვევებს ოლიმპიადები უტარეს,მსოფლიო თასი და ათასი ტურნირი კიდევ,ხოდა კიდევ ქართველი არის დამნაშავე იმაში,რომ თქვენი ევროპა არ სურს? უფრო მეტს გეტყვით,ჩემპიონთა თასის ფინალიც დაგეგმილი იყო პეტერბურგში და წელს კი,უეფას სუპერთასი უნდა გამართულიყო,რაც აღარ გაიმართება და ეს გუშინ გადაწყდა.არ მოგეჩვენათ,უკრაინის ომიდან 11 თვის შემდეგ ე.ი. რუსეთს რო შეეწყვიტა ომი 2022 წელს,მაშინ ეს ტურნირი ჩატარდებოდა. მავანი იტყვის,რომ სპორტულ ტურნრებს რა მნიშვნელი აქვსო და ის მნიშვნელი აქვს,რომ მილიარდების შოვნა არის შესაძლებელი ამით. მაგალითისთვის,2006 წელს,როცა გერმანიაში ჩატარდა მსოფლიო თასი,გერმანიის ეკონომიკა 20 მილიარდით გაიზარდა ერთ თვეში. ესეთ თქვენი ფული,რომლითაც რუსეთი ბომბებს ყრის უკრაინაში. სირცხვილია,როცა სწორ პოზიციას აბულინგებთ და ფაქტები არ მოგყავთ,რითაც თქვენს ვითომ სიმართლეს დაამტკიცებთ. საქართველოს არც ევროპა ყავდა და არც ამერიკა,ხოდა ჩვენ აქ ვართ და ისევ ვიქნებით. რუსეთზე დიდი იმპერიები მოგვინელებია და მოვინელებთ ისევ,თან ისეთები ათი ათასს კაცს რო მტკვარში ყრიდნენ,მაგრამ ჩვენ აქვ ვართ. ბიზანტია იყო მაშინ და რომი,რომელიც ჩვენი ჩაყლაპვით იმუქრებოდნენ და აქეთ არაბეთი ან თურქთა ტომები,მაშინაც იყვნენ ალბათ თქვენაირები,რომლებიც არაბთა აგენტებს ეძახდნენ იმ ხალხს,ვისაც ბიზანტია ან რომი არ სურდათ(რომში იგულისმხება გერმანული ბარბრაოსების მიერ შექმნილი ყველა ქვეყანა),მაგრამ ჩვენ ისევ აქვ ვართ. ბიზანტიაც მიიჯირყვნა,თურქეთა ტომებიც და არაბებიც. მონღლლებიც მოვიდნენ და გავა*მეინეთ აქედან,რუსებმა კი არადა,კიევის რუსეთმა ვერ გაა*მეინა და კი არიან მონღოლები.ამიტომ საკუთარი ისტორია წაიკითხეთ ჯერ,გაიაზრეთ და მერე გვამუნათეთ,თუ კიდევ გექნებათ სურვილი.
2023, 26 იანვარი, 8:32
ასეთ ხალხს რო მეცნირებს ვეძახით და უნივერსიტეტბში ვუშვებთ,ამიტომაც ვართ ტრ... ერთი ვიცი კიდევ,ბევრი წიგნი რო აქვს წაკითხული და ვერაფერი გაგებული,ლიტერატორს რო ეძახიან და სტუდენტებთან უშვებენ,ეს არის ერის დეგრადაცია. დაველოდებით,როდის გამოაგორებთ ახალ "პროგრესულად" მოაზროვნეს და როდის დაგვამუნათებთ. დიახ,დემოკრატია არის მიზეზი იმის,რომ იმ ლიტერატორს და ამ მეცნიერს მხრებზე თავი რო აქვთ კიდევ და ბევრს კიდევ.

თქვენი ნება არის,იყავით მეორე ხარისხოვნები და მიბრძანდით იქ,სადაც არავის უნდიხართ. მერამდენჯერ შეეტენეთ იმ "ევროპას" და მერემდენჯერ მიიღეთ ხვიშტი? ჯერ სად ხართ,ასე იცის საკუთარის არ დაფაებამ და გმობამ. "მე ვარ ქართველი,მაშასადამე ვარ ევროპელი" არის ბოდვა,რადგან საქართველო იყო პირველი ევროპა,არ საჭიროებს ასეთ სიტყვათა ბრახუნს. ჯერ არსებობდა საქართველო,როგორც პირველი ევროპული ცივილიზაცია და მერე ის ევროპა,რასაც ასე აღტაცებით ეტენებით. რაღაცა რო წაგეკითხათ მიხვდებოდით ან წაიკითხეთ და ვერაფერი გაიგეთ. საქართველო ყოველთვის ევროპა იყო და ისეთ თვისებებს ავლენდა ქართველი,რომელიც ეხლაც სანატრელი აქვთ "ევროპებში" და ეს თუ არ იცი,მაშინ რაზე საუბრობთ ან წაიკითხეთ. ადამიანების უფლებების დაცვა გინდა თუ სხვისი საკუთრების პატივისცემა. დასავლეთ ევროპის სახელმწიფოები უსამართლობით გამდიდრდნენ,კოლონიისტური პოლიტიკით და ადამიანების ხოცვის ხარჯზე,რასაც ისევ აგრძელებენ. თუ ერს ან ადამიანს არ სურს მათთან ე.ი. აზროვნებს და კარგად იცის,რა არის ევროპა დღეს და ის დიდად არ განსხვავდება რუსეთისგან. ერთი განსხვავება არის ის რო უფრო ბრჭყვიალა არის და როგორს აკაკიმ გვითხრა,შარბათს გვასმევენ ბლომად და გვაბოლებენ. კომუნიზმი და ფაშიზმი შუაგულ ევროპაში დაიბადა,მერე განვითარდა და მილიონობით ადამიანი შეიწირა. ნეოფაშიზმიც ევროპაში აღზევდება,არა ჩვენთან,არამედ დასავლეთ ევროპაში.
2023, 26 იანვარი, 7:15
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 4