x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
"ჰოდა კიდევ, ორჯერ მიმიფურთხებია მე თქვენი ორმაგი სტანდარტებისთვის" - ზვიად ავალიანი
image

ჟურნალისტი ზვიად ავალიანი პოსტ-ტვ-ის ჟურნალისტის, ნათია ბერიძის მიერ ფილოლოგ ლევან ბერძენიშვილის შეურაცხყოფას ეხმაურება და წერს.


"ესე იგი რა ხდება ახლა: ლევან ბერძენიშვილს თურმე აქვს უფლება გალანძღოს ყველა და ყველაფერი, შეგვიგინოს მკვდარი და ცოცხალი, მოღალატეებად და აგენტებად გამოაცხადოს არა მხოლოდ ისტორიული ფიგურები, არამედ ამჟამად მცხოვრები ადამიანებიც (მაგალითად, კათალიკოს-პატრიარქი ილია) მაგრამ თავად ლევან ბერძენიშვილის გალანძღვა თურმე უკულტურობაა.


ჰოდა იცით რას გეტყვით ბატონებო? მიმიფურთხებია მე თქვენი ნეოლიბერალური კულტურისთვის. ბოლოს და ბოლოს, რა კერპები და ღმერთებიც გყავთ, ზუსტად იმ მასშტაბის კულტურა შექმენით ბოლო 30 წლის განმავლობაში.



ჰოდა კიდევ, ორჯერ მიმიფურთხებია მე თქვენი ორმაგი სტანდარტებისთვის, სადაც საქართველოს მოქალაქის პრეზერვატივზე გამოსახვა თურმე გამოხატვის თავისუფლებაში ჯდება, მაგრამ ლევან ბერძენიშვილს თურმე არავინ შეიძლება უთხრას ის, რასაც მასზე საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა ფიქრობს. წადით ახლა და მიჩივლეთ სტრასბურგში" - წერს ავალიანი.



შეგახსენებთ, ჟურნალისტმა ნათია ბერიძემ ფილოლოგ ლევან ბერძენიშვილს ქუჩაში შეურაცხყოფა მიაყენა და საჯაროდ უთხრა, რომ ის არაკაცია, ერეკლე მეფე კი გმირი და ამის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.



აღნიშნული ვიდეო ინტერნეტში განკითხვის საგნად იქცა და ჟურნალისტმა საზოგადოების დიდი ნაწილისგან მწვავე კრიტიკა დაიმსახურა.იყვნენ ისეთებიც, რომლებმაც მხარი დაუჭირეს "პოსტ-ტვ"-ის ჟურნალისტს და მიაჩნიათ, რომ ბერძენიშვილმა მიღო ის, რასაც იმსახურებდა.

2
455
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
455
  
2023, 24 იანვარი, 16:52
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

პასუხი ივანე მაჩაბელი-ის კომენტარზე
2023, 24 იანვარი, 16:14
სახეზე ეტყობა რომ დეგენერატია
0 1 2