x
მეტი
  • 30.01.2023
  • სტატია:125290
  • ვიდეო:355875
  • სურათი:498156
7 ყველაზე გავრცელებული ავადმყოფობა, რითაც იღუპებოდნენ 1800-იან წლებში
image

1860 წლის შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა, დღეს ამ ავადმყოფობის აბსოლუტური უმრავლესობა განკურნებადია ანტიბიოტიკების წყალობით, ასევე მისი პრევენცია შესაძლებელია ვაქცინების დახმარებით, თუმცა 150 წლის წინ სულ სხვა სურათი იყო ამ მხრივ მსოფლიოში.



7-რემიტენტული ცხელება-რემიტენტული ცხელება შეიძლება ხასიათდებოდეს, როგორც ცხელება სტაბილური სურათის გარეშე, ე.ი. ის მერყეობს რამდენიმე გრადუსით მთელი დღის განმავლობაში.


დიახ, ეს ჩვეულებრივ არის ძირითადი სიმპტომი (მაგალითად როგორიცაა მალარია), რემიტენტული ცხელება პასუხისმგებელია 11, 120 ადამიანის სიკვდილზე ჯერ კიდევ 1860 წელს.



6-წყალმანკი- სითხის დაგროვება ქსოვილებში, ორგანიზმის სიღრუებსა და პარენქიმულ ორგანოებში, განსაკუთრებით კანქვეშა ქსოვილში (ანასარკა), პლევრის ღრუში (ჰიდროთორაქსი), მუცლის ღრუში (ასციტი) და სხვა, რაც იწვევს ქსოვილის შეშუპებას, მიუხედავად იმისა, რომ ექიმებმა მაშინ იცოდნენ, წყალმანკის სიმპტომები, ბევრჯერ ისინი უბრალოდ ვერ ხვდებოდნენ მიზეზს. მაგალითად აშშ-ში 1860 წელს წყალმანკმა 12090 სიცოცხლე შეიწირა.



5-მუცლის ტიფი-ტიფური ცხელება გამოწვეულია Typhi და Paratyphi სეროტიპებით და ძირითადად ვრცელდება ფეკალიებით. დიახ, ჰიგიენა და ხელების დაბანა არ იყო ამერიკელებისთვის უპირველესად მისაღები 1800-იან წლებში.

1860 წელს ტიფური ცხელებით 19236 ადამიანი გარდაიცვალა. სახალისო ფაქტი: მერი მალონი, უფრო ცნობილი, როგორც "ტიფოიდი მერი" (სურათზე), იყო ტიფის მატარებლის პირველი ასიმპტომური შემთხვევა აშშ-ში.


4-კრუპი-მწვავე ლარინგოტრაქეობრონქიტი, ეს არსებითად არის ხველა, რომლის დროსაც ხმის მყესები და ტრაქეა შეშუპებულია. ეს შეიძლება გამოწვეული იყოს გრიპის ან გაციებისგან გამოწვეული სხვა ვირუსით. მას შეუძლია გაართულოს სუნთქვა.ჩვილები და მცირეწლოვანი ბავშვები განსაკუთრებით დაუცველები არიან მის მიმართ, რადგან მათ აქვთ მცირე ზომის სასუნთქი გზები.

კრუპი იყო ბავშვების ყველაზე დიდი მკვლელი აშშ-ში 1860 წელს, სულ 15211 ადამიანი დაიღუპა მისგან. ამ სიკვდილიანობის აბსოლუტური უმრავლესობა (დაახლოებით 90%) ხუთ წლამდე ასაკის ბავშვები იყვნენ.



3-ქუნთრუშა- გამოწვეულია ბაქტერიით, ე.წ. A ჯგუფის სტრეპტოკოკით. მდგომარეობა იწყება ყელის ტკივილით და პროგრესირებს ქუნთრუშამდე სიმპტომებში შედის გამონაყარი, წითელი ენა და ცხელება.მხოლოდ 1860 წელს ქუნთრუშით 26402 ადამიანი გარდაიცვალა. ეს იყო იმ წელს დაფიქსირებული ყველა გარდაცვალების 7, 41%.


2-პნევმონია-პნევმონია შეიძლება გამოწვეული იყოს როგორც ბაქტერიული, ასევე ვირუსული ინფექციით და დღესაც კი შეიძლება მკვლელი იყოს.1860 წელს ამერიკაში სულ 27094 ადამიანი გახდა პნევმონიის მსხვერპლი.


1.ჭლექი-თქვენ ალბათ უფრო კარგად იცნობთ ამ სენის დღევანდელ ტერმინს: ტუბერკულოზი. მართლაც, დაავადება მკვლელი იყო, განსაკუთრებით 1944 წლამდე, სანამ ანტიბიოტიკ სტრეპტომიცინს გამოიყენებდნენ.

ჭლექი ლიდერობს 1860 წლის სიას 49, 082 ამერიკელის სიკვდილით, რითაც გარდაცვლილთა თითქმის 14% მხოლოდ ამ ავადმყოფობაზე მოდიოდა.



image

ასევე დაგაინტერესებთ


საბჭოთა წლებში ბევრ წყვილს, რომლებიც ჯერ ან აღარ იყვნენ მზად ყოლოდათ შვილები მწვავედ ედგათ კონტრაცეფციის საკითხი. სამწუხაროდ, ბარიერული და ორალური საშუალებები დეფიციტში იყო. ამიტომ სექსის შემდეგ ვენერიული დაავადებები და არასასურველი ორსულობა ხშირი სიურპრიზი იყო. და, შედეგად, აბორტების რაოდენობამ გადაიარა: 140 მილიონი ქალ...


ტულონის ჰოსპიტალის (საფრანგეთი) გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში მომუშავე ექიმები აღიარებენ, რომ დროდადრო საქმე აქვთ პაციენტებთან, რომლებსაც ანუსში უცხო ობიექტი აქვთ ჩარჩენილი. მაგრამ ამ 88 წლის კაცმა მაინც მოახერხა ყველაფრის მნახველი ექიმების გაოცება. მის სხეულში იპოვეს პირველი მსოფლიო ომის დროი...


17 წლის ახალგაზრდამ, რომელიც იტანჯება მაქციის სინდრომით და რომელსაც სამედიცინო ენაზე ჰიპერტიქოზი ჰქვია აღიარა, რომ მას მთელი ცხოვრება აბუჩად იგდებდნენ იმ იშვიათი დაავადების გამო, რითაც ის იტანჯებოდა.თუმცა ბიჭმა პირობა დადო, რომ ყოველთვის იქნება ბედნიერი და სხვებსაც გააბედნიერებს. ლალიტ პატიდარი არის სტუდენტი ინდოეთი...


უზბეკეთში, სამარყანდის საავადმყოფოში 18 ბავშვის გარდაცვალების შემდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. როგორც უზბეკეთის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური იტყობინება, მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციების სამკურნალო პრეპარატმა Doc-1 Max სიროფმა ფატალური შედეგი გამოიწვია. პრეპარატში, რომელიც წარმოებულია Marion Biotec...

1
318
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
318
  
26 იანვარი, 22:21
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სექსის გაცნობის საუკეთესო საიტზე --- www.Top24.pw
0 1 1