x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
მოხუცის უკანალიდან მოხვედრილი ისეთი საგანი ამოიღეს, რომ მრავლისმნახველი ექიმებიც კი გააოცა
image

ტულონის ჰოსპიტალის (საფრანგეთი) გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში მომუშავე ექიმები აღიარებენ, რომ დროდადრო საქმე აქვთ პაციენტებთან, რომლებსაც ანუსში უცხო ობიექტი აქვთ ჩარჩენილი. მაგრამ ამ 88 წლის კაცმა მაინც მოახერხა ყველაფრის მნახველი ექიმების გაოცება.


მის სხეულში იპოვეს პირველი მსოფლიო ომის დროინდელი საარტილერიო ჭურვი. აქ საუბარი იყო არა მხოლოდ მოხუცის დახმარებაზე, არამედ საერთო უსაფრთხოებაზეც. საავადმყოფოში სასწრაფოდ დაიწყეს ევაკუაცია, პლუს განყოფილებაში გამნაღმველები მივიდნენ.მათ ოდნავ ოდნავ განმუხტეს სიტუაცია მას შემდეგ, რაც განაცხადეს რომ აფეთქების საფრთხე პრაქტიკულად ნულის ტოლი იყო – ჭურვი საკოლექციო გახლდათ და ამიტომ უსაფრთხო იყო.


ასეთი გამამხნევებელი გზავნილის შემდეგ ექიმებმა თავიანთი მოვალეობის შესრულება დაიწყეს. მართალია, ობიექტის (რომელიც დაახლოებით 20 სანტიმეტრი სიგრძისა და დაახლოებით 5 სანტიმეტრის დიამეტრის იყო) იმაე გზით ვერ ამოიღეს, როგორც უკანალში მოხვდა. ქირურგებს მამაკაცის მუცლის გაჭრა მოუწიათ.





გამოცემა Dailystar-ი ინარჩუნებს საკითხის დელიკატურობას და აღარ აკონკრეტებს როგორ მოხვდა პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ჭურვი მოხუცის ორგანიზმში, მხოლოდ ერთს აღნიშნავს, რომ პაციენტი თავს კარგად გრძნობს მთელი იმ მღელვარების შემდეგ, რაც მან განიცადა - და საკმაოდ პოზიტიურია როგორც საკუთარი, ასევე გარშემო მყოფების მიმართ.

0
373
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
373
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0