x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
"ცოლს ძალიან ამწარებდა... საწყალ გოგოს ეშინოდა სიკვდილის და ყველაფერს მალავდა" - ადგილობრივი ათუაშვილის შესახებ
image

საგარეჯოში მცხოვრები ერთ-ერთი ადგილობრივი ქალბატონი თავდამსხმლის, ნოდარ ათუაშვილის შესახებ საუბრობს და ამბობს, რომ კაცს კარგი ურთიერთობა არც ცოლ-შვილთან ჰქონია.


"თავიდანვე არასერიოზულ საქციელებს სჩადიოდა. ცოლ-შვილთან არ ჰქონდა კარგი ურთიერთობა, ცოლს ძალიან ამწარებდა და ბევრჯერ ვარ ამათი შემთხვევის მოწმე და გამშველებელი. გაშველების დროს ძალიან ბევრჯერ დამმუქრებია მეც თოფით. ჯანმრთელი და ნორმალური ადამიანი, მეუღლეს ასე არ სცემს და ასე სადისტურად არ მოექცევა. საწყალ გოგოს ეშინოდა სიკვდილის და ყველაფერს მალავდა“, - ამბობს ქალბატონი „ტვ პირველთან“ საუბარში.

image


ასევე .ერთ-ერთი ახლობლის თქმით, ნოდარ ათუაშვილს ბავშვობიდანვე უცნაურობები ახასიათებდა:


"ბავშვობიდან რაღაცები ახასიათებდა, მარტო გამარჯობას იძახდა და გარეთ არ გამოდიოდა. არავისთან ურთიერთობა არ ჰქონდა"-ამბობს ის.

image

მეზობლები ასევე შვილის ინფორმაციაზე დაყრდნობით ვარაუდობენ, რომ მამაკაცს წინასწარ ჰქონდა ყველაფერი განზრახული და მას ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები ჰქონდა. თავად თავდამსხმელმა თავი მოიკლა. ახლა კითხვაზე პასუხებს პოლიცია ყოფილი სამხედროს შვილისგან ელოდება, რომელიც ოქროს მოწმეა.


თავდამსხმელი, რომელმაც საგარეჯოში, საკუთარი საცხოვრებელი სახლიდან ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით სისხლიანი სასაკლაო მოაწყო, რის შედეგადაც გარდაიცვალა 5 ადამიანი, 5 კი დაჭრა, 49 წლის ნოდარ ათუაშვილია. ათუაშვილი თავდაცვის სამინისტროში, 2006 წლიდან/2021 წლამდე მსახურობდა, იგი ავღანეთის მისიაშიც მონაწილეობდა.

2
688
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
688
  
2023, 20 იანვარი, 22:30
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სექსის გაცნობის საუკეთესო საიტზე --- www.Top24.pw
2023, 20 იანვარი, 17:02
დაუკვირდით რამხელა მარაზმია,თურმე ამწარებდა ოჯახს და ტერორში ყავდა,ამას შემსწრეებიც ყავთ,მაგრამ პოლიციაში ინფორმაცია არ შესულა არც ოჯახურ ძალადობაზე და არც მესამე პირის მიმართ თოფით მუქარაზე,ხოდა გჯერათ ამ ნაბოდვარის? კაი,დავუშვათ ცოლს ეშინოდა სიკვდილი,მაგრამ იმ თვითმხილველს,რომელიც ხშირად შესწრებია ამ ჩხუბს და თურმე თოფით ემუქრბოდა,რატო არ მიმართა პოლიციას? ან თუ მიმართა პოლიციას,მაშინ რატო არ იქნა გარიდებული და რატომ არ უმკურნალეს ან თუ სრულ ჭკუაზე იყო,მაშინ რატომ არ დაიჭირეს? ნებისმიერ შემთხვევაში,ეს მსროლელიც მსხვერპლია სისტემის და გაუკუღმართებული საზოგადოების,უჭირდა რაღაც ადამიანს და ყველას ფეხებზე ეკიდა.
0 1 2