საზოგადოება „ნაციონალური მოძრაობა აღარ არსებობს, ამ ფორმით აღარ უნდა იარსებოს“ - ნანუკა ჟორჟოლიანი 2023, 21 იანვარი, 13:47 ![]() „ნაციონალური მოძრაობა“, (რომლის ამომრჩეველიც ვარ 2003 წლიდან) აღარ არსებობს - ამის შესახებ ნანუკა ჟორჟოლიანმა განაცხადა. / ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს. ნანუკა ჟორჟოლიანი ამის შესახებ სოციალურ ქსელში წერს და აღნიშნავს, რომ „ეს არჩევნები მხოლოდ საკუთარი გავლენებისთვის ბრძოლაა“. . „რა მარაზმია მიშას ძველი წერილების ფრიალი და ეს არჩევნები მთლიანად. მიშას ჯანმრთელობის ფონზე, საკუთარი გავლენებისთვის ბრძოლა ასმაგად გულისამრევია. . „ნაციონალური მოძრაობა“, (რომლის ამომრჩეველიც ვარ 2003 წლიდან) აღარ არსებობს. პარტია აღარც ამომრჩევლისთვისაა და არც მიშასთვის. ეს არჩევნები მხოლოდ საკუთარი გავლენებისთვის ბრძოლაა. . პარტიამ, ამ ფორმით და შინაარსით აღარ უნდა იარსებოს. ამიტომ, მე ბოიკოტს ვუცხადებ ამ არჩევნებს. მიუხედავად იმისა, რომ დავრეგისტრირდი, უდიდესი სიყალბე იქნება ჩემი მხრიდან, რომელიმე კანდიდატისთვის ნდობის გამოცხადება. . აღარც მათი ამომრჩეველი ვარ მანამდე, ვიდრე ასეთები არიან“, – წერს ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში. . შეგახსენებთ, „ნაციონალური მოძრაობის“ მომავალ თავმჯდომარეს ბლოკჩეინის სისტემით ირჩევს. პარტიამ ამომრჩევლების რეგისტრაციის პროცესი 13 იანვრიდან გამოაცხადა. ხმის მიცემის პროცესი 28 იანვარს დაიწყება და 30 იანვრამდე გაგრძელდება. / 78 შეფასება არ არის
|