x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
"ეს ფოტო ჩემს სახლთან, ნაგვის ურნაში გადავიღე" - გოდერძი შარაშია

image

ჟურნალისტი გოდერძი შარაშია, სუპერმარკეტიდან გადაყრილი ვადაგასული პროდუქტის ფოტოს აქვეყენებს, რომელიც თავის სახლთან ნაგვის ურნაში აღმოაჩინა და სოციალურ ქსელში წერს.


"ეს ფოტო ჩემს სახლთან, ნაგვის ურნაში გადავიღე. ნამცხვრის ფასი 5.51 ლარია,
მაღაზიამ ვადის გასვლის გამო გადაყარა. სანამ ვადა გაუვიდოდა ხომ შეიძლებოდა გაიაფებულიყო, მაგალითად 2 დღე რომ დარჩებოდა 2 ლარი დაეწერათ, ვინ იცის რამდენა ხანდაზმულმა და ბავშვმა ყლაპა ნერწყვები დახლთან და ვერ იყიდეს სიძვირის გამო... მწარმოებელი რომ ხარ ხომ იზარალე ისედაც და გადაყარე, არ ჯობდა ფასდაკლება? მაგრამ ხამი რომ ხარ არც შენ იხეირე და არც სხვებს აჭამე; რამდენიმე მაღაზიის ეყარა ერთად. არ მინდა აქ ჩამოთვლა. ეს პირველი შემთხვევა არ არის." - წერს სოციალურ ქსელში გოდერძი შარაშია.
"ესე აკეთებს პრაქტიკულად ყველა.. სანამ ძალიან გაფუჭდება მანამდე ერთი ორჯერ წევენ ვადას და ბოლოს აღარაფრად რო აღარ ვარგა, ყრიან"
"გაუმაძღარი ბიზნესმენები გვყავს, ნულოვანი სოციალური პასუხისმგებლობით და ქველმოქმედების ნიჭის დეფიციტით. მხოლოდ მცირე ნაწილს არ ეხება ეს შეფასება."
"ერთხელ სასტუმროს პერსონალს ფორმები Შეუკერე და მომიწია ცოტახანი მანდ ყოფნა სანამ ზომებს ავიღებდი გაზიდეს ქვეყანა Საჭმელი და ნაგვის ურნებᲨი Ჩაყარეს აი ეს ვართ ადამიანები, სამწუხაროდ მეპატრონები არიან უგულო ადამიანები"
"მეც რამდენჯერ მითქვამს, რესტორნებმა და მაღაზიებმა ახლო-მახლო დადგან პატარა კარადა, სადაც ასეთ პროდუქტებს დააწყობენ, ვიდრე გაფუჭდება და გადასაყრელი გახდება. ეს ხომ უბრალოდ ადამიანობაა. ახალი წლის მერე უამრავი საკვები გადაიყარა"-წერენ კომენტარებში.
იქვე კომენტარებში ერთ-ერთი მომხმარებელი წერს, რომ კანადაში არის მსგავსი სერვისი, აზიარებს ფოტოს და აღნიშნავს, რომ იქ ყოფნისას ბევრჯერ უსარგებლია :

"კანადაში სპეციალური "food bank"_ ებია, ვადის გასვლამდე მაღაზიებს მოაქვთ მალფუჭებადი პროდუქტები და აწყობენ.
სიმბოლური ფასი ღირს ერთი კალათა ოჯახზე 2-3$
ბევრჯერ მისარგებლია
ეს არის სოციალური პასუხისმგებლობა!"
image
1
945
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
945
  
2023, 19 იანვარი, 22:24
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1