ქალი და მამაკაცი მამაკაცების ჰარემი იმპერატორი ქალისთვის 2023, 12 იანვარი, 9:51 თუ რაღაც მიზეზით გსურთ შეისწავლოთ, ისეთი სოციალური ინსტიტუტი, როგორიც ჰარემია ან უბრალოდ, ცნობისმოყვარეობის გამო დაინტერესდებით მისით, აღმოაჩენთ, რომ როგორც მხატვრულ, ისე სამეცნიერო ლიტერატურაში, საუბარი, ძირითადად, არაბეთში ან თურქეთში მდებარე, ქალთა ჰარემებზეა. 50 წელზე მეტ ხანს მართავდა ჩინეთის იმპერიას ვუ ზეტიანი (624-705), რომელმაც თავისი გზა, ჩინეთის სახელმწიფო იერარქიაში, 14 წლის ასაკში დაიწყო. ის იმპერატორი ტაი ცუნგის მეხუთე თანრიგის (უმცროსი) ხარჭა იყო. მაგრამ, მხოლოდ ლამაზი კი არა, ძალიან ჭკვიანი და მოხერხებული იყო. მან ყველა კონკურენტი ჩამოიშორა და იმპერატორის შვილის და ტახტის მემკვიდრის კაო ცუნგის მეუღლე გახდა. ვუმ იმპერატორს 4 ვაჟი და 1 ქალიშვილი აჩუქა, მაგრამ ისინი (ვაჟები) განსაკუთრებული ნიჭით არ გამოირჩეოდნენ, ამას მეუღლის სუსტი ჯანმრთელობაც დაემატა და იმპერიას ფაქტობრივად ის მართავდა, ხოლო ქმრის გარდაცვალების შემდეგ (683 წ.) ტახტი არავის დაუთმო და ქვეყნის იმპერატორი გახდა. ისევე, როგორც ყველა იმპერატორს, ზეტიანსაც ჰქონდა ჰარემი, რომელიც მთებში, სიანის სასახლეში მდებარეობდა და მასში კარგი აღნაგობის, 400-მდე მამაკაცი ცხოვრობდა. ყოველი მათგანი მზად იყო, პირველსავე დაძახებაზე მასთან გაჩენილიყო... ზოგადად, ჰარემის ინსტიტუტი, ჩინეთში კანონით იყო დაშვებული და ის მხოლოდ იმპერატორებს კი არა, სურვილის შემთხვევაში, მისი ოჯახის სხვა წევრებსაც შეეძლოთ ჰქონოდათ. მაგ., იმპერატორის დას და ჩინეთის ისტორიაში, ასეთ შემთხვევასაც ჰქონდა ადგილი... უნდა აღინიშნოს, რომ მამაკაცების ჰარემი, ამ ქვეყნის ისტორიაში, არც ისე შორეული წარსულის საქმეა. XIX საუკუნის II ნახევარში და XX საუკუნის დასაწყისში ჩინეთს იმპერატორი ცისი მართავდა, რომელიც, თავდაპირველად, სიენ ფენის ხარჭა იყო. მან იმპერატორს 1856 წ. ვაჟი გაუჩინა (ამჟამად, უკვე ცნობილია, რომ ცისის იმპერატორისგან შვილი არა ჰყოლია და რომ ტახტის მემკვიდრის დედა სხვა ხარჭა იყო, რომელიც ცისმა მშობიარობის შემდეგ მოკლა, კარის ექიმი დააშინა და ახალშობილი მიითვისა. მან ბავშვის დაბადებამდე და მას შემდეგ, ყველაფერი ისე მოაწყო, რომ ყველას დაეჯერებინა, თითქოს ბავშვის დედა სწორედ ის იყო. რედ.), ხოლო როდესაც იმპერატორი სიცოცხლის ბოლო წუთებს ითვლიდა (1861), მან საიმპერატორო ტახტის მემკვიდრედ, თავისი ერთადერთი შვილი – ტუნ ჩინი დაასახელა. 5 წლის ბავშვი, რა თქმა უნდა ქვეყანას ვერ მართავდა და ჩინეთის იმპერატორი ცისი გახდა. როდესაც ტახტის მემკვიდრეს 17 წელი შეუსრულდა, მას ტახტი შვილისთვის უნდა დაეთმო. ცისიმ, ამ ფაქტთან დაკავშირებით, დეკრეტიც კი გამოსცა, მაგრამ უეცრად ტახტის მემკვიდრე გარდაიცვალა. სიკვდილის ოფიციალური მიზეზი ყვავილის ვირუსი (ოსპა) იყო, თუმცა ხმა გავრცელდა, რომ ის საკუთარმა დედამ მოაწამვლინა. შვილის გარდაცვალების შემდეგ, ცისმა ახალი დეკრეტი გამოსცა და თავი ქვეყნის მმართველად გამოაცხადა. ხოლო, ქვეყნის ტრადიცია რომ არ დაერღვია, ტახტის მემკვიდრედ, საკუთარი ძმის შვილი გამოაცხადა, რომელიც იმ მომენტისთვის, 4 წლის იყო. მიუხედავად იმისა, რომ ცისის, შიდა და გარე მტრებთან, გამუდმებით ბრძოლა უწევდა, ის მაინც აგრძელებდა განათლების მიღებას და საკთარ თავზეც ზრუნავდა. მის საძინებელში, საწოლის თავთან, წიგნების დიდი კარადა იდგა. ის ბევრს კითხულობდა, გატაცებული იყო ჩინური ფერწერით, მუსიკით, შეეძლო ცხენით ჯირითი და მშვილდ-ისრის გამოყენება. თავისი განსწავლულობით და გარეგნობით, ის ყველაზე დიდ შთაბეჭდილებას ახდენდა. 50 წლის ასაკში 30 წელის ქალივით გამოიყურებოდა, ხოლო 70 წლის იმპერატორს, 40 წელს ქალის გარეგნობა ჰქონდა (როგორც ამბობდნენ, იმპერატორის კვების რაციონში, მხოლოდ თევზი და ზღვის პროდუქტები შედიოდა). ცისის უამრავი საყვარელი ჰყავდა, ხოლო მის სასახლეში არსებული ამაზრზენი ზნეობის შესახებ, ლეგენდები დადიოდა. სხვადასხვა დროს, მასთან ყველაზე მეტად დაახლოებული პირები საჭურისები და ცრუ საჭურისები იყვნენ, რომლებიც ფავორიტობის პერიოდში, განუსაზღვრელი ძალაუფლებით სარგებლობდნენ. იმპერატორის პირად ცხოვრებას არავინ ასაჯაროებდა, მაგრამ როგორც ამბობდნენ, მის საძინებელში 1000-ზე მეტ მამაკაცს ჰქონდა ღამე გატარებული და არც ორგიები იყო უცხო, ჰარემიდან ამოსული და ხელისუფლების სათავეში მოქცეული, ყოფილი ხარჭასთვის. არხის სხვა სიახლეები:* აღმოსავლური ჰარემის რეალური სახე* 15 საოცარი რამ და ადგილი, რომელიც რეალურად არსებობს* ჩვენთვის ნაცნობი... განსხვავებული რაკურსით (20 ფოტო)* ცხოვრების გაკვეთილები* საოცარი დამთხვევები, რომლებიც ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ სინამდვილეში იყო* აკაკორის ქრონიკა – ჩვენი პლანეტის უძველესი ისტორია* XXI საუკუნის სამმა მთავარმა წინასწარმეტყველმა ომის დასრულების და ევროკავშირის დაშლის თარიღი დაასახელა* 4 რაბინის დაპირისპირება (სამი – ორის წინააღმდეგ)1404 2-ს მოსწონს
|