საზოგადოება "ეს მეგობრები მაშინ სად ეგდეთ, 10 დღის მანძილზე ერთხელ მაინც რატომ არ მოიკითხეთ?" -გიორგი მასხულია 2023, 9 იანვარი, 15:45 ბელგიაში ტრანსგენდერი ლიზა ქისტაურის გარდაცვალებას უკვე მრავალი ადამიანი გამოეხმაურა, თავის აზრი გამოხატა დიზაინერმა გიორგი მასხულიამაც: "ეს მეგობრები მაშინ სად ეგდეთ, რომ ცუდად იყო, პერედოზი მოუვიდა და ადამიანი ათი დღის მანძილზე ერთხელ რატომ არ მოიკითხეთ ან არ ახვედით მასთან მაშინ სად იყავით? ეხლა რომ ენები გაქვთ გათქვლეფილი, ხან რას წერთ ხან რას, გრცხვენოდეთ, რა გრცხვენოდეთ, ეხლა ამ სიტუაციით გსურთ ყურადღების მიპყრობა, თორემ ლიზა რომ გადარდებდეთ ის ეხლა ცოცხალი იქნებოდა, მეგობრები არა კიდევ რაააა. სადღა არსებობს მეგობრობა, ადამიანი მიაგდეთ და გარდაიცვალა. იქნებ, რა ცოტა რამე შველიდა თქვენი დახმარებიდან. იქნებ, რა სჭირდებოდა, ეხლა რომ უკიდეგანოდ გაქვთ ეს ენები გადმოგდებული. მაგ დროს სად ბრძანდებოდით საააადდდდ... ნათელში ამყოფოს მისი სული"-წერს გიორგი მასხულია.
მანამდე ლიზი ქისტაურის შესახებ განმარტება მისმა მეგობარმა კრისტი ლაბაძემ გაავრცელა:
"მეგობრებო: ლიზა გაუჩინარებული იყო 26 დეკემბრის შემდეგ. არც სოციალური აქტივობა არ ჰქონია არაფერი. ლიზა ამ ხნის მანძილზე მოიკითხა მხოლოდ დედამ. მის ბინაში მეზობლებმა მძიმე სუნის გამო სადარბაზოში გამოიძახეს პოლიცია. პოლიციამ აღმოაჩინა გვამი, შემდეგ დედა ჩაიყვანეს ბელგიაში. ამ მომენტისთვის ბელგიის პოლიცია არ ამბობს, როგორ და რა ვითარებაში გარდაიცვალა ლიზა. ბელგიის პოლიციას ამბობს, როგორც მედია აჟღერებდა, მას ძალადობის კვალი არ აღენიშნება. გთხოვთ შეწყვიტოთ მითქმა-მოთქმა, ჭორაობა და პატივი ვცეთ ლიზას და მის ოჯახს. ლიზას ამ მომენტში მხოლოდ გაუხარდება ის, რომ ის საზოგადოებაში დარჩეს "კეთილი, პოზიტიური და ხელოვანი " გოგო, როგორსაც ვიცნობდით“, - წერს ლაბაძე. 303 2-ს მოსწონს
|