x
image
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
ახალი წლის სამზადისი Glovo-სა და TBC-სთან ერთად
image


რას გვთავაზობს გლოვოსა და თიბისის სადღესასწაულო კამპანია?


სადღესასწაულო ენერგია ტრიალებს ირგვლივ და ჩვენც ვემზადებით ახალი წლისთვის. მოვრთეთ ნაძვის ხე, გავალამაზეთ სახლები საახალწლო დეკორაციებით და ველით ახალი წლის, დადგომას ახალი ისტორიებისა და თავგადასავლების შესაქმნელად. და გეგმები გაქვს 2023 წლისთვის? Უკვე შეადგინე საახალწლო რეზოლუციები? გამოიყენე დეკემბრის ბოლო დღეები იმისათვის, რომ გამოხატო მადლიერება ყველაფრისთვის რაც ამ წელს მოგეცა, საინტერესო ადამიანებისთვის, რომლებიც წელს შეიძინე, ყველა იმ ბედნიერი მომენტისთვის, რაც 2022-ში გამოიარე. სწორედ შენი მადლიერება განაპირობებს, თუ რა მოგეცემა 2023 წელს. რაც მთავარია, აჩვენე ეს მადლიერება საყვარელ ადამიანებს, საჩუქრის იდეაც ხომ სწორედ ეს არის?

“აბა მე წელს ვის რა ვარგე?”


მოიფიქრე რითი დაასაჩუქრო საყვარელი ადამიანები? ალბათ, ხშირად გიკითხავს ახლობლებისთვის თუ როგორი საჩუქარი გაუხარდებათ, თუმცა, პასუხი ყოველთვის ერთია - არ გინდა არაფერი, არ შეწუხდე! რეალურად კი ყურადღება და საჩუქრები ყველას ბავშვივით გვიხარია. რაც მთავარია, თავად გვიხარია საჩუქრების არჩევის პროცესი, განსაკუთრებით ის გვახარებს, როცა ზუსტად ვიცით, რა სიურპრიზი გავუკეთოთ ჩვენს ადრესატს. გვსიამოვნებს საჩუქრის ლამაზად შეფუთვა და ფიქრი იმაზე, თუ როგორი რეაქცია ექნებათ მათ ყუთის გახსნისას.

უკვე დაიწყე სადღესასწაულო სამზადისი, მაგრამ ყველაფრის სისრულეში მოსაყვანად დრო არ გყოფნის?

აღარ არის აუცილებელი საცობებში და მაღაზიის რიგებში დგომა- დროისა და თანხების დასაზოგად გლოვოსა და თიბისის საახალწლო კამპანია დაგეხმარება. იდეების მოფიქრების პროცესსაც გლოვოს აპლიკაცია გაგიმარტივებს, სადაც შეხვდები რესტორნების, მაღაზიების, აფთიაქებისა თუ საკონდიტროების ფართო არჩევანს. გლოვოს პარტნიორი ობიექტებიც აქტიურად არიან საახალწლო კამპანიებში ჩართულები და შესაბამისად სადღესასწაულო ფასდაკლებები უკვე დაწყებულია. სამსახურში შესვენებაზე, ავტობუსით მგზავრობისას, სადილისა თუ ვახშმის შემდეგ, როცა დასასვენებლად დროს გამონახავ, შეგიძლია გახსნა აპლიკაცია და დაგეგმო საყვარელი ადამიანებისთვის სასაჩუქრე შეკვეთების განთავსება. გლოვოსა და თიბისის შეთავაზებების ფარგლებში კი თუ თიბისი ბარათებს გამოიყენებ მინიმუმ 30-ლარიანი შენაძენისთვის სამშაბათობითა და შაბათობით 10 ლარი უკან დაგიბრუნდება შემდეგი სამუშაო დღის განმავლობაში.


გამოიყენე საახალწლო ფასდაკლებები, გააბედნიერე ახლობლები და დაიბრუნე თანხა უკან. საყვარელი ადამიანების გახარება ასეთი მარტივი არასოდეს ყოფილა. ახალი წელი ბედნიერი ენერგიებით დავიწყოთ, მეტი სიკეთე ვაკეთოთ და გავაბედნიეროთ ჩვენი საყვარელი ადამიანები.


Glovo-ს შესახებ:


Glovo არის წამყვანი მულტიკატეგორული მიტანის სერვისის აპლიკაცია, რომელიც აკავშირებს მომხმარებლებს რესტორნებთან, აფთიაქებთან, სასურსათო და საცალო მაღაზიებთან. აპლიკაცია, ასევე მოიცავს კატეგორიას „ყველაფერს“, რომელიც ნებისმიერ მომხმარებელს, საშუალებას აძლევს, შეუკვეთოს ყველაფერი, რაც უნდა. Glovo, 2015 წელს, ბარსელობაში დაარსდა და არის ტექნოლოგიური, ცვლილებაზე ორიენტირებული კომპანია, რომელიც სამხრეთ ევროპის, ცენტრალურ აზიასა და აფრიკის მასშტაბით, 25 ქვეყნის და 1300-ზე მეტ ქალაქში ოპერირებს. ჩვენი ხედვაა, რომ ყველა ადამიანს, საკუთარ ქალაქში, უნდა ჰქონდეს მარტივი წვდომა ყველაფერზე, რაც მას სურს!


Glovo-ს შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: https://glovoapp.com/ge/ka/



R




0
7
შეფასება არ არის
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
7
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0