საზოგადოება "მგონი, არ ახსოვს მსოფლიო ისტორიას ასეთი რამ, ფეხბურთელი წარმატებას აღწევდეს და მის ქვეყანაში კონდომზე ახატავდნენ მას" - დომენიკ მანგო 2022, 30 დეკემბერი, 15:42 ბლოგერი და სამოქალაქო აქტივისტი დომენიკ მანგო (კუკური ბარამიძე) ხვიჩა კვარაცხელიას პრეზერვატივზე გამოსახვის ფაქტს ეხმაურება და წერს: "ნაპოლიმ დადო თავის გვერდზე ხვიჩა კვარაცხელიას ფოტო, რომელიც პრეზერვატივზე დაახატა "აიისა"-მ. მგონი, არ ახსოვს მსოფლიო ისტორიას ასეთი რამ, ფეხბურთელი წარმატებას აღწევდეს და მის ქვეყანაში კონდომზე ახატავდნენ მას. შეიძლება, საქართველოში ეს მოსულა და ვიღაცაებს გეცინებათ კიდეც ამაზე, მაგრამ მსოფლიომ ნამდვილად არ იცის ქართული “იუმორის” წახნაგები." ამავე ფაქტს გამოეხმაურა, ფილოლოგი და ჟურნალისტი, განსაკუთრებულ საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე ლალი მოროშკინა, რომელმაც აღნიშნა, რომ ფეხბურთელ ხვიჩა კვარაცხელიას პრეზერვატივზე გამოხატვა "პირდაპირ ანტიქრისტეს" მეჯლისია. "ის რაც ხვიჩა კვარაცხელიას აკადრეს, არა უბრალოდ ბოროტება და ზნედაცემულობა, არამედ პირდაპირ ანტიქრისტეს მეჯლისია... იმედია, მთავრობა ამას კანონის ჩარჩოს მოარგებს..."-წერს ლალი მოროშკინა.
შეგახსენებთ, ქართულმა კომპანიამ "აიისა"-მ პოპულარული ქართველი ფეხბურთელის გამოსახულება კონდომზე გამოხატა, რამაც ქართული საზოგადოების დიდი ნაწილის აღშფოთება გამოიწვია.
ეს ამბავი არ გამორჩენია იტალიურ პრესასაც, spazionapoli წერს, რომ "ხვიჩა კვარაცხელია რეალურად ყველგანაა, ამჯერად: თუნდაც პრეზერვატივის შეფუთვაზე. საქართველოში ნამდვილი კვარა-მანიაა ამტყდარი და ეს ყველაფერი "ნაპოლის" და ქართული ფეხბურთის ახალი კერპიდან არის გამომდინარე..
837 2-ს მოსწონს |
დღეს მოვისმინე,თუმრე ვიღაცამ ვერ აიტანა პატრიარქს რო მილოცვა გაუკეთაო და ეს რაღა უბედურებაა,უნდოდა და მიულოცა,ვის რა დააკლდა ამით? დიდად მორწმუნე და მიმდევარი არ ვარ არც ეკლესიის და არც პატრიარქის,მაგრამ პატივს ვცემ ქრისტიანულ მორალს,ოღონ ჩემებურად. თუ გამოვაკლებთ ადამიანურ ფაქტორებს და სასულიერო პირების მხრიდან თავის თავზე მორგებას ამ სისტემის,ქრისტიანობა არის ჭეშმარიტი მორალის მატარებელი,ბიზანტიურ ქრისტიანობას ვგულისხმობ და არა რომაულ კათოლიკურს. ნებისმიერი მხრიდან სწორი მოძღვრება არის,ნუ ამაზე უკეთესი არ მეგულება.
პ.ს. მიშას მოწამვლაზე და სიკვდილზე საუბრობენ კიდევ ეს ჩემის ურჯულოები,უდანაშაულო ბიჭს რეებს აკადრებენ და მიშას დედაც არ მოვ.... თან ამ ყანა ქვეყანას ევროპაში ინტეგრაციის სურვილიც რო აქვს,თფუი მოგ... მორალი. ევროკავშირში კი არა,პაპუასები არ მიგვიღებენ