საზოგადოება "არანაირი საერთო არ მაქვს მანანა არჩვაძესთან" - გიორგი გამსახურდია დედაზე უარს აცხადებს 2022, 28 დეკემბერი, 16:28 საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას უფროსი ვაჟი კონსტანტინე გამსახურდია თავის ნახევარძმის გიორგი გამსახურდიას და მამამისის ქვრივის მანანა არჩვაძის უკვე გაუსაძლის ურთიერთობის შესახებ წერს. კოკოს თქმით, მანანას დესტუქციულმა ქმედებებმა ყოველგვარ ზღვარს გადააჭარბა, რამაც გიორგი აიძულა უკიდურესი ზომებისთვის მიემართა.
"მანანა არჩვაძის დესტრუქციულმა ქმედებებმა, იყენებს რა ფსიქიურად არამდგრად, ხელმოცარულ და განუვითარებელ აგრესიულ ჯგუფს, ოჯახის, საკუთარი შვილების, ზვიადის სახელისა და საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ ისეთ ზღვარს მიაღწია, როდესაც გაჩუმება თითქმის შეუძლებელია. გიორგი გამსახურდია იძულებული გახდა ოფიციალური განცხადება გაეკეთებინა ამის შესახებ", - წერს კონსტანტინე გამსახურდია. "არანაირი სურვილი არ მქონდა მანანა არჩვაძეზე რამე მეთქვა, მთალი თავისი ცხოვრების მანძილზე ყველა ზღვრებს გადავიდა, ვისაც ჩვენი ოჯახისთვის სიკეთე უკეთებია, ყველას გაუსაძლისი პირით ლანძღავს.არანაირი საერთო მე მასთან არ მაქვს და ეს იურიდიულ სახესაც მიიღებს მალე"-წერს გიორგი გამსახურდია. უფრო ადრე გიორგი გამსახურდიამ დაწერა, რომ ძალიან მძიმე იმის ატანა, რაც მის რძალს და ცოტნეს უწევს დედამისის და მის მხარდამჭერ ბრბოს მხრიდან. 518 2-ს მოსწონს
|