ქალი და მამაკაცი "უი, რა კარგია, რომ ქართველი არ ვარო !!! ისე ომახიანად მითხრა"-იუნა შაფათავა 2022, 27 დეკემბერი, 12:54 ამერიკაში მცხოვრები ქართველი ტელესახე იუნა შაფათავა სოციალურ ქსელში წერს, რომ უცნობმა ახალგაზრდა მამაკაცმა დაურეკა და გაცნობა შესთავაზა, თუ როგორ გაგრძელდა დიალოგი, ქვემოთ მოცემულ პოსტში წაიკითხავთ: უნდა გაცინოთ რა ვქნა
მოკლედ ვზივარ სახლში, რეკავს ტელეფონი, ნომერი არ მეცნობა.
ვუპასუხე.
- Да!
-გამარჯობა!
-გამარჯობა, მეთქი- ქართველი ხარ? რა ხდება, რჩევა გინდა, მშვიდობაა? ვეკითხები
- კი, მშვიდობაა, არაფერი არ მინდა, გაცნობა მინდა თქვენი.
ნუ გამეღიმა, ახალგაზრდა კაცის ხმაა.
ნუ ვილაპარაკეთ, კომპიუტერის სპეციალისტი აღმოჩნდა, туда, сюда და მოკლედ, როდის შეიძლება შევხვდეთო.
- რამდენი წლის ხარ? ვეკითხები
- ოცდაათის, მპასუხობს.
- მე რამდენის ვარ, იცი?
- 38 ის, რა..
გამეცინა.
- 38ის ვიყავი თბილისში და კაი ვიდზე, ახლა ვარ 46-ის მეთქი, რას ვგავარ და დედად გეკუთვნი..
- ჩემთვის ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს! - არ ტყდება რა, ხმა კი შეუკრთა 46-ზე.
- არა, მადლობა, მე ქართველ კაცებთან დიდი ხანია მოვრჩი რომანს, მეთქი..
- უი რა კარგია, რომ ქართველი არ ვარო !!! ისე ომახიანად მითხრა, დავწექი სიცილით ..
ბავშვებო, როგორ მიყვარხართ, რა ვქნა, დრო გადის, გარბის….
მაგრამ ქართველობაზე მთლად ასე უცბად უარსაც ნუ იტყვით, ქალის გულის მოსაგებად
აბა ქართველი კაცი ქალის გამო არაფერს იზამსო?
აი თუ ეროვნება არ შეიცვალა წამში, დაუფიქრებლად
იციან ჩვენმა ბიჭებმა სიყვარულის ფასი…
ვაი, რომ მაშინ, ჩვენ რომ
აღარ გვჯერა, გოგოებს…"-წერს იუნა შაფათავა.
593 2-ს მოსწონს
|