x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
საუკეთესო საჩუქარი ბავშვისთვის არამატერიალურია და ის თაობიდან თაობას გადაეცემა

დღევანდელ დღეს ბავშვებს უამრავი სათამაშო და გასართობი აქვთ... და თანამედროვე ეპოქაში, უკვე იმდენი რამ არსებობს მათთვის, რომ უბრალოდ, ვეღარაფრით გააკვირვებთ. მაგრამ, ამ 22 საჩუქარს, ისინი მთელი ცხოვრების მანძილზე დაიმახსოვრებენ!.. და უფრო მეტიც, ისინი მას ცხოვრების მანძილზე ატარებენ და საკუთარ შვილებს აჩუქებენ.


image


1. მათი ძალების რწმენა. ბავშვისთვის ძალიან მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, რომ მისთვის ყველაზე საყვარელ ადამიანებს მისი სჯერათ. აგრძნობინეთ ბავშვს, რომ თქვენ მის შესაძლებლობებში დარწმუნებული ხართ. ხან, მხოლოდ ერთი ფრაზაა საჭირო, რომ პატარა მომავალში წარმატებული ადამიანი გახდეს.


2. სიყვარული ყველა მის გამოვლინებებში. მოეხვიეთ, აკოცეთ, უთხარით სასიყვარულო სიტყვები, ყველაფრის მიუხედავად! მაშინაც კი, თუ თქვენი ბავშვი უკვე 30 წლის არის!


3. საოჯახო ვახშამი. ოჯახური ერთობის ეს წუთები ბავშვებს მთელი ცხოვრების მანძილზე ახსოვთ. ეს მშვენიერი ტრადიციაა, რომელიც აერთიანებს, არიგებს, შთააგონებს და ამშვიდებს.


4. სიხარული. გაიხარეთ ცხოვრებით. ნუ შეგრცხვებათ საკუთარი გრძნობების გამოხატვის, იცინეთ და გაერთეთ ბავშვებთან ერთად.


5. მტკიცე და სრული ოჯახი. შეეცადეთ შეინარჩუნოთ ოჯახი და კარგი ურთიერთობა მის თითოეულ წევრთან. ბავშვისთვის ოჯახი — ის ფუნდამენტია, ის საყრდენია, რომელიც ზურგს უმაგრებს და წინსვლაში ეხმარება მთელი ცხოვრების მანძილზე.


6. საკუთარი დრო. ეს ყველაზე ძვირფასი საჩუქარია, განსაკუთრებით თანამედროვე ბავშვებისთვის. გამონახეთ ბავშვებისთვის დრო ყოველდღე! რომ უბრალოდ მასთან იყოთ, მოეფეროთ, ერთად ითამაშოთ, ისეირნოთ ან უბრალოდ, ფილმს უყუროთ.


7. სიკეთე. აჩვენეთ ბავშვს სიკეთის და თანაგრძნობის მაგალითი.


8. არსებულის დაფასება. ასწავლეთ იმის დაფასება, რაც აქვთ და კიდევ, – უკეთესობისკენ სწრაფვა.


9. ინტერესი. ინტერესი სამყაროსადმი ყველა ბავშვს დაბადებიდან გააჩნია. გაუფრთხილდით და ნუ დაუკარგავთ მას შეცნობის სურვილს! ნურასდროს ეტყვით: «არ შეიძლება», «ნუ მიშლი», «გეყოფა, რამდენიღა უნდა ილაპარაკო», «რამდენჯერ უნდა მკითხო?»


10. გადაწყვეტილების მიღების ცოდნა. მიაჩვიეთ დამოუკიდებლობას და იმ შედეგის მიღებას, რაც ამ საქციელს მოჰყვება. აჩვენეთ მას გამბედაობის და გადაწყვეტილების მიღების მაგალითები.


11. ჩარჩოები. ბავშვებისთვის ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე, სრული თავისუფლების პირობებში რთულია ცხოვრება. მათ გარკვეული ჩარჩო ესაჭიროებათ, რომელიც გარე სამყაროს სტრუქტურირებას მოახდენს. თუმცა, ყველაფრის აკრძალვაც არ შეიძლება, რადგან ეს საწინააღმდეგო შედეგს – დაუმორჩილებლობას გამოიწვევს.


12. თავისუფლება. გახსოვდეთ, რომ შეზღუდვა კარგად გააზრებული უნდა იყოს. მიეცით ბავშვს არჩევანის გაკეთების და გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უფლება. თუ საჭირო გახდა, დაეხმარეთ მას გადაწყვეტილების მიღებაში, მაგრამ საკუთარ აზრს თავს ნუ მოახვევთ.


13. შექება. ბავშვებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მშობლების მიერ მათი ქმედების შეფასება. ეს სტიმულია მათი განვითარების და სრულყოფისთვის.


14. სიყვარული შემოქმედებისადმი. მიეცით მათ შემოქმედებითი მიმართულებებით დაკავების უფლება. ყველა პირობა შეუქმენით საამისოდ, თავადაც აჰყევით და მასთან ერთად გაერთეთ: თუ ხატვა დაიწყო, მასთან ერთად ხატეთ, თუ ძერწვა უფრო მოსწონს, პლასტილინი არ მოაკლოთ... ეს ძალიან მნიშვნელოვანია ინტერნეტის და კომპიუტერული ტექნოლოგიების ეპოქაში.


15. ხელგაშლილობა. საკუთარ მაგალითზე აჩვენეთ, თუ რას ნიშნავს ხელგაშლილობა, ქველმოქმედება, – ის თუ როგორ უნდა აკეთოს ეს და როგორ მიიღოს სიამოვნება საკუთარი გულუხვობით.


16. სულიერება. აზიარეთ ბავშვი სულიერებას. კარგი იქნება, თუ ისინი მოქმედებისას, მხოლოდ ხორციელი კი არა, სულიერი მოთხოვნილებითაც იხელმძღვანელებენ.


17. სიმართლე. ბავშვებთან ყოველთვის გულწრფელი იყავით. ასე ბავშვებიც ისწავლიან გულწრფელობას. გარდა ამისა, ამ საქციელით მათ აგრძნობინებთ, რომ თქვენი ნდობა შეიძლება, რომ თქვენთან ისინი უსაფრთხოდ არიან.


18. იმედი. იმედი ადამიანს ყველაზე რთულ მომენტში ეხმარება, ამხნევებს და ძალას აძლევს. ბავშვმა უნდა იცოდეს, რომ მუდამ უნდა ჰქონდეს იმედი და უკეთესის მოლოდინი, ის რომ გამოუვალი მდგომარეობა არ არსებობს.


19. შეცნობის სიყვარული. სკოლაში ცოდნის შეძენის და კარგი ნიშნების სიყვარულთან, ამ სიყვარულს საერთო არაფერი აქვს – ბავშვებს სამყაროს შეცნობის სიყვარული ჩაუნერგეთ.


20. ოპტიმიზმი. ეს ის არის, რაც ადამიანს წარმატების მოპოვებაში ეხმარება და ამ სამყაროს უკეთესობისკენ ცვლის. აუხსენით ბავშვს, რომ ყველა დაღმართს აღმართი მოჰყვება და რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი.


21. კალთაში ჩასმა. ბავშვისთვის ეს ყველაზე საუკეთესო, ყველაზე მყუდრო ადგილია მსოფლიოში!


22. ოჯახის და ურთიერთობის ერთგულება. მეუღლის ერთგულება და პატივისცემა — ყოველი ადამიანის გონების, გულის და სულის საქციელია. ბავშვები კი ამ ყველაფრისადმი ძალიან მგრძნობიარენი არიან.


image

არხის სხვა სიახლეები:


* არქეოლოგების მიერ აღმოჩენილი, ყველაზე იდუმალი ცივილიზაცია

* ერაყში აღმოჩენილი უძველესი არტეფაქტი და იდუმალი იარაღი

* 13 საინტერესო ფაქტი, ძილის და სიზმრების შესახებ

* ელდორადო ანუნაკების რეზიდენცია იყო?!

* ირმის ნახტომის საიდუმლო – სად დაიბადა ჩვენი მზე?

* საახალწლო დესერტი "ზამთრის მანდარინი"

* მეცნიერი, რომელიც ჩამოხრჩობას სწავლობდა და ექსპერიმენტებს საკუთარ თავზე ატარებდა

* 10 გამოცანა ლოგიკური აზროვნების შესამოწმებლად (პასუხები აქვს)



0
186
1-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
186
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0