x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
13 საინტერესო ფაქტი ძილის და სიზმრების შესახებ

რა დროს ვხარჯავთ ძილზე მთელი ცხოვრების მანძილზე? ძილი ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, მაგრამ რა ვიცით მის შესახებ? ძილი და სიზმრები ჩვენი ცხოვრების მხოლოდ განუყოფელი ნაწილი კი არა, ყველაზე შეუცნობელი ნაწილიც არის, რომლის შესახებ, არც თუ ისე ბევრი რამ არის ცნობილი. აქ წარმოგიდგენთ ზოგიერთ ფაქტს, რომელიც ძილს და სიზმრებს უკავშირდება:


image


1. ფერადი თუ შავ–თეთრი? რა ფერებში ვხედავთ სიზმრებს? ამ ბოლო დროს, მეცნიერების მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად დამტკიცდა, რომ მხედველობის მქონე ადამიანების 12 % სიზმრებს შავ-თეთრ ფერებში ხედავს. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, განსხვავებული იყო სიტუაცია ფერადი ტელევიზორის გამოჩენამდე, ანუ ტელევიზორმა ჩვენი სიზმრები გააფერადა. 1960-1970 წლებამდე, ადამიანების უმრავლესობა, სიზმრებს შავ-თეთრ ფერებში ხედავდა.


2. მოკლე მეხსიერება. გაღვიძების პირველ წუთებში, ადამიანს სიზმარი მცირე დეტალებშიც კი ახსოვს. მაგრამ, საკმარისია 5 წუთი გავიდეს, რომ სიზმრის ნახევარი ავიწყდება, ხოლო 15 წუთის შემდეგ – სიზმრის 10% ძლივს იხსენებს.


3. სიზმრებისთვის განწირულები. ყველა ჯანმრთელი ადამიანი სიზმრებს ხედავს. ჩვენ, ხშირ შემთხვევაში, გვავიწყდება სიზმრები და ვფიქრობთ, რომ არ ვხედავთ მათ. მხოლოდ ადამიანები, გარკვეული ფსიქიკური გადახრებით, არ ნახულობენ სიზმრებს.


4. კარგი მადა. უძილობა მხოლოდ ძალების დაკარგვას და გაღიზიანებას კი არა, ლეპტონის დეფიციტსაც იწვევს, რაც მადის მომატების წინაპირობა არის.


5. ემოციები. ემოციური მდგომარეობა, რომელსაც სიზმრებში განვიცდით, უფრო ხშირად, შფოთთან არის კავშირში, ვიდრე სიხარულთან. ჩვენ ბედნიერები უფრო იშვიათად ვიღვიძებთ, ვიდრე დათრგუნულები და უბედურები.


6. სიზმრებს ცხოველებიც ხედავენ. ცხოველებზე ჩატარებული უამრავი ექსპერიმენტი ამტკიცებს, რომ ისინიც ხედავენ სიზმრებს. ამაში რომ დავრწმუნდეთ, ენცეფალოგრამა და ტომოგრამა საჭირო არ არის –მძინარე ცხოველზე დაკვირვებაც საკმარისია.


7. რამდენიმე სიზმარი 1 ღამეში. ჩვენი ქვეცნობიერი საშუალებას გვაძლევს, რომ ერთი ღამის მანძილზე, რამდენიმე (4-7) სიზმარი ვნახოთ.


8. ხანმოკლე და ხანგრძლივი ძილის შედეგი. ადამიანები, რომლებსაც ღამის მანძილზე 4 საათი და უფრო ნაკლები და ისინი, ვისაც 9 საათი და უფრო მეტი სძინავთ, ხშირად, უდროოდ მიდიან ამ ქვეყნიდან.


9. ბავშვის გავლენა ძილზე. ყველა ბავშვი, 2 წლის ასაკამდე, მშობლებს 6 თვის ძილს ართმევს.


10. უძილობა. მამაკაცებს უძილობა უფრო ნაკლებად აწუხებთ, ვიდრე ქალებს. სუსტი სქესის წარმომადგენლები 2-ჯერ უფრო ხშირად იტანჯებიან ამ მხრივ, ვიდრე ძლიერი სქესის.


11. არასაკმარისი ძილი. არასაკმარისი ძილი ნეგატიურ გავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობაზე, განსაკუთრებით ორგანიზმის უნარზე, წინააღმდეგობა გაუწიოს ავთვისებიანი პროცესები. არასაკმარისი ძილის შემთხვევაში, მასში მცირდება მელატონინის დონე, რომელიც სიმსივნის უჯრედების ბლოკირებას ახდენს.


12. ძილი – ჩვენი ცხოვრების 1/3 ნაწილს შეადგენს. ადამიანი თავისი სიცოცხლის 25-30 წელს ძილში ატარებს... და აქ ისმის კითხვა:


13. დავიძინოთ თუ არა? – ეს რა თქმა უნდა, რიტორიკული კითხვაა. მაგრამ, მაინც გავარკვიოთ, რაში გვჭირდება ძილი?


ადამიანის გარდა, ძილი ნებისმიერი ძუძუმწოვარს, ქვეწარმავალს, თევზს, ფრინველს და ზოგიერთ მწერს ესაჭიროება. ცხოვრების წესის მიხედვით, ძილის წეს-ჩვეულება განსხვავებულია. ფაუნის ზოგიერთ წარმომადგენელს ძილი შეუძლია ფეხზე დგომით (ცხენი), ცურვით (მცურავი ცხოველები), თავდაყირა (ღამურა) და ფრენის დროსაც კი (ფრინველები გადაფრენისას). ზოგიერთები იმასაც ახერხებენ, რომ თავის ტვინის ნახევარსფეროების მონაცვლეობით იძინებენ (დელფინები).

ძილის დიდი მნიშვნელობა და აბსოლუტური აუცილებლობა თუნდაც იმით მტკიცდება, რომ საკვების გარეშე ადამიანს შეუძლია 1 თვე და მეტხანს იარსებოს, ხოლო უძილობა ორგანიზმში შეუქცევად პროცესებს და 5–7 დღის შემდეგ, ლეტალურ შედეგს იწვევს. თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ადამიანს ჯანმრთელობის პრობლემები უძილობის I დღიდან ექმნება (დაღლილობის შეგრძნება, ყურადღების დაქვეითება და გულმავიწყობა) და რაც დრო გადის, მდგომარეობა სულ უფრო მეტად რთულდება, – ერღვევა მოძრაობის კოორდინაცია, უქვეითდება მხედველობა და მეტყველების უნარი, აქვს გულისრევის შეგრძნება... III დღეს გონება ისე ერევა, რომ ჰალუცინაციას და რეალობას ერთმანეთისგან ვეღარ არჩევს, ხოლო VI დღეს – კიდურების კანკალი ეწყება, დროდადრო გონებას კარგავს და შეშლილივით იქცევა.

და აქ ისმის კითხვა: ისეთი მნიშვნელოვანი რა ხდება ჩვენს «არამენტალურ მდგომარეობაში», რომ ამხელა გავლენას ახდენს უძილობა ჯანმრთელობაზე?

საერთოდ, ძილთან დაკავშირებული საკითხები ბოლომდე არ არის შესწავლილი. თუმცა, ფიზიოლოგიურ დონეზე, ყველაფერი გარკვეულია და დასმულ კითხვაზე პასუხი რთული არ არის:


I. დასვენება და ორგანიზმის აღდგენა. ძილის დროს, ნივთიერებათა სინთეზის პროცესი აღემატება მის დაშლის პროცესს. ხდება სიფხიზლეში დახარჯული მაკროერგული ნივთიერებების (მაგ., ატფ და გლიკოგენი) დონის შევსება.


II. ინფორმაციის გადამუშავება. ტვინი, სრულიად თავისუფლდება ადამიანის აქტიურობის და მისი გაცნობიერებული ქმედებების უზრუნველყოფისგან და ახდენს დღის მანძილზე მიღებული უზარმაზარი ინფორმაციის გადამუშავებას, დახარისხებას და «თაროებზე» განთავსებას.

ამის წყალობით, ადამიანმა ძილში შეიძლება გარკვეული პრობლემის მოგვარების გზა იპოვოს, შექმნას ლექსი, მუსიკა ან სამეცნიერო აღმოჩენა გააკეთოს.


III. ტვინის მიმდინარე გასუფთავება. ერთ-ერთი თეორიის თანახმად, ტვინის უჯრედების ტოქსიკური ნივთიერებისგან გათავისუფლება სწორედ ძილის დროს ხდება, რაც მეტად მნიშვნელოვანია ნეირონების და თავის ტვინის ფუნქციონირებისთვის.


IV. იმუნიტეტი. არსებობს დადასტურებული მონაცემები, რომ ძილის დროს იმუნური სისტემის გააქტიურება ხდება. კერძოდ, იზრდება დამცავი უჯრედების T-ლიმფოციტების და იმუნოგლობულინების (ანტისხეულები) სინთეზის დონე.


ასე, რომ, ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი, ჯანმრთელობის შენარჩუნებისთვის, ძილია, რაც აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ მოზარდების და აბიტურიენტების მშობლებმა.


image

არხის სხვა სიახლეები:


* მზის სისტემაში ახალი აღმოჩენა, ასტრონომების შეშფოთების მიზეზი გახდა

* ირმის ნახტომის საიდუმლო – სად დაიბადა ჩვენი მზე?

* ოქროს ელდორადო ანუნაკების რეზიდენცია იყო?!

* როგორი იყო მსოფლიო 110 წლის წინ? – 1912 წლის 25 ფერადი ფოტო

* ახალგაზრდული იერის 8 საიდუმლო

* პატარა ხრიკები მხოლოდ ქალბატონებისთვის – რას გვირჩევენ მოდის ექსპერტები?

* ობიექტივშია მსოფლიო – ნოემბრის თვის საუკეთესო 30 ფოტოსურათი



1
1265
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
1265
  
2023, 20 იანვარი, 22:34
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სექსის გაცნობის საუკეთესო საიტზე --- www.Top24.pw
0 1 1