x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134531
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508586
მზის სისტემაში ახალი აღმოჩენა, ასტრონომების შეშფოთების მიზეზი გახდა

ასტრონომთა ჯგუფი შეშფოთებულია მზის ირგვლივ აღმოჩენილი «მოჩვენებითი ნათების» გამო, რომელიც აბსოლუტურად შავ კოსმოსურ სივრცეს «აფუჭებს». ეს ანომალია, ტელესკოპი NASA/ESA «ჰაბლი»–ის მიერ გადაღებული, 200 000–მდე ფოტოს საფუძვლიანი კვლევის შედეგად აღმოაჩინეს.


image


მათი გათვლები SKYSURF პროექტის ფარგლებში შესრულდა და აღწერილია The Astronomical Journal და The Astronomical Journal Letters–ში გამოქვეყნებულ სტატიებში. იმის გათვალისწინებით, რომ არსებობს კარგად დოკუმენტირებული «ზოდიაქოს სინათლე», რომელიც წარმოიქმნება პლანეტების, ვარსკვლავების, გალაქტიკების და პლანეტათაშორისი მტვრის ნათებისგან, უნდა აღინიშნოს, რომ მოჩვენებითი ნათება, როგორც მეცნიერები ამტკიცებენ, არავითარ კავშირში არ არის ჩვენთვის უკვე ცნობილ სინათლის წყაროებთან.

NASA–ს ასტრონომების მტკიცებით, ნათება ძალიან სუსტია, მაგრამ ის არსებობს და თანაბრად აღწევს კოსმოსის ბნელ სივრცეში. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ეს ნამდვილი ანომალიაა, რომელმაც ბევრი მეცნიერის ინტერესი გამოიწვია.

უცნაური ნათება, ასტრონომების აზრით, შესაძლოა გამოწვეული იყოს მტვრის გიგანტური სფერული სტრუქტურით. რომელიც ჩვენს მზის სისტემაში იმალება. მზის სინათლე, რომელიც მტვრიდან აირეკლება, მისი ნათების მიზეზი ხდება — ვარაუდობენ მეცნიერები.

2021 წ. NASA–ს კოსმოსურმა აპარატმა — «ახალი ჰორიზონტები», ასევე აღმოაჩინა ანალოგიური, აუხსნელი ნათება, რომლის წყარო, სავარაუდოდ უფრო შორს არის.

«თუ ჩვენი კვლევის შედეგები სწორია, — ეს იმას ნიშნავს, რომ მზის სისტემაში, მზის გარდა, დამატებითი სინათლის წყაროა. ეს შეიძლება იყოს, რაღაც ახალი სისტემა, მაგრამ აქამდე საკმარისი რაოდენობის კვლევა არ ჩატარებულა» — განაცხადა ტიმ კარლტონმა (Tim Hunter), არიზონას სახელმწიფო უნივერსიტეტის (ASU) ასტრონომმა და კვლევის ერთ–ერთმა ავტორმა.

ამჟამად, მთელი ყურადღება NASA–ს კოსმოსური ტელესკოპებზე — ჯეიმზ ვებზე (JWST) და «ჰაბლზეა» მიპყრობილი... და რადგან, უჩვეულო ნათება უკვე აღმოჩენილია, შესაძლოა სხვა ტელესკოპები და სახმელეთო ობსერვატორიები, მალე ჩაერთონ აღნიშნული საიდუმლოს ამოხსნის მცდელობაში.


image

არხის სხვა სიახლეები:


* როგორი იყო მსოფლიო 110 წლის წინ? – 1912 წლის 25 ფერადი ფოტო

* როგორ შევარჩიოთ სამოსი? – წესები ქალბატონებისთვის (სამოსის შერჩევა სხეულის ტიპის მიხედვით)

* ახალგაზრდული იერის 8 საიდუმლო

* პატარა ხრიკები მხოლოდ ქალბატონებისთვის – რას გვირჩევენ მოდის ექსპერტები?

* გულისამაჩუყებელი იგავი, რომელიც ყველა ჩვენგანს ეხება

* ამ ვირთხამ ათასობით ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა

* "მფრინავი ქვები" და ელექტრო დენი ძველ ეგვიპტეში

* რეალისტური გრაფიტები – ფრანგი მხატვრის 15 წარმოუდგენელი ნახატი


1
719
1-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
719
  
2022, 20 დეკემბერი, 22:47
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1