x
image
ოტი
სექს თერაპიის მნიშვნელობა პრობლემური სქესობრივი კონტაქტისას

imageსექს თერაპია ფსიქოთერაპიის სახეობაა, რომელიც ხორციელდება ფსიქოლოგის, თერაპევტის ან ისეთი ლიცენზირებული სპეციალისტის მიერ, რომელიც მზადაა გასცეს პასუხი ნებისმიერ კითხვას სექსუალურ პრობლემებზე. სექს თერაპია ეხმარება ადამიანებს არა მხოლოდ სექსუალური პრობლემების, არამედ წყვილის ურთიერთობის საკითხების მოგვარებაშიც. სექს თერაპია იძლევა რეკომენდაციას თუ როგორ უნდა შეიცვალოს სქესობრივ კონტაქტთან დაკავშირებული ქცევა, რომპარტნიორები პასუხისმგებლობით მოეკიდნონ პრობლემურ საკითხებს მაშინაც კი, როდესაც იგი გამოწვეულია ფიზიკური მიზეზებით; უმჯობესია წვილებს შორის იყოს ღია საუბარი სქესობრივ კონტაქტთან დაკავშირევით;აუცილებელია შეიცვალოს სქესობრივ კონტაქტთან დაკავშირებული ყველა ნეგატიური განწყობა;ისწავლონ სქესობრივი კონტაქტის სწორი ტექნიკა;არსებობს სქესობრივი პრობლემების სხვადასხვა მიზეზი;გამოიყენება სხვადასხვა ფსიქოლოგიური ტესტები.ინფორმირდნენ წყვილები იმ ბიოლოგიური ცვლილებების შესახებ, რომელიც თან ახლავს ასაკის მატებას;სექს თერაპია იძლევა კონკრეტულ დარიგებებს სქესობრივი სიამოვნების მიღწევისათვის;


სექს თერაპიის საფუძველზე შესაძლებელი ხდება ისეთი საკითხების განხილვა, როგორიცაა :სექსუალური სურვილები თუ აგზნებადობა;სექსუალური ორიენტაცია;ძალადობითი სექსუალური ქმედებები; ერექციული დისფუნქცია;ძალიან სწრაფი ეაკულაცია (სპერმის ნაადრევი გადმოსროლა);ორგაზმის მიღწევასთან დაკავშირებული პრობლემები (ანორგაზმია);ტკივილი სქესობრივი კონტაქტის დროს (დისპარუნია);ინტიმური საკითხები ერექციული დისფუნქციისა და ქრონიკული მდგომარეობის დროს;სქესობრივი ტრავმები.


თავდაპირველად შესაძლოა უხერხული იყოს საუბარი სქესობრივ კონტაქტთან დაკავშირებულ პრობლემებზე, თუმცა კვალიფიციური სამედიცინო თერაპევტი ღია საუბრისას ზუსტ რეკომენდაციას იძლევა ამ საკითხებზე. თერაპიის საშუალებით შესაძლებელი ხდება პრობლემების სიზუსტით გადმოცემა, უკეთ ხდება როგორც საკუთარი, ასევე პარტნიორის სექსუალური მოთხოვნილებების გაგება.სექს თერაპევტი ხშირად იძლევა სხვადასხვა რეკომენდაციას. ზოგიერთ შემთხვევაში წყვილები საჭიროებენ სექსუალური დავალებების შესრულებას, მაგალითად:სქესობრივი კონტაქტის შენელება და ყურადღების კონცენტრირება შეგრძნებებზე, რომელიც ახლავს სქესობრივ ურთიერთობას;ვიდეოფილმების ყურება, სადაც ისწავლება სქესობრივი ქცევის ტექნიკა;პარტნიორთან ურთიერთშეთანხმებით ცვლილებების შეტანა სქესობრივ კონტაქტში;გასათვალისწინებელია ისიც, რომ სქესობრივ კონტაქტთან დაკავშირებული პრობლემები ხშირად გამოწვეულია სტრესით, შფოთით, დეპრესიით და ა.შ. ზოგიერთ შემთხვევაში ფუნქციის დარღვევა გამოწვეულია სხვადასხვა ქრონიკული დაავადებებით, პრეპარატების გვერდითი ეფექტებით, ქირურგიული ჩარევით ან ორგანიზმის ბიოლოგიური დაბერებით.


ამრიგად, სექს თერაპია საჭიროებს ნდობის ჩამოყალიბებას თერაპევტსა და პაციენტს შორის, რათა მკურნალობა იყოს მაქსიმალურად ეფექტური. თოთოეულ დეტალს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სექსუალური პრობლემების დაძლევაში.

0
258
1-ს მოსწონს
ავტორი:ოტი
ოტი
258
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0