x
image
ოტი
რამზან კადიროვი - ჩეჩენი ერის გადამრჩენელი თუ უბრალო მოღალატე

imageრამზანის მიღწევად ბევრი თვლის ჩეჩენი ერის გადაშენებისგან გადარჩენას, თუმცა არსებობს მთელი რიგი ფაქტები რომელიც ამ თეორიას უარყიფს. პირველია ის რომ რუსეთის არმია ჩეჩნეთში ეთნიკური წმენდისთვის არ შესულა, ეს ერთი შეხედვით საკმაოდ მრავლისთქმელი არგუმენტი უნდა იყოს, მაგრამ სამწუხაროდ არ არის და ამიტომ გვიწევს ყველაფრის დეტალებში განხილვა. კადიროვების ოჯახი რუსეთის მხარეს გადავიდა 1999 წელს, ჩეჩნეთის მეორე ომის დაწყებისთანავე, მაშინ ჩეჩნების გადაშენების ნიშან-წყალი არ არსებობდა (ეგ საერთოდ არ არსებობს, მაგრამ რომც არსებობდეს, 1999 შესამჩნევი ვერ იქნებოდა), ეს ყველაფერი რომ დავივიწყოთ, იმისთვის ხომ გადავიდა რომ საკუთარი ნაცია გადაერჩინა, მერე რით მიახერხა ეს? ომი 10 წელი გაგრძელდა, რატომ ვერ შეძლო კადიროვმა მისი შეჩერება? ჩეჩნეთის დიქტატორი 2007 წელს გახდა, ორ წელიწადში კი ომი დამთავრდა რაც ბუნებრივია რამზანის დამსახურებაც არის, თუმცა არ დამთავრებულა კონფლიქტი. 2009-2017 წლებში უკვე მთლიან ჩრდ.კავკასიაში, მუსლიმი რადიკალები ებრხოდნენ მოსკოვს, მიუხედავად იმისა რომ მაშტაბი ისეთი აღარ იყო და ეს აჯანყება რუსეთის მმართველობას ამ რეგიონში საფრთხეს არ უქმნიდა, ბრძოლა მაინც მიდიოდა, თან ამ კონფლიქტის მსხვერპლთა რიცხვი, არ არის მცირე, დაახლოებით 5000 კაცზეა ლაპარაკი. ამ ბრძოლაში ჩეჩნებმაც დიდი დანაკარგი განიცადეს, მაგალითად ამ მოვლენების დროს მოხდა ჩეჩენი მეომრის, დოკუ უმაროვის განეიტრალება, რომელიც სოჭის ოლიმპიადის ჩაშლითაც კი იმუქრებოდა. თითოეულ რესპუბლიკაში, ექსტრემისტებს სხვადსხვა მეთაურები ყავდათ, დღესდღეისობით თითქმის ყველა მკვდარია, გამონაკლისი არც ჩეჩნეთი იყო, სადაც რუსებმა მეთაურებიდან ხუსეინ გაკაიევი, მუჰანადი, აბდულა კურდი, სუპიან აბდულაიევი მოკლეს, მხოლოდ ტარხან გაზიევი გადარჩა ცოცხალი, რომელიც ტყვედ ჩაიგდეს. როგორც ხედავთ ბრძოლა გაგრძელდა, მაგრამ ჩეჩენი ერი არ გადაშენებულა. თან იმას მართლა ვერ ვხვდები, სად გამოიხატა ჩეჩნების გადარჩენა, ავტორიტეტი კადიროვებს ისედაც ჰქობდათ, მაგრამ სიტყვაზე კადიროვი რომ მეთაური ყოფილიყო ჩეჩნეთის, ოღონდ დამოუკიდებელი ჩეჩნეთის და თავად რომ გაეფორმებინა კაპიტულაცია მსხვერპლის თავიდან ასაცილებლად, მაშინ ხომ ძალიან დამაჯერებელი იქნებოდა ეს თეორია, მაგრამ რეალობაში იგი რუსებმა მოიყვანეს სათავეში, ასევე თავად იგი დაეხმარა კრემლს ყველა ამბოხებულის მოკვლაში და ასე დაამყარა მშვიდობა, ეს ხალხი თითქმის ყველა რომ დახოცა, ზოგი ციხეში მაინც გაეშვა, დემოგრაფიაზე ზრუნვის მიზნით. რეალურად, ის რაც რუსებმა გააკეთეს კადიროვის გარეშეც შეძლებდნენ, დახოცეს ვინც პრობლემას უქმნიდათ და მორჩა. კადიროვმა რა ქნა საერთოდ განსხვავებული? ბოლო-ბოლო რადიკალიზმის გავლენის შეჩერება მაინც შეძლო? რამდენიც არ უნდა ილაპარაკონ, ჩეჩნებიც ჩვეულებრივი ხალხია და რატომ ვამბობ ამას, ბევრს გონია 10-დან 9 კაცი ან ყველა იბრძოლებდა გამონაკლისის გარეშე, მერე ყველა მოკვდებოდა და ასე გადაშენდებოდნენ ჩეჩნები რომ არა კადიროვი, რაც სრული სიცრუეა, ისტორიაში არ არსებობს არც ერთი მაგალითი, მაგნაირს უბრალოდ ვერ ნახავთ, რომ ყველა ადამიანი, აბსოლიტურად ყველა, გამონაკლისის გარეშე იბრძოდეს ომში, არ არსებობს მაგნაირი მაგალითი. ხოდა იმაზე ლაპარაკი ზედმეტია რომ ეს პროცესი თურმე კადიროვმა შეაჩერა. გროზნოს აღდგენას ვერ დაუკარგავ, მაგრამ ამას აიანიდან ჩამოსული კაციც კი გააკეთებდა, რადგან რუსეთი მის ტერიტორიაზე, დანგრეული ქალაქის ასე დატოვებას ბუნებრივია არ მოისურვებდა, აი სიტყვაზე რუსეთს რომ ჩეჩნეთი სეპარატისტულ სახელმწიფოდ რომ გამოეცხადებინა, როგორც ბევრი და მაშინ აეშენებინა კადიროვს გროზნო, უფრო დასაფასებელი იქნებოდა, რადგან ვხედავთ ხო რაც ხდება აფხაზეთში და სამაჩაბლოში, რა ხდება ინფრასტუქტურის მხრივ, კიდევ ომის კვალი ეტყობა არც მეტი, არც ნაკლები სამთავრობო დაწესებულებას. თუმცა როგორც ავღნიშნე, ეს კარგი გააკეთა და დასაფასებელია, ესეც არა იმგვარად როგორაც ბევრი აფასებს. სხვა საკითხია თავად რამზანი როგორ ზრუნავს ერის გამრავლებაზე, რომელიც თურმე გადაშენების პირასაა მისული. გახსოვთ, არც თუ ისე დიდი ხნის წინ მომხდარი ფაქტი, როცა ამერიკამ მას სანქციები დაუწესა, ამ უკანასკნელმა კი, იარაღის მთელი არსენალის ფონზე თქვა რომ გამიწვევა მიღებულია. ამნაირი კაცი ბუნებრივია, თეთრი მტრედის პოლიტიკას არ გაატარებს და ასეცაა, ჩეჩნები აქტიურად მონაწილეობენ რუსეთის მიერ წარმოებულ ომებში, მაგალითად ისინი შემჩნეულები არიან, დონბასის კონფლიქტში სეპარატისტების მხარდაჭერასა და უკრაინის წინააღმდეგ ბრძოლაში, ასევე სირიის სამოქალაქო ომში და იქ არ კვდებიან? არ მიექანებიან გადაშენებისკენ?.

0
683
2-ს მოსწონს
ავტორი:ოტი
ოტი
683
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0