ქალი და მამაკაცი ქალი და მისი სამუშაო 2013, 18 მაისი, 14:18 მამაკაცების უმრავლესობას არ უყვარს, როცა ცოლი მუშაობს.მართალია ამ საკითხისადმი მიდგომა 21-ე საუკუნეში მკვეთრად შეიცვალა, მაგრამ გულის სიღრმეში თითქმის ყოველ მეორე მამაკაცს ურჩევნია მეუღლე სახლში იყოს და ოჯახური საქმიანობით იყოს დაკავებული. ფსიქოლოგები ასეთ მამაკაცებს ურჩევენ ნუ შეუშლიან ხელს ცოლებს გამოავლინონ შინაგანი პოტენციალი. როცა ქალი სახლში ზის და არ მუშაობს მასთან ურთიერთობაც უინტერესო ხდება. მნიშვნელობა არ აქვს ადამიანის სქესს, საყვარელი საქმე ყველას სჭირდება. რა თქმა უნდა არ არის აუცილებელი ყველა ექიმი არქიტექტორი ან იურისტი იყოს, თუ ადამიანს შესაძლებლობების გამოვლენის საშუალება არ მიეცემა იგი დაკომმპლექსდება და შესაძლოა არასრულფასოვნების სინდრომიც გაუჩნდეს. საზოგადოებრივი საქმიანობით დაკავებული ქალი რომელიც აქტიური ცხოვრებით ცხოვრობს, ნაკლებად ჭირვეულია, იმ მარტივი მიზეზით რომ პრეტენზიებისთვის არ სცალია. საქმიანი ქალი ოჯახის წევრებისგან პატივისცემას მოწიწებას იმსახურებს, მაგრამ ქალი უნდა ეცადოს იპოვოს ოქროს შუალედი, რათა საქმეს ზედმეტად არ გადაჰყვეს და მეუღლის გულისწყრომა არ დაიმსახუროს. თუ ქალი ზედმეტად გაიტაცა კარიერამ მამაკაცი მის მიმართ ინტერესს ისევე დაკარგავს, როგორც დღედაღამ ქურასთან მდგომი, წინსაფრიანი დიასახლისის მიმართ. ქალი ყოველთვის ქალად უნდა დარჩეს, ნაზ მგრძნობიარე არსებად , თუ ზოგჯერ წაიზარმაცებს ან წაისულელებს, მას ამ სისუსტეს უფრო ადვილად აპტიებენ, ვიდრე სიბრძნეს ან ფილოსოფოსობას. გონიერმა ქალმა იცის როგორ შეუთავსოს ერთმანეთს საქმე და ოჯახი. 116 10-ს მოსწონს
|