ქალი და მამაკაცი კახი კავსაძის მოგონებიდან."დიდებული ადამიანი" 2021, 1 იანვარი, 17:40 ბელასათვის ჩემს სიცოცხლეში არ მითქვამს "მე შენ მიყვარხარ" მეთქი - ისე ვიქცეოდი, რომ ლოგიკურად ასე უნდა ეფიქრა. მესამე კურსზე ვიყავი, როცა უცებ ბელა შევნიშნე ინსტიტუტის დერეფანში, მახსოვს გურანდა გაბუნიას ელაპარაკებოდა და რაღაცაზე კისკისებდნენ, გავგიჟდი, და აი იმ დღის მერე ზურიკელა ვაშალომიძის სიკეთისა არ იყოს, სულ მთლად გადარეული დავიარებოდი... (იცინის კახი) არ ვიცი ამას ერთი ნახვით შეყვარება დავარქვა თუ რა, მაგრამ ნამდვილად დავრეტიანდი, არადა იმ დღიდან ჩვენს ერთად ყოფნამდე თორმეტი წელი გავიდა... "დიდებულებს არასოდეს ივიწყებენ". 231 3-ს მოსწონს
|