დედაჩემის ერთდაერთი შვილი ვარ. ის გვიან გათხოვდა და ექიმებმა აუკრძალეს მეტი შვილის ყოლა. თუმცა დედამ მაინც გარისკა და მალე მე ვეყოლე - სანატრელი ვაჟი!
დედა მუშაობას ძალიან ადრე იწყებდა და სამსახურში წასვლამდე უნდა დავეტოვებინა ბაღში, რომელიც ტრამვაის გაჩერებასთან ახლოს იყო. სამსახურში მისვლა რომ მოესწრო, დედა დილის პირველი ტრამვაით მგზავრობდა, რომელსაც მუდამ უცვლელი მძღოლები მართავდნენ. ჩვენ ტრავმაიდან გამოვდიოდით, ის მაცილებდა ბაღამდე, მაბარებდა აღმზდელს, ბრუნდებოდა გაჩერეებაზე და... ელოდებოდა შემდეგ ტრამვაის
რამდენიმე დაგვიანების შემდეგ დედას სამსახურში პრობლემები შეექმნა - შეიძლებოდა დაეკარგა. მხოლოდ მამას ხელფასზე ჩვენი ოჯახი ვერ იცხოვრებდა, გამოსავალი აღარ რჩებოდა - დედამ გადაწყვიტა მარტო გავეშვი ბაღში. 3 წლის ბავშვი.
ყველაფერი პირველივე ცდიდანვე გამოგვივიდა, თუმცაღა ეს წამები ყველაზე გრძელი და რთული აღმოჩნდა ჩვენს ცხოვრებაში. ის ნახევრად ცარიელი ტრამვაიდან ანერვიულებული მიცქერდა, რომ დავენახე, მივაღწიე თუ არა ბაღამდე, სიცივეში, შარფსა და ქუდში შეფუთნულმა 3 წლის პატარამ.
ცოტა ხნის შემდეგ დედამ შეამჩნია, რომ ტრამვაი გაჩერებიდან ძალიან ნელა იწყებდა სვლას და მხოლოდ გარკვეული დროის შემდეგ უმატებდა სიჩქარეს, როდესაც ბაღის ჭიშკარს გადავცდებოდი. ეს ხდებოდა ყოველ ჯერზე. დედა ვერ ხსნიდა ასეთ უცნაურ კანონზომიერებას, მთავარია, ტრამვაიდან კარგად მხედავდა და დარწმუნებული იყო ჩემს უსაფრთხოებაში.
ყველაფერი მხოლოდ რამდენიმე წლის შემდეგ გაირკვა, როცა უკვე წამოვიზარდე და სკოლაში დავიწყე სიარული. ამჯერად უკვე დედასთან ერთად ვმგზავრობდი ტრამვაით. ერთხელაც მძღოლი მომესალმა: " გამარჯობა პატარავ! რამხელა გაზრდილხარ, გახსოვს, როგორ გაცილებდით ბაღამდე მე და დედიკო?!..."
მრავალი წელი გავიდა და ყოველთვის, როდესაც იმ გაჩერების გავლა მიწევს, მახსენდება ჩემი ცხოვრების ეს პატარა ეპიზოდი და გული მითბება იმ სიკეთით, რომელიც ტრამვაის მძღოლს ქალს მიუძღვის ჩვენი ოჯახის წინაშე. ის ყოველდღე, უანგაროდ, აკეთებდა ერთ პატარა კეთილ საქმეს, ოდნავ ანელებდა ტრამვაის მოძრაობას გაჩერებასთან, მისთვის უცნობი ადამიანის, დედაჩემის დასამშვიდებლად.