ქალი და მამაკაცი მოკლედ მოყოლილი დიდი სიყვარულის ისტორიები, რომლებსაც ცრემლების გარეშე ვერ წაიკითხავთ 2022, 19 დეკემბერი, 15:20 1. "დღეს ჩემი ქალიშვილის ჯვრისწერაა. 10 წლის წინ ცეცხლმოკიდებული მანქანიდან ძლივს გამოვიყვანე 14 წლის ბიჭი და დედამისი. ბიჭის გასინჯვის შემდეგ ექიმებმა თქვეს, რომ იგი ვეღარასდროს გაივლიდა".
ჩემს ქალიშვილთან ერთად რამდენჯერმე ვინახულე დედა-შვილი საავადმყოფოში. ბავშვები დამეგობრდნენ. დღეს კი ჯვრისწერა აქვთ და ყველაზე მეტად ის მიხარია, რომ როცა ჩემს გოგონას თითზე ბეჭედს წამოაცმევს, სიძე თავის ფეხებზე მყარად იდგება.
2. "მე ფლორისტი ვარ. დღეს, სანამ მაღაზიას გავაღებდი, კართან სამხედრო მელოდებოდა. მითხრა, რომ ტრადიცია აქვს, ყოველ პარასკევს ცოლს თითო ვარდს ჩუქნის. ახლა კი როცა 1 წლით ავღანეთში მიდის, არ სურს ტრადიცია დაარღვიოს. 52 ცალ ვარდზე გავაფორმეთ შეკვეთა, რომელსაც მისი ცოლი ტრადიციულად პარასკეობით მიიღებს. სამხედროს 50-პროცენტიანი ფასდაკლება გავუკეთე. ასეთი სიყვარული დაფასებას საჭიროებს".
3. "როცა ჩემი 18 წლის შვილიშვილი სკოლის გამოსამშვიდობებელი ბანკეტისთვის ემზადებოდა, გულდაწყვეტილმა ვუთხარი, რომ მე არ წავსულვარ, რადგან არც ერთმა კლასელმა ბიჭმა არ ისურვა ჩემი პარტნიორობა. საღამოს ჩემი შვილიშვილი შინ მეწვია გამოპრანჭული და თავის ბანკეტზე წამიყვანა. არაჩვეულებრივი საღამო გავატარეთ".
4. "როცა 11-წლიანი კომიდან გამოვიდა, გამიღიმა, მაკოცა და მადლობა გადამიხადა იმ ისტორიებისთვის, რომლებსაც ვუყვებოდი და მითხრა, რომ თანახმაა გახდეს ჩემი ცოლი".
5. "შესვენებაზე სკვერში გამოვედი დასასვენებლად და სენდვიჩის საჭმელად. ჩემ წინ მანქანა გაჩერდა, სასიამოვნო ჯაზის ჰანგები ისმოდა ჩაწეული ფანჯრიდან. მანქანიდან მოხუცი მამაკაცი გადმოვიდა და თავის ქალბატონს გადმოსვლაში დაეხმარა. მომდევნო ნახევარი საათი მუხის ქვეშ მშვენიერი ჰანგების ფონზე ცეკვავდა მოხუცი წყვილი". 62 1-ს მოსწონს
|