x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ირმის ნახტომის საიდუმლო – სად დაიბადა ჩვენი მზე?

მზე, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა ვარსკვლავი, ვარსკვლავურ კლასტერში ჩამოყალიბდა. მომავალი ვარსკვლავური ძმებს და დებს, რომლებიც საერთო გაზის ღრუბლიდან იბადებიან, იდენტური ქიმიური შემადგენლობა აქვთ და ამ ფაქტის ცოდნა, ასტროფიზიკოსებს ნებისმიერი ვარსკვლავის დაბადების ადგილის დადგენის საშუალებას აძლევს.


image


ან თითქმის ყველას... დღემდე მეცნიერებმა 100 000–მდე ვარსკვლავი შეისწავლეს, რომლებიც დედამიწიდან 325 სინათლის წელიწადის რადიუსში მდებარეობენ და მხოლოდ 2 ვარსკვლავი აღმოჩნდა ისეთი, რომლის იდენტიფიცირება, მზის «ნათესავებად» შეიძლება. მაგრამ, სად არის ადგილი, სადაც ჩვენი ვარსკვლავი დაიბადა?

დიდი ხნის მანძილზე, მზის დაბადების იდეალურ ადგილად, Messier 67–ის ვარსკვლავური გროვა ითვლებოდა, რომელშიც თავმოყრილი ვარსკვლავები, ქიმიური შემადგენლობითა და ტემპერატურით, ძალიან ჰგვანან მზეს. მაგრამ, რეგიონის უახლესმა კვლევამ და კომპიუტერულმა მოდელირებამ, ეს ვარაუდი უარყო.

თანამედროვე თეორიის მიხედვით კი, მზის ფორმირება, პრაქტიკულად, გალაქტიკის ცენტრში მოხდა, მაგრამ სიცოცხლის დასაწყისში, მისი «გამოდევნა» და გალაქტიკურ მოგზაურობაში გაგზავნა მოხდა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჩვენს ვარსკვლავს შეეძლო, მთელი ცხოვრების მანძილზე, დრეიფზე ყოფილიყო.


image


არც ის არის გამორიცხული, რომ კლასტერი, სადაც მზე დაიბადა, კატასტროფული მოვლენის შედეგად განადგურდა, რომელიც დაახლოებით, 4, 6 მილიარდი წლის წინ მოხდა. ხოლო, გადარჩენილი ვარსკვლავური თანამოძმეები, სხვადასხვა მიმართულებით გაიფანტნენ და საკუთარი პლანეტარული სისტემები შექმნეს.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ სხვა ვარსკვლავების დაბადების ადგილი, ასტროფიზიკოსებს არ გასჭირვებიათ. ხოლო, ჩვენი მშობლიური ვარსკვლავი, ნამდვილი გამოცანა აღმოჩნდა... კვლევები, ამ მიმართულებით, ისევ გრძელდება.


image

არხის სხვა სიახლეები:


* მზის სისტემაში ახალი აღმოჩენა, ასტრონომების შეშფოთების მიზეზი გახდა

* ოქროს ელდორადო ანუნაკების რეზიდენცია იყო?!

* როგორი იყო მსოფლიო 110 წლის წინ? – 1912 წლის 25 ფერადი ფოტო

* როგორ შევარჩიოთ სამოსი? – წესები ქალბატონებისთვის (სამოსის შერჩევა სხეულის ტიპის მიხედვით)

* ახალგაზრდული იერის 8 საიდუმლო

* პატარა ხრიკები მხოლოდ ქალბატონებისთვის – რას გვირჩევენ მოდის ექსპერტები?

* ობიექტივშია მსოფლიო – ნოემბრის თვის საუკეთესო 30 ფოტოსურათი



0
278
1-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
278
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0