x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134530
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
შემწვარი ვაშლის ხვეულები ბლინების ნაცვლად

საუზმისთვის, ბლინების ნაცვლად, შეგიძლიათ უფრო საინტერესო კერძი მოამზადოთ — შემწვარი ხვეული შიგთავსით. ვაშლის ნაჭრებს შეახვევთ ცომში და დაჭრით ხვეულს პატარა ნაწილებად. პატარა ხვეულები გამოდის. საფუვრიანი ცომი, შეწვის დროს კარგად ფუვდება, ფუმფულა და ჰაეროვანი ხდება... და კიდევ, ეს საუკეთესო იდეაა ჩაისთვის.


image


ინგრედიენტები:


ფქვილი — 400 გრ.
მარილი —1 ჩ. კ.
მშრალი საფუარი — 7 გრ. (1 ჩ. კ.)
სოდა — 5 გრ. (ნახევარი ჩ. კ.)
შაქარი — 30 გრ. (3 ჩ. კ.)
კვერცხი — 1 ცალი

რძე — 100 მლ.
ვაშლი — 2 ცალი

ზეთი — შესაწვავად


მომზადება:


I. ღრმა თასში მოათავსეთ კვერცხი, თბილი რძე და შაქარი > ერთმანეთ კარგად შეურიეთ ხელის სათქვეფით > დაამატეთ მშრალი საფუარი და კიდევ ათქვიფეთ > ფქვილს შეურიეთ სოდა და მარილი > ულუფებად დაამატეთ თხევად ნაზავს.image


II. ხელით მოზილეთ რბილი ცომი, რომელიც ხელზე არ მოგეწებებათ > ცომს გადააკარით პოლიეთილენის აპკი > დადგით თბილ ადგილზე 1 სთ–ით.image

III. 1 საათის შემდეგ, გააბრტყელეთ ცომი > გაფცქვენით და ცომზე მოათავსეთ დაჭრილი ვაშლის ნაჭრები > ცომის კიდეებს წაუსვით კარაქი, რომ გადახვევისას, უკეთესად მიეწებოს.image


IV. გააკეთეთ ხვეული.image


V. დაჭერით ხვეული ერთნაირი ზომის პატარა ნაწილებად.image


VI. ჩაასხით ტაფაში საკმარისი რაოდენობის ზეთი, იმდენი, რომ ხვეულების ჩალაგებისას, ნახევრამდე მისწვდეს > ზეთი რომ გაცხელდება, 3–3 წუთით შეწვით ორივე გვერდიდან.image

VII. ტაფიდან ამოღების შემდეგ, ხვეულები სამზარეულოს პირსახოცით შეამშრალეთ და სურვილის შემთხვევაში, შაქარში ამოავლეთ > სუფრაზე მიტანისას, ხვეულები თბილი უნდა იყოს.


image

არხის სხვა სიახლეები:


* მზის სისტემაში ახალი აღმოჩენა, ასტრონომების შეშფოთების მიზეზი გახდა

* როგორი იყო მსოფლიო 110 წლის წინ? – 1912 წლის 25 ფერადი ფოტო

* როგორ შევარჩიოთ სამოსი? – წესები ქალბატონებისთვის (სამოსის შერჩევა სხეულის ტიპის მიხედვით)

* ახალგაზრდული იერის 8 საიდუმლო

* პატარა ხრიკები მხოლოდ ქალბატონებისთვის – რას გვირჩევენ მოდის ექსპერტები?

* გულისამაჩუყებელი იგავი, რომელიც ყველა ჩვენგანს ეხება

* ამ ვირთხამ ათასობით ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა

* რეალისტური გრაფიტები – ფრანგი მხატვრის 15 წარმოუდგენელი ნახატი




3
227
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
227
  
2023, 6 იანვარი, 23:46
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 6 იანვარი, 2:02
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2022, 20 დეკემბერი, 22:51
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 3