საზოგადოება „ამ ბავშვებთან მიმართებით დიდი პასუხისმგებლობა მაქვს“ - ნატალია ქუთათელაძე ქმრის პირველ ოჯახზე 2022, 18 დეკემბერი, 21:38 ტელეკომპანია ფორმულას ეთერში გადაცემა „სთორის“ სტუმარი ეკა მამალაძის შვილი, მომღერალი ნატალია ქუთათელაძე იყო, მან პირადის შესახებ ძალიან გულწრფელად ისაუბრა. ნატალიამ მეუღლის არჩილ ჯაფარიძის პირველი ოჯახის შესახებაც ისაუბრა. . „მას პირველი ქორწინებიდან სამი შვილი ჰყავს, ამ ბავშვებთან მიმართებით დიდი პასუხისმგებლობა მაქვს, რაც მთელი ცხოვრების განმავლობაში გამყვება. დაუმსახურებლად ეტკინათ და ამ წყენაში ჩემი ხელიც ურევია.ყოველთვის მჯერა კარმს, ენერგეტიკის, რომელიც ბრუნავს და ტრიალებს, როცა ეს ნაბიჯი გადავდგი ვიცოდი, რომ რაღაც უკან დაბრუნდებოდა“ - ამბობს ნატალია ქუთათელაძე თავის პირადზე საუბრისას. . 90 შეფასება არ არის
|