x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
ადამიანი რომელიც სიკვდილს ლოთობამ გადაარჩინა, კიდევ ერთი გადარჩენილი "ტიტანიკიდან"
image
ბრიტანელ მცხობელს ჩარლზ ჯოკინსს ჰქონდა ჰობი-დალევა და რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს სწორედ ალკოჰოლური სასმელის სიყვარულმა გადაარჩინა ის სიკვდილს.


რაც მართალია-მართალია, ჩარლზ დალევა კი უყვარდა, მაგრამ თავისი საქმის პროფესიონალი იყო და როცა "ტიტანიკი" წყალში ჩაუშვეს, ჩარლზი გემზე მთავარ მცხობელად მიიწვიეს და საკუთარი კაიუტაც მისცეს.


ჩარლზი სამუშაოსგან თავისუფალ დროს კაიუტაში მის განკარგულებაში არსებული ალკოჰოლური სასმელებით თავის ხვაშიადს ისწორებდა.
იმ ავბედით ღამესაც, როცა "ტიტანიკი" აისბერგს დაეჯახა, ჩარლზი თავის კაიუტაში ვისკს წრუპავდა. როგორც კი გაიგონა დაჯახებიხ ხმა მაშინვე კაიუტიდან გამოვიდა და გემბანს მიაშურა, თან ვისკით სანახევროდ სავსე ბოთლიც წაიმძღვარა. მოკლე ხანში გემის კაპიტნის სმიტის ბრძანებაც გაისმა, წყალში ჩაეშვათ სამაშველო ნავები და განგაშის გაწერილი სქემის თანახმად ჩარლზმაც იმ ნავს მიაშურა რომლის მეთაურობაც მას ჰქონდა აღნიშნული სქემით ჩაბარებული.


ჩარლზი მოხუცებს, ქალებს და ბავშვებს დაეხმარა ნავში ჩასხდომაში, მაგრამ თავად არ ჩამჯდარა ნავში, თავისი ადგილი ახალგაზრდა მცხობელს დაუთმო. თავად კი უკვე დაცლილი ვისკის ბოთლი ოკეანეში გადააგდო და მარაგის შესავსებად თავის კაიუტას მიაშურა.



გემზე გაჩენილი პანიკის მიუხედავად ჩარლზს წამითად არ დაუკარგავს სიმშვიდე, როცა გემიდან ყველა ნავი ჩაუშვეს, ჩარზლმა გემბანიდან შეზლონგების მოხსნა დაიწყო და ოკეანეში გადააგდო ბოლო შეზლონგამდე, ამ შეზლონგებმა უამრავი ადამიანი გადაარჩინა სიკვდილს.


უკვე საკმაოდ დაღლილი და მთვრალი ჩარლზი ისევ დაბრუნდა ჯერ თავის კაიუტაში, შემდეგ კი სამზარეულოში, საიდანაც ვისკის რამდენიმე ბოთლი და საკვები პროდუქტის მარაგი გამოიყოლა, თან ხელს საკმაოდ მოზრდილი თავმოხდილი კასრიც გამოაყოლა და ოკეანეში ჩააგდო სწორედ მაშინ როცა გემმა ოკეანის ტალღებში ბოლომდე "ჩაყვინთა", საბედნიეროდ გემის ჩაძირვას მორევის წარმოქმნა არ გამოუწვევია და ამან გადაარჩინა ჩარლზი.


გემის მთავარი მცხობელი 4 საათის განმავლობაში იჯდა კასრში ისე, რომ თმაც კი არ დასველებია. მიირთმევდა პროდუქტს და აყოლებდა ხარისხიან სასმელს. როცა მაშველები მივიდნენ ჩარლზი უკვე ბოლომდე იყო მთვრალი, მაგრამ არც პანიკაში იყო და არც ფხიზელ აზროვნებას კარგავდა.


ერთი სიტყვით ცივ და სუსხიან გარემოში მოხვედრილი ადამიანი ალკოჰოლური სასმელის ჭარბმა დოზამ გადაარჩინა სიცივით სიკვდილს.


იმ დღის შემდეგ ჩარლზმა რამდენიმეჯერ მოიარა მსოფლიო, ორჯერ მოხვდა საზღვაო კატასტროფაში, მაგრამ ორივეჯერ გადარჩა და სამუშაოს აგრძელებდა.
ლოთობის მოყვარული მცხობელი 78 წლის ასაკში გარდაიცვალა.

imageimage





0
128
4-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
128