x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
"მესმოდა როგორ გეგმავდნენ ჩემს მოკვლას, ან წამალი გავუკეთოთ ან ჩამოვკიდოთო"-გიორგი გაბედავა

image„ქართული მარში - ეროვნული მოძრაობის“ წევრი გიორგი გაბედავა ფეისბუქზე პოსტს აქვეყნებს და იმ პერიოდს იხსენებს, როდესაც სააკაშვილის რეჟიმის დროს აწამეს:



"სააკაშვილის რეჟიმი რომ ყვაოდა, მაშინ პოლიციის სამმართველოში მაწამეს 18 წლის ბიჭი, იმის გამო, რომ 12 წლის ბავშვის ცემაზე შენიშვნა მივეცი პოლიციელს. 4 საათი სკამზე დაბმულს მირტყამდნენ მხოლოდ და მხოლოდ თავში. მესმოდა როგორ გეგმავდნენ ჩემს მოკვლას, ან წამალი გავუკეთოთ ან ჩამოვკიდოთო. მერე ნახეს საპატრიარქოს ტელევიზიის რეჟისორი რომ ვიყავი საფულეში და აუტყდათ ჟიმჟიმი. მაშინ არცერთ იმ ადამიანს ამოუღია ხმა, ვინც ეხლა მთხოვს რომ მიშა მეცოდებოდეს, მიშა რომლის რეჟიმმა არაერთხელ მაწამა სიმართლის გამო!!! გაეროს წარმომადგენლობამ გაიგო, პიტერ სემნები აღფოთებას ვერ მალავდა ჩემს საქმეზე, მაგრამ დღემდე დაუსჯელია ყველა ის პოლიციელი, ყველა ეს პოლიციელი დღეს ნაცმოძრაობის აქტივისტები არიან... ამიტომ ნუ მთხოვთ მიშა შემეცოდოს!!! ჩემხელა ბიჭები მიწაში ჩააწვინა ამ ავადმყოფის რეჟიმმა და მაშინ ხმის ამოღებისაც გეშინოდათ და ეხლა გახდით სოლიდარობის ღმერთები??? მიშას დროს სად იყო თქვენი სოლიდარობა???"-წერს გაბედავა.
image
image

image
გაბედავა იქვე კიდევ ერთ პოსტს აქვეყნებს და თან სქრინებს ურთავს:

"რატომ არ შეიძლება ნაცების ნდობა არცერთი წამით.
ბუმერანგებზე საუბრობენ ნაცები, რომ მიშას ამ დღეში ჩაგდება მოგიბრუნდებათო, ნაწამებიაო მიშაო. და სააკაშვილის რეჟიმის დროს ჩემს ნაწამებ ფოტოზე სიცილის ემოციებს გამოხატავენ. პირველ ფოტოზე ტიპიური ნაცის პოსტია მიშაზე, მეორე ფოტოზე მისი დასმული ჰაჰა არის ჩემს ნაწამებ ფოტოზე, მესამე ფოტოზე კი ჩემი ნაწამები სახეა. სხვადასხვა ადგილას ორი ტროლი მომიჩინეს და აჰაჰავებენ ამ ფოტოს ???? სექტა სექტაა"
image
0
436
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
436
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0