x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ახალი ზელანდია პირველი ქვეყანა იქნება მსოფლიოში, რომელიც თამბაქოზე უარს იტყვის
image

2009 წელს და შემდეგ დაბადებულები სიგარეტს ვეღარასოდეს იყიდიან.



უკვე რამდენიმე წელია, ახალი ზელანდიის ხელისუფლება მსჯელობს იმაზე, თუ როგორ და რა გზით შეამცირონ ქვეყნის მოსახლეობაი მწეველების რიცხვი და სიგარეტი ნებისმიერ კუთხეში კი არ იყიდებოდეს, არამედ მხოლოდ თამბაქოს სპეციალიზებულ მაღაზიებში. ხანგრძლივი მსჯელობისა და სხვადასხვა კანონპროექტების განხილვის შემდეგ, მთავრობამ გადაწყვიტეს შემდეგი ვარიანტი: შემუშავებულიყო აკრძალვა სიგარეტის გაყიდვაზე.


მაგრამ არა მყისიერად და ტოტალურად, არამედ მწეველთა ასაკობრივი ზღვარის წლიური მატებით. ამრიგად, რამდენიმე წელიწადში (ხელისუფლება იმედოვნებს, რომ 2025 წლისთვის სერიოზულ პროგრესს მიაღწევენ) ახალ ზელანდიაში შეიძლება ჩამოყალიბდეს, როგორც მოწევისგან თავისუფალი ერი.



-ათასობით ადამიანი იქნება ჯანმრთელი და დიდხანს იცოცხლებს, ჯანდაცვის სისტემა კი მიიღებს 5 მილიარდ დოლარით მეტ თანხას, რადგან მათ არ დასჭირდებათ მოწევით გამოწვეული დაავადებების მკურნალობა, როგორიცაა კიბოს მრავალი სახეობა, გულის შეტევა, ინსულტი, ამპუტაცია, - განმარტავს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე აიშა ვეროლი.


2023 წელს ძალაში შევა კანონი, რომელიც კრძალავს სიგარეტის მიყიდვას 2009 წლის 1 იანვრის შემდეგ დაბადებულ ახალზელანდიელებს (მათ შორის, როცა ისინი სრულწლოვანებას მიაღწევენ). 10-ჯერ შემცირდა იმ მაღაზიების რაოდენობა, რომლებსაც კანონიერად აქვთ თამბაქოს გაყიდვის უფლება, ქვეყნის მასშტაბით ასეთი მაღაზიების რაოდენობა 6000-დან 600-მდე შემცირდა.


თუმცა, თამბაქოს საწინააღმდეგო კანონი არ გულისხმობს ელექტროსიგარეტის აკრძალვას. სტატისტიკა აჩვენებს, რომ ახალზელანდიელებმა, რომლებმაც აიძულეს სიგარეტის მიტოვება, წარმატებით გადავიდნენ ვეიპზე. გაიზარდა იმათი პროცენტული რაოდენობა, ვინც ელექტროსიგარტზე გადავიდა - 8, 3% ით 6, 2%-ის ნაცვლად 2021 წელთან შედარებით.


სხვათა შორის ხელისუფლების ქმედებებს დადებითი შედეგი მოაქვს, ყოველდღიურ მწეველთა რიცხვი 8%-მდე შემცირდა.


„ბოლო ერთი წლის განმავლობაში მწეველთა რიცხვი 56 000 ადამიანით შემცირდა, მიუხედავად პანდემიით გამოწვეული ზეწოლისა და სტრესისა, ახლა მწეველთა რიცხვი 10 წლის წინანდელთან შედარებით განახევრებულია“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

2
206
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
206
  
2022, 14 დეკემბერი, 9:19
უბრალოდ,ადამიანები მიდრეკილნი არიან სხვამ გადაუწყვიტოს რაღაც,მსოფლიო მოსახელობის უმეტესობა ასე არის და რა გვგონია,რომ ის ვიღაც საჩვენოდ გადაწყვეტს რამეს? საქართველოს მოსახელობაც ხო ასე იქცევა,რა გადაგიწყვიტათ რამე თქვენს სასარგებლოდ? თაგვმა თხარა თხარაო და კატა გამოთხარაო არის შესაფერისი ამ ამბავზე. ერთ დღესაც,თუ გრძნეულმა თავმა გადაწყვიტა რო ბევრი არის ადამიანთა მოდგმა და შემცირება განიზრახა,სექსის დროს მრიცხველს დაგიყენებენ და მერე არავის დააბრალოთ. გეტყვიან,რომ საკვების ეკონომიას მოახდენენ ასე და თქვენ უფრო მეტი შეგხვდებათ :) აგერ მე და აგერ თქვენ,თუ ეს ასე არ მოხდეს.ბიუროკრატების მრიცხველი გამორთული იქნება და გამრავლდებიან,თავის თავის უსექსობით ხო არ მოკლავენ:) სამაგიეროდ,თქვენ ჩამოგივათ დორბლი,როცა მოგინდება და სექსით ვერ დაკავდებით. პრეცედენტი დიდი რამეა,თუ გადააწყვეტინებ რა დალიო ან მოწიო,მერე უკვე ზღვარი იშლება და ნებისმიერი რამე შეიძლება აკრძალონ ნებისმიერ დრო,მუღამს გააჩნია
2022, 14 დეკემბერი, 9:11
სრული სიგიჟე,აკრძალვით იმედი ქონა რო რაღაცა არ ხდება,როცა სიმანდვილეში უეჭველად მოხდება. მოდით საქართველოს მაგალითი მოვიყვანოთ მოწევაზე,ოღონდ მარიხუანის მოხმარებაზე. როგორც ცნობილია,არ არსებობს სპეციალური ადგილები,სადაც მარიხუანის შეძენა არის შესაძლბელი,კულტივირებაც დასჯადია. ყველამ ვიცით,რომ საქართველოში მოიხმარენ მარიხუანას ადამიანები,არცთუ ცოტა და საინტერესოა,რანაირად ახერხებენ ადამიანები ამას? რაც თავი მახსოვს,სულ აკრძალულია მარიხუანის გაყიდვა და მოყვანა,მაგრამ მომხმარებლები მაინც არიან და მოიხმარენ კიდეც. მსგავსად იქნება ზელანდიაშიც და გამორიცხულია რო მოხმარება მინიმუმამდე დაიყანონ ან საერთოდ აღმოფხვრან. ჩემი აზრით,უფრო ცუდი შედეგები შესაძლოა დადგეს,რადგან უხარისხო თამბაქოს მოხმარება და მოყვანა მოხდება,რითაც იმ დაავადებებით უფრო მეტი ადამიანი დაიღუპება. თან ადამიანის ბუნებიდან გამოდინარე,აკრძალული ხილის სიყვარული აქვს,სამოთხიდანაც ამის გამო არ ამოგვარტყეს წიხლი? აკრძალვა გამოსავალი არ არის,საინფორმაციო კამპანია უნდა გაიზარდოს და უნდა მოხდეს პროდუქციის კონტროლი. ვერავინ შეძლო აქამდე და ახლა მით უფრო,ადამიანის ახალ ჯიშს ვერ გამოიყვანენ,შეუძლებელია ეს ამბავი და ცუდად დამთავრდება. მე არ მჯერა აკრძალვების,წინააღმდეგი ვარ ყველანაირი აკრძალვის,რადგან ადამიანები არ არიან ცოხველები და მათ დამოუკიდებლად შეუძლიათ გადაწყვეტილებების მიღება. თუ სურთ რო თამბაქო მოიხმარონ,მოიხმარენ კიდეც და ვერცერთი მთავრობა ვერ გააკონტროლებს ამას. თან არ მგონია,რომ მთავრობებში გრძნეული თავები მუშაობენ და რამით მცოდნეები არიან უბრალო მოკვდავებზე.
0 1 2