არქიტექტურა ერთი არასწორი ნაბიჯი და უბედური შემთხვევა გარანტირებულია 2022, 6 დეკემბერი, 9:57 ![]() არქიტექტორები და დიზაინერები როგორც მშვენიერ, ისე, რბილად რომ ვთქვათ, უცნაურ პროექტებსაც ქმნიან. დღეს წარმოგიდგენთ არქიტექტურულ შედევრებს, რომლებიც ხშირად, არც თუ ისე ცუდად გამოიყურება, თუმცა საფრთხის შემცველია: ერთი არასწორი ნაბიჯი და უბედური შემთხვევა გარანტირებულია.
1. ეს კიბე იმისთვისაა, ვისაც ძლიერი ხელები და რკინის ნერვები აქვს. ![]()
თქვენს წინაშეა ჰუაშანის მთაზე (ჩინეთი) ასასვლელი კიბე. ჰუაშანის მთა დაოსიზმის რვა წმინდა მთიდან ერთ-ერთია. მის მწვერვალზე განლაგებულია ტაძრები, რომლებსაც ყოველწლიურად მილიონობით ჩინელი მოილოცავს. ამ კიბით შეგიძლიათ ისარგებლოთ, როცა ლიფტი არ მუშაობს.
2. საფეხმავლო ხიდი დაბალი მოაჯირებით. ![]() მოცემული ხიდი ქ. ნისინომიაში (იაპონია) მდებარეობს. ალბათ დაგვეთანხმებით, ოდნავ ნასვამი ადამიანისთვისაც კი სახიფათოა აქ გავლა. 3. გალია ბავშვებისთვის, რომელიც შეიქმნა იმისთვის, რომ მათ მეტი დრო გაატარონ სუფთა ჰაერზე. 1930-იანი წლები. ![]() ასეთი გალიები პოპულარული იყო ლონდონში და აშშ-ში, მაგრამ როგორც ჩანს, შემდეგ მიხვდნენ, რომ ისინი არც თუ ისე უსაფრთხოა, ამასთან ძალიან არაადამიანური, და ჯობდა ასეთ გალიებში სუფთა ჰაერი ყვავილებს და კონდიციონერებს "ესუნთქათ".
4. ავარიული გასასვლელი. ![]() ავარიული გასასვლელი, რომელიც გამოიყურება, როგორც ხაფანგი, ან "ტომი და ჯერი"-ის დეკორაცია. ალბათ ასეთი ზომები ღებული იქნა იმისთვის, რომ ნებისმიერ ადამიანს არ შესძლებოდა სახლის სახურავზე მოხვედრა. და რა გამოვიდა: საჭირო შემთხვევაში კიბით მოსარგებლე მძლეოსნობის და სიგრძეზე ხტომის "შეჯიბრების მონაწილე" ხდებოდა. ფოტო გადაღებულია ქ. სპოკანში (აშშ). 5. იმისთვის, რომ ამ ტროტუარზე გაიაროთ, არ არის საჭირო ნასვამი იყოთ. ![]()
თუ სუპერმხედველობით გამოირჩევით, მაშინ ნაცრისფერი კვადრატების წყალობით იქმნება ოპტიკური ილუზია და ხაზები ერთმანეთში ირევა. თუ ალკოჰოლის გარეშე შეიძლება ტრავმების მიღება, რა საჭიროა თანხის ხარჯვა?
6. კარუსელი ძააალიან პატარა ბავშვებისთვის. ![]()
7. ძალიან გვინდა დავიჯეროთ, რომ ამ აბაზანას არავინ იყენებს პირდაპირი დანიშნულებთ. ![]() 8. ნიანგის სკულპტურა იატაკზე. ![]()
საბედნიეროდ ეს სკულპტურა კიბის ქვეშ მდებარეობს. საუბედურიდ, ფეხი თუ წამოჰკარით, შუბლის გატეხვა არ აგცდებათ. ![]() 9. "კიბე სასტუმროში, სადაც მე გავჩერდი". ![]() ვისაც სურს კისერი მოიტეხოს, ამ კიბით უნდა ისარგებლოს. 10. ვახშამი ზეცაში. დუბაი. ![]()
კომენტარის გარეშე. 11. კიბე. ![]()
აკრობატი თუ არ ხართ, ამ კიბით ვერ ისარგებლებთ. იხილეთ სხვა სტატიები:15 საოცრად კომპაქტური ცხოველი, რომლებიც ყველგან "ეტევიან" ![]() თუ დაგავიწყდათ, როგორ არ უნდა გამოიყურებოდეს აივანი, ახლავე შეგახსენებთ ![]() ეს ის შემთხვევებია, როცა უსაფრთხოების ზომები სულელურად იყო გათვლილი ![]() ესპანეთის ქალაქი, რომელიც კლდის თავზეა გაშენებული და სულ ერთი ქუჩა აქვს ![]() ალ-ნასლაა – მისტიკური კლდე საუდის არაბეთში ![]() თურქეთში აღმოჩენილი უძველესი ქვის კარი, რომელსაც არსაით მივყავართ ("პორტალი"?) ![]() ჰოუსკის ციხე-სიმაგრე – აშენდა იმისთვის, რომ "ჯოჯოხეთის კარიბჭე" დაელუქათ ![]() სახიფათო გრაგნილები - რისთვის გაანადგურეს ალექსანდრიის ბიბლიოთეკა ![]() არქიტექტურის ძეგლები, რომლებიც დღეს სამუდამოდ დაკარგულია ![]() ანტარქტიდა: უცხოპლანეტელთა ბაზები თუ პრეადამიტების რასის კრიოკამერები? (+ვიდეო) ![]() 1264 3-ს მოსწონს |