x
მეტი
  • 16.08.2022
  • სტატია:121548
  • ვიდეო:354835
  • სურათი:493667
ჰოუსკის ციხე-სიმაგრე – აშენდა იმისთვის, რომ "ჯოჯოხეთის კარიბჭე" დაელუქათ

image


ჰოუსკის ციხე-სიმაგრეში, რომელიც ქ. პრაღასთან (ჩეხეთი) მდებარეობს და მე-13 საუკუნეშია აგებული, შეშლილი მეცნიერები და ფაშისტები ცხოვრობდნენ.

ხშირი ტყით დაფარული ჩეხეთის ციხე-სიმაგრე, კოშმარული მითების და ოკულტური ლეგენდების ნისლშია გახვეული. იგი პრაღიდან 48 კილომეტრში მდებარე კლდის წვერზეა აშენებული და იზოლირებულია ახლომდებარე დასახლებებისგან თუ გზებისგან. ის სტრატეგიული მნიშვნელობის არ არის. ამბობენ, რომ ააშენეს არა იმისთვის, რომ დაეცვათ მისი ბინადრები ბოროტებისგან, არამედ იმისთვის, რომ ბოროტებას გარეთ არ გამოეღწია და მისი გავრცელება აღეკვეთათ.


image

ტყეებით გარშემორტყმული ჰოუსკის ციხე-სიმაგრე

ციხე-სიმაგრის ოფიციალური საიტის მიხედვით, იგი აშენებულია მე-13 საუკუნეში, როგორც მეფის ერთ-ერთი რეზიდენცია. მაგრამ ჩეხეთის ფოლკლორი ამტკიცებს, რომ მშენებლობის ჭეშმარიტი მიზანი იყო კლდის ნაპრალის დაფარვა, დახურვა. ადგილობრივი მაცხოვრებლები თვლიდნენ, რომ ეს ჯოჯოხეთის კარიბჭეა, საიდანაც დემონური არსებები ამოდიან, რათა ადგილობრივები ქვესკნელში წაათრიონ. ლეგენდის მიხედვით მსჯავრდებულებს, რომლებსაც სახრჩობელა ელოდა, შეწყალებას პირდებოდნენ იმ შემთხვევაში, თუ დათანხმდებოდნენ უძირო ჭაში ჩასვლას და შემდეგ ნანახის მოყოლას. თუ დავუჯერებთ ლეგენდას, პირველი ადამიანი, ვინც ამ შეთავაზებას იოლად დასთანხმდა, ახალგაზრდა, ჯანმრთელი და მამაცი იყო. მაგრამ ჩაშვებიდან რამდენიმე წუთის შემდეგ დაიყვირა, რომ სასწრაფოდ ამოეყვანათ. როცა ჭიდან ამოსწიეს, იგი სულ გაჭაღარავებული და რამდენიმე ათწლეულით იყო დაბერებული.


image

ციხე-სიმაგრის შიდა ეზო

ჰოუსკის ციხე-სიმაგრის შიდა ეზოში, ზედა ორი სართულიდან ეზოში ჩამავალი კიბეები არ არსებობს (რაც უჩვეულოა იმ დროისთვის), ფანჯრების უმეტესობა კი ყალბია. ჭის ამოვსება ქვებით არაერთხელ სცადეს, მაგრამ უძირო ჭა ყველაფერს შთანთქავდა, ამიტომ გადაწყვიტეს მისი დალუქვა.


image


ციხე-სიმაგრის საზარელი ისტორია ამაზე არ მთავრდება. მის კედლებში მეორე მსოფლიო ომის დროს ნაცისტები საშინელ ექსპერიმენტებს ატარებდნენ. ზოგიერთი ცნობით, ჰიტლერელებმა ჰოუსკი სწორედ იმისთვის დაიკავეს, რომ გაერკვიათ, რეალურად იყო თუ არა იქ ჯოჯოხეთის კარიბჭე. ცნობილია, რომ მათი უმაღლესი თანამდებობის პირები სერიოზულად იყვნენ გატაცებული ოკულტიზმით. გარდა ამისა, ითვლება, რომ ჰოუსკის ციხე-სიმაგრე მოჩვენებებით სავსე ერთ-ერთი ადგილია დედამიწაზე.

დღეს, ეს შთამბეჭდავი ნაგებობა, მთელი მსოფლიოდან ურიცხვი რაოდენობის ტურისტს იღებს. მაგრამ როგორც ისტორიულ ქრონიკებში წერია, ყოველთვის ასე არ იყო. შუასაუკუნეებამდე დიდი ხნით ადრე, ამ ადგილებში კელტები ცხოვრობდნენ, დაახლოებით მე-6 საუკუნეში კი სლავები დასახლდნენ. როგორც ჩეხი ჟამთააღმწერელი, ვაცლავ გაეკი თავის "ჩეხურ ქრონიკებში" 1541 წელს წერდა, პირველი ცნობილი ნაგებობა ამ ადგილზე იყო მცირე ხის ფორტი, რომელიც მე-9 საუკუნეში აშენდა. იქვე გაეკი გვიყვება ადგილობრივ ფოლკლორზე, რომელშიც აღწერილია კლდეში ნაპრალის გაჩენა. ამ უძირო უფსკრულს ხალხი "ჯოჯოხეთის შესასვლელად" თვლიდა. როგორც ჟამთააღმწერელი წერდა, ამ ადგილების მკვიდრნი შეშფოთებული იყვნენ ნახევრად ადამიანებით-ჰიბრიდებით, რომლებიც ღამით ამ ნაპრალიდან ძვრებოდნენ და შინაურ ცხოველებს ხოცავდნენ. შეშინებული ხალხი აღნიშნულ ადგილს ყველანაირად ერიდებოდა. ქვებით ამოვსებასაც ეცადნენ, მაგრამ უფსკრული შთანთქავდა ყველაფერს, რასაც იქ ყრიდნენ.



image

ჰოუსკის კედლები მრავალრიცხოვანი ფრესკებითაა მოხატული

1253 წელს, ბოჰემიის მეფემ ოტოკარ II ბრძანა, ძველი ფორტის ადგილზე აეშენებინათ გოთიკური შენობა. როგორ უცნაურადაც არ უნდა ჟღერდეს, ციხე-სიმაგრის თავდაპირველ კონსტრუქციაში, შიდა ეზოში არ იყო კიბეები, პრაქტიკულად არც ფანჯრები, ხოლო თავდაცვითი ნაგებობები აშენდა ფასადით შიდა მხარეს, თითქოს ციხე-სიმაგრის აშენების მიზანი მდგომარეობდა იმაში, რომ დამყრობლები გარედან კი არ შეეკავებინა, არამედ შეეკავებინა ის, რასაც შეიძლება მისი შიდა წიაღიდან ამოეღწია. განსაკუთრებით აღსანიშნავია ის, რომ მეფემ გასცა ბრძანება დაელუქათ ნაპრალი ქვის ფილებით და მასზე აეშენებინათ მთავარანგელოზ მიქაელის სამლოცველო, რომელიც ბიბლიის თანახმად ლუციფერის დაცემული ანგელოზებს ზეციური ლაშქრით ებრძოლება. ამან მხოლოდ განუმტკიცა ადამიანებს იმის რწმენა, რომ ჯოჯოხეთის შესასვლელი ნამდვილად არსებობდა ან არსებობს დღემდე.

1639 წელს, ციხე-სიმაგრე დაიკავა ადამიანმა სახელად ორონტო. ის შავი მაგიის წარმომადგენელი იყო და ყოველ ღამე თავის ლაბორატორიაში შრომობდა მარადიული სიცოცხლის შექმნაზე. ამან ადგილობრივებში ისეთი შიში გამოიწვია, რომ შეიპყრეს და მოკლეს. ხალხი, ორონტოს სიკვდილის შემდეგაც ერიდებოდა ამ ადგილებს.


image

ამ ფრესკამ ბევრი მეცნიერი დააბნია, რამდენადაც მასზე გამოსახულია კენტავრი ბერძნული მითოლოგიიდან. ის რომ ქრისტიანული სამლოცველოს კედლებს ამშვენებს-გასაოცარია. საოცარია ის ფაქტიც, რომ კენტავრს ისარი მარცხენა ხელში უჭირავს, მემარცხენეობა კი შუასაუკუნეებში სატანასთან ასოცირდებოდა.

"ჯოჯოხეთის კარიბჭე" დღეს


მრავალი წელი ჰოუსკის ციხე-სიმაგრე ხელიდან ხელში გადადიოდა. თავისი ისტორიის მანძილზე იგი კაპიტალურად ორჯერ გაარემონტეს: 1580 და 1830-იან წლებში. ასი წლის შემდეგ ციხე-ციმაგრე Skoda Auto-ს პეზიდენტმა, იოზეფ შიმონეკმა იყიდა.

1940 წელს, ჩეხოსლოვაკიის ოკუპაციის დროს, ჰოუსკი ხელში ჩაიგდეს ნაცისტებმა. არავის ესმოდა, რისთვის დასჭირდათ ის, რამდენადაც ნაგებობას არავითარი სტრატეგიული დანიშნულება არ ჰქონდა. ზოგი ვერსიით, ნაცისტები, კერძოდ, ჰენრიხ ჰიმლერი, რომელიც ოკულტიზმით იყო შეპყრობილი და სჯეროდა ბნელი ძალების, დაინტერესდა ბიბლიოთეკით, სადაც 13 ათასი უძველესი ხელნაწერი ინახებოდა.


image

ნაცისტების შემდეგ ჰოუსკის ციხე-სიმაგრის გარეგნული მხარე არ დაზარალებულა, თუმცა მთლიანად გაძარცვული იყო.

სანამ იქ ნაცისტები მბრძანებლობდნენ, ადგილობრივები იტყობინებოდნენ უცნაური ცეცხლის ალებზე და საშინელ ხმებზე, რომლებიც ჰოუსკიდან ისმოდა. ერთ-ერთი თვითმხილველი ყვებოდა კიდეც, რომ იქ ნაცისტების უმაღლესი რანგის ჩინოვნიკებიც მიდიოდნენ, მათ შორის ჰიმლერი, რათა ბნელ ცერემონიებს დასწრებოდნენ, რომლის დროსაც ისინი ბნელეთის ძალებს მიმართავდნენ.

ომის დამთავრების შემდეგ, 1945 წელს, ციხე-სიმაგრე კანონიერ მფლობელებს-იოზეფ შიმონეკის შთამომავლებს დაუბრუნდა, რომლებმაც გადაწყვიტეს მისგან კერძო მუზეუმი შეექმნათ. 1999 წელს, მნახველებისთვის ის ოფიციალურად გაიხსნა. ახლაც კი, ბევრი ტურისტი აღიარებს, რომ აბნევთ ჰოუსკის არქიტექტურა, ფრესკების დანახვაზე შიში იპყრობთ, ხოლო სამლოცველოს მონახულებისას, იატაკის ქვემოდან ფხაჭნის ხმა და შორიდან მომავალი ყვირილის ხმები აშინებთ.


image






გადახედეთ შემდეგ სტატიებს:





ბარჰოუტი-საიდუმლოებით მოცული "ჯოჯოხეთის ჭა" იემენში (+ვიდეო)

image


არც იეტი, არც ჯუჯები: იდუმალი ადამიანები, რომელთა სიმაღლე 10 წლის ბავშვის სიმაღლეს არ აღემატება

image


ალ-ნასლაა – მისტიკური კლდე საუდის არაბეთში

image


გიგანტური ხვრელი იაკუტიაში, ევროპა უფსკრულის პირას და სხვ.

image


რა მოხდებოდა, თუ დედამიწის ერთი ბოლოდან მეორე ბოლოში გაყვანილ გვირაბში გავივლიდით

image


ლეგენდა ქრონოვიზორზე (დროის მანქანაზე), რომელიც ვატიკანში ინახება

image


ძველბერძნული ორაკული-ნეკრომანტიონი, სადაც წინასწარმეტყველებას გარდაცვლილი ნათესავებისგან იღებდნენ

image


კიოლნის დაუმთავრებელი ტაძრის წყევლა? ტამპლიერების დიდებული გოთიკური ტაძრები

image


დოქტორი ფაუსტი ქ. პრაღიდან გაემგზავრა ჯოჯოხეთში?

image


ოთხი საიდუმლო კარი, რომელთა გაღება არ შეიძლება

image


ყველაზე საიდუმლოებით მოცული ტუსაღი საფრანგეთის ისტორიაში: ვინ იმალებოდა რკინის ნიღბის ქვეშ

image


სახიფათო გრაგნილები - რისთვის გაანადგურეს ალექსანდრიის ბიბლიოთეკა

image








0
585
4-ს მოსწონს
ავტორი:ირინა მ.
ირინა მ.
Mediator image
585