x
მეტი
  • 08.10.2022
  • სტატია:122846
  • ვიდეო:355160
  • სურათი:495135
ანტარქტიდა: უცხოპლანეტელთა ბაზები თუ პრეადამიტების რასის კრიოკამერები? (+ვიდეო)

image


ანტარქტიდა, ეს თეთრი კონტინენტი, რომელიც სამკილომეტრიანი ყინულის ფენითაა დაფარული, თავისი გამოცანებითა და შეუსწავლელობით იქცევს საზოგადოების ყურადღებას. საშუალო წლიური ტემპერატურა აქ -25 გრადუსია ცელსიუსით, ზამთარში კი -90 გრადუსამდე ეცემა. ქარიშხლები ისეთი სიძლიერისაა, რომ ყველაზე საიმედო ტექნიკასაც კი ამტვრევს.


image

შესაძლოა, სწორედ ამიტომ აირჩიეს მთელი პლანეტის კონსპიროლოგებმა ანტარქტიდა უცხოპლანეტელების, გადარჩენილი ნაცისტების და პრეადამიტების-ზეაადამიანების "ახალ სახლად".


image



ამის დაჯერება ძალიან გვინდა. ყინულები კი ყოველ წელს დნება, და მეცნიერებისთვის თავისი საიდუმლოებები სააშკარაოზე გამოაქვს. მაგრამ გაბედული ადამიანების ვარაუდების შემოწმება რთულია-ბმულებს ხშირად არარსებულ რესურსებამდე (რომელიც "ხელისუფლებამ გაანადგურა") ან მწერალ-ფანტასტების საეჭვო რესურსებამდე მივყავართ.


კორი გუდი


imageკორი გუდი

ამერიკელი მკვლევარი, კორი გუდი თვლის, რომ ანტარქტიდის ყინულის საფარქვეშ ე.წ. კრიოკამერებია, რომელშიც პრეადამიტებს სძინავთ-რასას, რომელიც ადამიანებამდე ცხოვრობდა დედამიწაზე ან უცხოპლანეტელებს, რომლებიც დაინტერესებული არიან კაცობრიობის განთავისუფლებაში საიდუმლო დახურული ორგანიზაციის (რომელსაც უამრავი სახელწოდებები აქვს) "უღლისაგან".


imageპრეადამიტები

თვითონ კორი ირწმუნება, რომ როცა ექვსი წლის იყო, იგი სახლიდან ამერიკის ხელისუფლებამ წამოიყვანა ტეხასის სამხედრო-საჰაერო ძალების ფორტ-უერტის ბაზაზე, სადაც მან სამ ასეულ სხვა ბავშვთან ერთად გაიარა ერთგვარი სწავლება. სწავლის შემდეგ 20 წელი მუშაობდა აშშ-ის საიდუმლო კოსმოსურ პროგრამაში, რომელიც დაკავებული იყო რამდენიმე უცხოპლანეტურ რასასთან ურთიერთობის ნორმალიზებით. მუშაობის 20 წლის შემდეგ, უცნობი მიზეზებით მას მეხსიერება წაუშალეს და სამსახურიდან დაითხოვეს. თვითონ კერი გუდი ირწმუნება, რომ მეხსიერება დროდადრო უბრუნდება გამონათებებისა და ჩვენებების სახით. ერთ-ერთი ასეთი გამონათებაა ინფორმაცია უძველესი ჰუმანოიდების (ავიანების) კრიოკამერების შესახებ. თუ ავიანებმა გაიღვიძეს, კაცობრიობის ისტორია სამუდამოდ შეიცვლება.

ადამიანების ნებისმიერი აქტივობა ანტარქტიდაში, კორი ვუდის მხარდამჭერების მიერ აღიქმება, როგორც ქმედებები ავიანების წინააღმდეგ. მაგალითად, როცა ეკოლოგები გამოთქვამენ იდეას კონტინენტის ზედაპირზე წყლის ჭავლის მოფრქვევისა (რათა ასე დაიცვან ყინულების დნობა) ან ანტარქტიკაში რუსეთის პატრიარქის, კირილის ვიზიტისას, ყველგან და ყოველთვის შეთქმულებას ხედავენ.


ბევრ რამეში კორი გუდის მონათხრობი ეფუძნება ფილ შნაიდერის (ინჟინერი) "კონსპიროლოგიის მსხვერპლნი"-ის აღიარებებს, რომელიც XX საუკუნის ბოლოს აშშ-ის ხელისუფლებაზე მუშაობდა და ბირთვულ პროგრამისთვის მიწისქვეშა ბაზების მშენებლობაში ეხმარებოდა. 1995 წელს, შნაიდერმა მთელ რიგ ლექციებში განაცხადა, რომ მიწისქვეშ უცხოპლანეტელებსაც აქვთ თავიანთი ბაზები. ლექციებზე ის ჰყვებოდა, რომ 1979 წელს, ნიუ-მექსიკოს შტატში, ქ. დალსისთან, სამშენებლო სამუშაოების დროს, სამხედროები და მშენებლები გადააწყდნენ უცხოპლანეტელებს, რომლებიც თავს დაესხნენ და გაანადგურეს 60 ადამიანისგან შემდგარი ჯგუფი. თვითონ ინჟინერი სასწაულად გადარჩა: იგი უცხოპლანეტელების მიერ გასროლილი იარაღიდან დაიჭრა, მიიღო მკერდის, ტერფების და ხელის დამწვრობები. ერთ-ერთმა სამხედრო პირმა უბიძგა მას ლიფტისკენ, უბრძანა ზემოთ ასულიყო და სიკვდილს გადაურჩა. უცხოპლანეტელებს შნაიდერი აღწერდა, როგორც "საოცრად აყროლებულ" ორმეტრიან ნაცრისფერ ჰუმანოიდებს.


imageფილ შნაიდერი

ფილ შნაიდერი ენთუზიასტებთან შეხვედრებზე ჰყვებოდა, რომ პლანეტა დედამიწაზე არის 1477 მიწისქვეშა ბაზა, აშშ კი ქვეყნის ბიუჯეტის მეოთხედს ამ ბაზების შენახვაზე ხარჯავს. იგი ამტკიცებდა, რომ ყველა ბაზა აშენებულია უცხოპლანეტელების ტექნოლოგიების გამოყენებით და ერთმანეთთან დაკავშირებულია გვირაბებით. მართალს ამბობდა ინჟინერი, თუ თითები მან აფეთქების დროს დაკარგა, დადგენა უკვე შეუძლებელია-ორი წლის შემდეგ იგი ინსულტით გარდაიცვალა. შნაიდერის სიკვდილის შესახებ მალევე გავრცელდა ჭორები, რომ იგი მოკლეს-დაახრჩვეს კათეტერით.


ნამდვილი ატლანტიდა


სამართლიანობის გულისთვის, ღირს იმის აღნიშვნა, რომ მკვლევარები, რომლებიც ცდილობენ ანტარქტიდაში უძველესი ცივილიზაციების ნაკვალევის პოვნას, არც თუ ისე ტყუიან. რა თქმა უნდა, ისინი ეყრდნობიან, არა მხოლოდ პლატონის შრომებს (რომლის მიხედვით ატლანტების კუნძული ოკეანეში, გიბრალტარის იქით მდებარეობდა), არამედ უძველეს რუქებს, რომლებზეც ანტარქტიდა გამოსახულია, როგორც უზარმაზარი სამხრეთ კუნძული. 1929 წელს დიდი ხმაური გამოიწვია ოსმალო ადმირალის, აჰმედ მუჰიდინ ფირის (ფირი რეისის) რუქამ, რომელიც კონსტანტინოპოლში აღმოაჩინეს. 1513 წლის რუქაზე, რომელიც ალექსანდრე მაკედონელის დროის წყაროებს ეყრდნობოდა, დედამიწის სამხრეთს იკავებდა დიდი კონტინენტი. ამასთან დედოფალ მოდის მიწის (ვრცელი რეგიონი ატლანტის ოკეანის ანტარქტიდის სანაპიროზე) მოხაზულობა სრულიად შესაცნობია.


imageფირი რეისის რუქა

ანტარქტიდა და ამერიკის ორივე მატერიკი გვხვდება ვენეციელი ვაჭრების რუქებზეც, რომელიც ეყრდნობა მე-13 საუკუნის მონაცემებს. და ბოლოს, მე-16 საუკუნის ფრანგი მათემატიკოსის და კარტოგრაფის, ფინეუსის და ფლამანდიელი კარტოგრაფის, მერკატორის ცნობილ რუქებზე terra Antarctic მდებარეობს ზუსტად სამხრეთ პოლუსზე.


imageფინეუსის რუქა

imageმერკატორის რუქა

ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ კარტოგრაფებს სწამდათ კონტინენტის არსებობა, თუ ისინი ეყრდნობოდნენ რომელიღაც უძველეს ცოდნას?

ამერიკელმა მკვლევარმა და ისტორიკოსმა, ჩარლზ ჰეპგუდმა შეადარა ფინეუსის რუქა ანტარქტიდის წყალქვეშა შელფებს, რომელიც 1959 წ. არის შედგენილი და აღმოჩინა, რომ დედოფალ მოდის მიწის; ენდერბის, უილქსის, დედოფალ ვიქტორიას და მერი ბრედის მიწების მოხაზულობები პრაქტიკულად ემთხვევა. არ დაემთხვა როსის ზღვის დასავლეთ სანაპიროსა (სინამდვილეში ხმელეთი აქ არ არის, მხოლოდ ყინულებია) და ელსუორთის და ედით რონეს მიწების კოორდინატები. უძველესი რუქების შედარებამ ჰეპგუდი მიიყვანა იმ აზრამდე, რომ ადრე ანტარქტიდა შესაძლოა მდებარეობდა 2 000 კილომეტრით ჩრდილოეთით. სამხრეთ პოლუსზე ის აღმოჩნდა დედამიწის ქერქის-ლითოსფეროს კატასტროფული ძვრების შედეგად.

ჰეპგუდის თეორიას ემხრობოდა თვით აინშტაინიც, რომელიც თვლიდა, რომ პოლუსებზე არათანაბრად დაგროვილ ყინულებს, შეუძლიათ გავლენა მოახდინონ პლანეტის ბრუნვაზე. ისინი წარმოქმნიან ცენტრიდანული ძალის მომენტს, რომელიც ადრე თუ გვიან გადაეცემა ლითოსფეროს და შეუძლია გამოიწვიოს დედამიწის ქერქის მოძრაობაში მოყვანა. ეს მოსაზრება დასტურდება გეოლოგ ჯეკ ხუფის როსის ზღვის ფსკერის გამოკვლევებით, რომელიც იმაზე მეტყველებს, რომ 6 000 წლის წინ მატერიკზე ყინული არ იყო.

თუმცა ეს მხოლოდ ვარაუდებია. რა ვიცით რეალურ ანტარქტიდაზე? ვიცით, რომ ის ორ ნაწილად არის გაყოფილი-აღმოსავლეთ ანტარქტიდა და დასავლეთ ანტარქტიდა. პირველ ნაწილში ყინულის სისქე 5 კმ.-ს აღწევს, დასავლეთში ყინული უფრო თხელია, დაახლოებით 3 კმ. კონტინენტზე არის "სითბოს ოაზისები"-სივრცეები, სადაც არ არის ყინული, სამაგიერიდ არის სიცოცხლე: ყვავილოვანი მცენარეები, გვიმრანაირნი, ხავსი. მეცნიერები ფიქრობენ, რომ ამ ადგილების "გათბობა" ხდება ქვემოდან, ამასთან არავითარი ვულკანური აქტივობა კონტინენტზე არ დაფიქსირებულა. ყინულის საფარქვეშ 150 ტბაა. ერთ-ერთი ტბის მტკნარ წყალში 50-ჯერ მეტი აზოტი და ჟანგბადია, ვიდრე ჩვეულებრივ წყალში. იქ 4 სახის ბაქტერია ბინადრობს. ცხოველებიდან ბინადრობენ სელაპები, ფრინველებიდან ქარიშხალა, პინგვინები.

მიჰყევით მკაცრად კოორდინატებს!

21-ე საუკუნეში, ციფრული რუქების გაჩენასთან ერთად მოდაში შემოვიდა მასზე სხვადასხვა ობიექტების მოძებნა. ასეთი არტეფაქტები ანტარქტიდაზეცაა. მაგალითად, კოორდინატების 79°58’38.1″S 81°57’44.4″W მიხედვით, შეიძლება პირამიდის მოძებნა, რომელიც ყინულის დნობის შედეგად გამოჩნდა; აქ კი 75°0’46.98″S 0°4’52.71″E მდებარეობს თოვლით დაფარული ქალაქი, რომლის გაურკვეველი ნაგებობების მხოლოდ წვეროები ჩანს. ამ კოორდინატებით 66°14’48.9″S 100°40’12.0″E შეიძლება ატლანტების მიწისქვეშეთის "შესასვლელი" ნახოთ, აქ კი 66°33’02.9″S 99°50’37.0″E რუქაზე კიდევ ერთ "ატლანტების სამეფოს შესასვლელთან", აშკარად ჩანს ამო თუ შავი გუმბათი. ყველა ეს თანამგზავრის ფოტოები, შეიძლება რომელიღაც თამაშის ნაწილი იყოს, რომელიც მოწოდებულია კონტინენტისადმი ინტერესის გასაღვივებლად. სხვა მონათხრობებიც ანტარქტიდის ღმერთ-უცხოპლანეტელებზე, რომელთაც კაცობრიობა შექმნეს, შეიძლება ვიღაცას აწყობდეს, მაგალ., გლობალური პრობლემებიდან ყურადღების გადასატანად. გულუბრყვილო ადამიანების მართვა ხომ უფრო ადვილია.







იხილეთ სხვა საინტერესო სტატიები:






ანტარქტიდაში აღმოჩენილი გიგანტური "შესასვლელები". ხელოვნურია თუ ბუნებრივი წარმონაქმნი?

image


ანტარქტიდის გამოცანა: შუქი სავარაუდო ლუკიდან გამოდიოდა? და გვირაბის თავზე მდებარე გაყინული ტბების დნობა(ვიდეო)


image


"კოსმიური საჩუქარი" ტიბეტელი ბერებისთვის, რომელიც ამჟამად მოსკოვში ინახება

image


"კოსმოსში დაბადებულნი": დედამიწელების საოცარი მომავალი?

image


ვარსკვლავებიანი ცის რუქა ეგვიპტურ აკლდამაში: შეცდომა თუ საიდუმლო ცოდნა?

image


ნაპოვნი ბროლის კოსმონავტი, რომელიც არ ჯდება ოფიციალური მეცნიერების ჩარჩოებში

image


მეცნიერები მთვარეზე დედამიწის მილიონობით ორგანიზმების დნმ-ის სარეზერვო საცავის მშენებლობას გეგმავენ

image


ბულგარეთში, არქეოლოგიური გათხრების დროს, არტეფაქტი-"უცხოპლანეტელის" ნიღაბი აღმოაჩინეს

image


საიდუმლოებით მოცული მონეტა, რომელიც ეგვიპტეში აღმოაჩინეს

image








0
767
3-ს მოსწონს
ავტორი:ირინა მ.
ირინა მ.
Mediator image
767