x
მეტი
  • 08.10.2022
  • სტატია:122846
  • ვიდეო:355160
  • სურათი:495135
ბულგარეთში, არქეოლოგიური გათხრების დროს, არტეფაქტი-"უცხოპლანეტელის" ნიღაბი აღმოაჩინეს
image


ბულგარეთში, ძველი ნაქალაქარის, პროვადიის მახლობლად, დასახლებაში Соляная яма, ნაპოვნია არტეფაქტი. არქეოლოგიური გათხრები მიმდინარეობდა სოფიის ნაციონალური მუზეუმის პროფესორის, ვასილი ნიკოლოვის ხელმძღვანელობით, ქალაქი პროვადია კი ევროპის ყველაზე უძველესი ქალაქია, რომელიც ძველი წ.აღ. v ათასწლეულით თარიღდება.


image


ნაპოვნი არტეფაქტი წარმოადგენს ნიღაბს, რომელიც საოცრად ჰგავს იმ უცხოპლანეტელის სახეს, რომელიც ჩვენთვის სამეცნიერი ფანტასტიკამ შექმნა, იტყობინება Archaeology in Bulgaria. აღმოჩენა მიეკუთვნება გვიანი ენეოლითის ხანას, დაახლ.4000 წ. ძვ.წელთაღრივხვით. "უცხოპლანეტელის" ყურებში მცირე ნახვრეტებია, რაც ალბათ გამოიყენებოდა მასში ძაფის გასაყრელად. პროფესორმა ვასილი ნიკოლოვმა, ბულგარეთის რადიოსთან ინტერვიუში აღნიშნა, რომ არ არის დაზუსტებული, თუ რისთვის გამოიყენებოდა 6000 წლიანი თიხის ნივთი. "მე არ ვიცი, თუმცა შეიძლება ეს არტეფაქტი იმ ადამიანის სოციალური სტატუსის აღმნიშვნელი იყო, ვინც მას მკერდზე ატარებდა".


image


თუმცა, რა დანიშნულებისაც არ უნდა იყოს მოცემული ნივთი, შესრულების სტილისტიკა ძალიან ჰგავს ვინჩის კულტურის არტეფაქტებს.


image

imageვინჩის ჩრდ.ბალკანური სკულპტურა (ძვ. წ. VI-V ათასწლეული)


აგრეთვე ელ-უბეიდის "რეპტილოიდებს".


image

imageთიხის სტატუეტები დამახასიათებელი რეპტილოიდური გარეგნობით. უბეიდის არქეოლოგიური კულტურა (ური. დაახლ. ძვ.წ. V-IV ათასწლეული)

იაპონიის და ეგვიპტის ზოგიერთ ძეგლს.


imageჰერზეს არქეოლოგიური ენეოლითური ეგვიპტის დინასტიამდელი კულტურა (ნეგადა II)
imageიაპონური თიხის ფირფიტა, ძიომონის პერიოდი (ძვ. წ. 13000-300 წ.)

ყველაფერი ეს კი, ერთი კულტურის რგოლებია, რომელიც 6000 წლის წინ არსებობდა.




გაეცანით აგრეთვე:




პროფესორ თომას მერილინის მისტიკური კოლექცია, რომელიც ლონდონში, დასანგრევად გამზადებულ სახლში ინახებოდა

image


საიდუმლოებით მოცული მონეტა, რომელიც ეგვიპტეში აღმოაჩინეს

image


მოსაზრება, თუ რა ფრთიანი არსებაა ნაპოვნი მექსიკაში (გამოქვეყნებულია მისი რენდგენის სურათიც)

image


უძველესი რეპტილიების-დინოზავრების ნაშთები შესაძლოა მთვარეზეც იყოს

image


ჩვენს დრომდე მოღწეული უძველესი არტეფაქტები, რომლებიც აღტაცებას იწვევს

image


საინტერესო ფაქტები ყველა სფეროდან

image


საინტერესო ფაქტები, რომლებიც შეიძლება არც გსმენიათ

image






0
435
5-ს მოსწონს
ავტორი:ირინა მ.
ირინა მ.
Mediator image
435
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0