x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134504
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508562
მეცნიერები მთვარეზე დედამიწის მილიონობით ორგანიზმების დნმ-ის სარეზერვო საცავის მშენებლობას გეგმავენ
image

ბიბლიაში ნოე ცხოველებს და ფრინველებს, წარღვნისგან გადარჩენის მიზნით კიდობანზე ათავსებს. თანამედროვე მეცნიერებს მსგავსის გაკეთება სურთ-თესლების, სპერმის, კვერცხუჯრედების და დნმ-ის 6, 7 მილიონი ნიმუშის შეგროვება და მთვარეზე, საცავში გაგზავნა. ეს გეგმა წარმოადგინა, არიზონის უნივერსიტეტის მეცნიერთა ჯგუფმა, ელექტროტექნიკისა და ელექტრონიკის ინჟინრების აეროკოსმოსურ კონფერენციაზე. ჟღერს არადამაჯერებლად, რაღაც სამეცნიერო ფანტასტიკისმაგვარი სფეროდან, მაგრამ მოუსმინოთ სპეციალისტებს.

დედამიწა, ბუნებრივად, ცვალებადი გარემოა–ხსნის ჯეკან ტენგა, ინჟინერ-ტექნიკოსი და გამოკვლევების ავტორი–ვულკანის ამოფრქვევას, ბირთვულ ბომბს ან ასტეროიდს, შეუძლია ეკოლოგიური კოლაფსი გამოიწვიოს, რომელიც დედამიწაზე გაანადგურებს, როგორც მცენარეულ საფარს, ისე ცხოველთა სამყაროს. მთვარეზე განლაგებულ საცავში კი შესაძლებელია სიცოცხლის ამ ფორმების შენარჩუნება.

image

ტენგამ და მისმა გუნდმა, სტატიაში სახელწოდებით "მთვარის ორმოები და ლავის მილები თანამედროვე კიდობნისთვის", ახსნეს თუ როგორ იმუშავებდა მათი გეგმა. მათ საცავის მოწყობა მთვარის ზედაპირის ქვეშ აქვთ დაგეგმილი, სადაც "მთვარის ორმოები"-ყოფილი ლავის 80-100 მეტრის სიღრმის გვირაბები, (რომელიც მილიარდი წლის წინ არის წარმოქმნილი)-სასაწყობე ნაგებობები გახდება. მთვარის ორმოები უზრუნველყოფს "მზა თავშესაფარს მთვარის ზედაპირის ქვეშ", ირწმუნება ტენგა. ეს მნიშვნელოვანია, რამდენადაც მთვარეზე ტემპერატურის დიდი ცვალებადობაა, ამასთან ისეთი საშიშროებაც არის, როგორიცაა მეტეორიტები. "კიდობანი" და ბაზა ერთმანეთთან დაკავშირებული იქნება ორი ან ორზე მეტი ლიფტის შახტით. საცავის შიგნით იგეგმება ცოცხალი არსებების რამდენიმე მილიონი ძვირფასი ნიმუშების განთავსება, რომელიც ცივ პირობებში შეინახება: თესლები -180 გრადუსზე, ღეროვანი უჯრედები -199 გრადუს ტემპერატურაზე. ობიექტს მოემსახურება რობოტები, ენერგიას კი მზის ბატარეებიდან მიიღებს.

image

თეორიულად გასაგებია, მაგრამ როგორ უნდა მივიტანოთ მთვარემდე თესლების, სპერმის, კვერცხუჯრედების და დნმ-ის 6, 7 მილიონი ნიმუში? მეცნიერებმა ესეც გათვალეს. ტრანსპორტირება "ეკონომიკურად მიზანმიმართული" იქნება და საჭირო გახდება 250 რაკეტის გაშვება. შედარებისთვის: დედამიწის ორბიტაზე საერთაშორისო კოსმოსური სადგურის აშენებისთვის 40 რაკეტის გაშვებაა საჭირო.

გამოკვლევების სპეციალისტის აზრით, მთვარის საცავის მშენებლობა პრიორიტეტი უნდა გახდეს კაცობრიობისთვის. "დაახლოებით 75 ათასი წლის წინ მოხდა სუპერვულკანის, ტობას ამოფრქვევა-აღნიშნა მან-ამან გამოიწვია ათასწლოვანი აცივება და სავარაუდოდ ადამიანთა ნაირსახეობების შემცირება.

რამდენადაც, ადამიანები დიდ ზეგავლენას ახდენენ დედამიწაზე, ცივილიზაციის ნებისმიერი კრახი შეიძლება ნიშნავდეს "პლანეტის დანარჩენ ნაწილზე ნეგატიურ კასკადურ ზემოქმედებას". დღეს ტენგას აღელვებს ის, რომ პლანეტა დედამიწა კატასტროფისკენ მიდის. იგი საგანგაშო პარალელს ავლებს დედამიწის ისტორიაში სხვა კატასტროფულ მოვლენებთან, რომლებიც ადამიანების საქმიანობასთან არის დაკავშირებული და ფაქტორებთან, რომლებსაც ბოლომდე ვერ ვაცნობიერებთ. ტენგა აღნიშნავს, რომ ბოლო ათწლეულებში ბევრმა სახეობამ "მნიშვნელოვანი დანაკარგი" განიცადა.

როგორც ცნობილია, დედამიწაზე უკვე არსებობს მცენარეული კულტურების, მარცვლებისა და თესლების გიგანტური საცავი ნორვეგიაში, კუნძულ შპიცბერგენზე. იქ დაახლოებით 992 000 უნიკალური ნიმუში ინახება, რომელთაგან თითოეული საშუალოდ მცენარეების 500 თესლს შეიცავს.

imageშპიცბერგენის საცავი
imageშპიცბერგენის საცავი
imageშპიცბერგენის საცავის ნიმუშები

მაგრამ ეს შეიძლება არასაკმარისი აღმოჩნდეს გლობალური კატასტროფის შემთხვევაში. და ეს ყველაფერი იმიტომ, რომ აღნიშნული საცავი არ არის დაცული ისეთი საშიშროებისგან, როგორიცაა გლობალური დათბობა და ზღვის დონის მომატება. მაგალითად, 2017 წელს საცავი ფაქტიურად დაიტბორა მრავალწლოვანი მზრალობის ლღობის შედეგად (მრავალწლოვანი მზრალობა-ხანგრძლივი დროის მანძილზე დედამიწის გაულღობელი ქანების შრე ან ზონა. მას არ ახასიათებს პერიოდული ლღობა. თანამედროვე მზრალობის უდიდესი ნაწილი წარმოქმნილია უკანასკნელი გამყინვარების ეპოქაში). გარდა ამისა, ლონგირი, შპიცბერგენის უდიდესი დაბა, ბევრად სწრაფად განიცდის დათბობას, ვიდრე ნებისმიერი სხვა ქალაქი დედამიწაზე.

image

დატბორილი საცავი




შეიძლება დაგაინტერესოთ:





ანტარქტიდაში აღმოჩენილი გიგანტური "შესასვლელები". ხელოვნურია თუ ბუნებრივი წარმონაქმნი?


image


იუპიტერის თანამგზავრ ევროპაზე, შესაძლოა, წყალქვეშა სამყაროში რვაფეხას მსგავსი არსებები ბინადრობდნენ

image


ჩინეთის ზეციური კარიბჭე, სადაც მსოფლიოში ყველაზე შიშისმომგვრელი, მაღალი და გრძელი საბაგირო აგიყვანთ

image


ბულგარეთში, არქეოლოგიური გათხრების დროს, არტეფაქტი-"უცხოპლანეტელის" ნიღაბი აღმოაჩინეს

image


უძველესი რეპტილიების-დინოზავრების ნაშთები შესაძლოა მთვარეზეც იყოს

image


რა ღირს დედამიწა?

image


აშკარად გამოხატული ნიშნები იმისა, რომ დეპრესია გაქვთ

image


როგორ შეიძლება შეიცვალის ადამიანის გარეგნობა ათასი წლის შემდეგ

image


რა მოხდება, თუ კოსმოსში იარაღიდან გავისვრით?

image


"კოსმიური საჩუქარი" ტიბეტელი ბერებისთვის, რომელიც ამჟამად მოსკოვში ინახება

image









0
130
6-ს მოსწონს
ავტორი:ირინა მ.
ირინა მ.
Mediator image
130
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0